ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

803. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი ვპოვე ვარდი მოყუითანე, შუქმკრთალი და ფერმიჴდილი შემიტკბო და შემიყუარა, ვითა ძმა და ვითა შვილი

804. ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხუა არვინ უახლებია ნიადაგ ძველი ცეცხლი სწვავს, არახალ არახლებია ვაი ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია

805. ქალი მარტო ქვაბსა შიგან, ზის მტირალი ფერ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი

806. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და, მისისა საყუარელისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა, მისისა დამმარხველისა

807. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდაჴდების არას ნახავს პირმეტყუელსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვაი მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთუის ჰკუდების

808. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვიწვი ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე გულითა ჴელითა მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ჴმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა

809. დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეჴსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა,ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

810. თქუენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭურეტთა ამაზრზენისა

811. აწ ფრიდონ იტყუის სიტყუითა, მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკუნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდის წყლითა ცხელითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა

812. ლაშქართა შიგან შეიქნა, ჴმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა აქუს პირისა, და ზოგთა სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს, ჴმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე, ვაი საწუთროსა ფლიდისა

813. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერსაქებო ვერსათქმელო ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო ,სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო

814. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩნას, მე დია მიმჭირვებია ოჴრად სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია

815. ფრიდონ თქუა ესე სიტყუანი, მოთქმითა შვენიერითა სულნი დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ტურფითა არეფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა

816. ქალაქს შევიდეს მუნ დახუდა, სრა მოკაზმული სრულითა საჴელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყუნეს რულითა შეჰფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულწასრულითა

817. შევიდეს და დიდი შექმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს, ვითა ვინ თქვა ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი

818. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა მაგრამ მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა

819. მას დღე სვეს ჭამეს გარდაჴდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა გათენდა ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა

820. ყმამან დაჰყო დღენი რამე, თუც ყოვნასა ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას, გავიდეს და თამაშობდა სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა

821. ქალაქს შევიდეს ჴმა გაჰჴდა, მუნ ზათქნი იქნებოდიან ქალნი და ვაჟნი დაჯარვით, მისად საჭურეტლად რბოდიან იგი ნახიან დაბნდიან, ცნობასა მიხდებოდიან ახლოს შეყრისა უღირსთა, რამცა ქნეს ირჯებოდიან

822. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს, ჩემი აწ მონაჴსენები მე შენი გაყრა სიკუდილად, მიჩანს და მით თავსა ვევნები მაგრამ არა მცალს დღეკრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიც დია დამეყოვნები