ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

842. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ დაცამწვდების ვინცა გებრძვის ჴმალი ჩემი, მბრძოლთა თქვენთა დააცვდების

843. მოქარავნენი აივსნეს, სიხარულითა დიდითა თქუეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა აქუს თავისაგან იმედი, ვიყუნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა ,გამართეს ზღვისა კიდითა

844. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ,უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად, საჴნისი ეგო ძელითა

845. კიოდეს და მოდიოდეს, იძახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავჴოც იმ ყველასა, ან სიკუდილი ჩემი დღესა

846. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ჴმელთა სპანი განგება იქს არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყუასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი

847. თქუენ ვაჭარნი ჯაბანნი, ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი ღ~თსა უნდეს მეკობრეთა, სისხლი ნახოთ მონაღვარნი

848. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფჴვებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ჴელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა, წადგა შიშშეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ჴმალითა

849. კიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა,ზედა საჴნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად, წადგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა

850. ძელი მოსტყდა და ავთანდილ, დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გაესწრნეს გარდუხდა, მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი

851. მათ ლაშქართა გულ უშიშრად, ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რუასა ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა დაკოდილნი მკუდართა, შუა იმალვიან მალვენ ჴმასა

852. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგუჴოცო შენსა სჯულსა არ დაჴოცა დაიმონა, დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად უთქუამთ მოციქული, შიში შეიქს სიყვარულსა

853. კაცო ძალსა ნუ იკუეხი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხესა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერძკალი ღმერთი გფარავს სწორად გაჰკუეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴმალი

854. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯუებოდეს ამხანაგთაგან ეჯობნოს, ვისცა მას თანა ჰხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს

855. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შემოსტყორცნა, ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა

856. ავთანდილის მაქებელად, ათასიმცა ენა ენდა ვერცა მათ თქუეს ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა, თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა

857. მოეგებნეს აკოცებდეს, თავსა პირსა ჴელსა ფერჴსა ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა მისი ჭურეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყოველნი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა

858. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთულილობა შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩუენ ვიცით ჩვენი ფლიდობა ესე რაცა გვაქვ შენია, ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგუცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა

859. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო, წეღანცა მოგისმენია ღმერთსა შეესმა ნაკადი, რაცა თქუენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია

860. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მბადსა ვისცა ძალნი ზეციერნი, განაგებენ აქა ქნადსა იგი იქმან ყუელაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა ჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა

861. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქუენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი, გავასრულე რაცა ვთქუენი ნავი სრულად საქონლითა, მამიღია ვითა ძღვენი