... (S-4499), XVII ს.

636. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მჴსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები:

637. აწ: ათია: წელიწადი: ინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ან: იმედი: გარდასრულა: აჰა: მიკუირს: ალმასისა: გული: გასძლებს: ამას: რულა: ყმამან: ჴელი: პირსა: იკრა: რა: ამბავი: დაასრულა:

638. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწვი: ვარდი: აახეწა: ლალი: ქარვად: გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: ცრემლი: წაზდის: წამწამთაგან: ერთსახე: წა: მერე: ქალმან: დაადუმა: მუჴლ: მოყრილი: შეეხვეწა:

639. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დად: სამებულმან: შენ: ყველაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: სიცოცხლე: გაარმებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან:

640. ავთანდილ: უთხრამე: შენი: გაყრა: არ: მამეთმინების: თუ: გაგეყრები: თვალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთუის: ჰკვდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

641. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხვა: უჴმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყვებარი: მან: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი: სხვამან: სხვისა: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

642. რაცა: გითხრა: მამისმინე: ბრძენი: გეტყვი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოავლენს: კაცი: აგრე: გულ: ფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი:

643. იგი: ვნახო: სიყუარული: მისი: ჩემთვის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკევ: შემაჯერო: ღმერთი: იღთო: ცაცა: იცო: ერთმანერთი: არ: გავწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო:

644. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო: კულავ: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკვდე: შენთვის: ვირო: ღმერთსა: უნდეს: ვისთვის: ჰკვდები: მისთვის: აგრე: არ: გატირო:

645. მან: მიუგოუცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყვარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: რაგვარამცა: დაგივიწყე: რაგვარამცა: უკუმქარდი: ღმერთმან: ქნას: და: კულაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი:

646. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: იხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: ირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუვო: მოგაღორო: ღმერთმან: რისხვით: გამიკითხოს: შენმა: მჭურეტამ: სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს:

647. ამას: ზედა: შეიფიცნეს: მოყუარენი: გულ: სადაგნი: იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყვა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: შეუყვარდათ: ერთმანერთი: სწვიდეს: მიწყივ: გულსა: დაგნი: მას: ღამესა: ერთგან: იყუნეს: შვენიერნი: ამხანაგნი:

648. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვრიდა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: თავსა: ხრიდა: ტარიელსა: გაეყარა: მისთვის: გულსა: დანა: სჭრიდა: მოყმე: შეჯდა: მოსწრაფებით: მოვიდოდა: მართ: მიქროდა:

649. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყვა: ზენარით: ეუბნებოდა: მუჴლთა: უყრიდა: ტიროდა: ყელზედან: ეხვეწებოდა: ადრე: მოსულასა: ვედრებდა: მართვითა: ია: ჭკნებოდა: მან: უთხრა: დაო: უთქვენოდ: სხვამცა: რა: მეგონებოდა:

650. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავჰყოფ: შინა: ხანსა: ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნუ: სად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: თურმე: თანის: თანსა:

აქა ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა:

651. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა: პირსა: იხოკს: ვარდსა: აპობს: ჴელი: მისი: გაამხოკლა: სისხლსა: მისგან: დადენილსა: მჴეცი: ყოვლი: გაამლოკლა: მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შეამოკლა:

652. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: რაგვარაცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს: შერმანდისცა: ახარებდეს: ფიცხლად: თავნი: მისკენ: არნეს: მოვიდაო: აქანამდის: ვითვის: ლხინი: გაგვემწარნეს:

653. გაეგება: მოეხვია: ზედა: დასვდა: პირი: ჴელსა: აკოცებდა: სიხარულით: ცრემლსა: ღურიდა: ველთა: მსვრელსა: ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღმერთო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თუალნი: ჩემნი: ჭურეტდენ: მრთელსა:

654. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედან: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყვანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირს: ა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: და: ანუ: მცირსა: