ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

881. კულავ იტყუის ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანის პასუხად მიწერილი

882. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თვარა შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყვედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება

883. ფატმანისსა ვერ გიამბობ,მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე მამისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე

884. მას ღამითვე საწვეველი, რა მიართუეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა, თქვა თუ ჰგავსო ეგე რასა

885. წვეული აღარ დაბრუნდა, კულავ ზევე უკუწვევითა ფატმან წყენით ჯდა, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესული შე ვითა ვერ დაიჩინა შიშითა, და მისითავე თნევითა

886. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოჰყუა, მონა ჴმალდარაკიანი დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი

887. ფატმან რა ნახა შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭურიტა, მათსა ლაღობაწოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა

888. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად მაგრამ სცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღუეველად ვარ შენთა შვილთა შენითა, კბილითა დასაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად

889. ესე თქვა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთათ შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმის წკარნი თქუა დამქოლეთ მოდით ქვითა, მომადეგით მომაკარნი

890. მოთქვამს იტყვის ჰაი ჰაი ქმარი, ამოვწყუიდენ წვრილნი შვილნი იავარვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყუარელთა, ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყუანია ჩემნი წბილნი

891. ამას ყველასა ავთანდილ, ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყუი, რასთვის ხარ აგრე ვებული რად დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული

892. დიაცმან უთხრა ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა დავჰჴოცენ შვილნი ჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ, სიყუარულითა შენითა

893. ესეგვარი დია მიხუდეს, სიტყუა მცდარსა ენამეტსა ხვაშიადსა ვერ დამაკავს , უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით, გეტყუი ყოვლსა ჩემსა მჭურეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს, თავისისა სისხლის მხურეტსა

894. ორისაგან ერთი ჰქენით, ამის მეტსა ნუღარ ლამით მალვით მოჰკლავ იმა ყმასა, მოპარვითა მიდი ღამით მე და სრულად სახლი ჩემი, დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა, მოვით მითხარ ცრემლთა ლამით

895. თვარა ღამითვე ტვირთები, შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო, სხვაგან მიკრიფე მირითა ვეჭუ რომე ჩემთა ცოდვათა, შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა ისი ყმა ,შვილთა დამაჭმევს პირითა

896. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო ,რა ტურფა რამე მჴნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა, თქუა ჩემი სიძუნწე არსა ნუ ეჭუ სულდგმულსა, მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა

897. ფატმანს უთხრა კაცი მომეც, მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყუანოს, თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ, მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მამიცადე, მოგახსენებ იყავ წყნარად

898. მას მისცა მონა დიაცმან, წინამძღვრად წაცამყვანელად კულავ შეჰყივლა ვინათგან, ცეცხლი ცხელია აწ ნელად თუ მოვითა ჰკლა იგი ყმა, ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად

899. ავთანდილ გავლო ქალაქი, მით უებროთა ტანითა ზღვათავე სახლი ნაგები ,დგეს ქვითა წითელ მწვანითა ქვეშეთკენ სრითა ტურფითა, კულა ზედათ ბანისბანითა დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა