... (S-2829), 1688 წ.

657. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლ: მოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: დაგემონნოთ: სიცოცხლეა: ჩვენი: ვირეს:

658. ეგრე: უთხარ: თქვენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქვენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

659. მერმე: ფრიდონ: მოიყვანა: მიძღვნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ვხედავ: პირი: მზისა: თქვენ: საროსა: ეგეც: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღვენი: რამცა: გავკიცხენი: ნუთუ: ამანვე: მოგაწონნეს: საჴედრობა: სიფიცხენი:

660. ფრიდონ: გამომყვა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღვარენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით: გაზრდილ: გამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავნი: დავადარენით:

661. ფრიდონისით: წამოსრულმან: წავე: ძებნად: კვლა: ვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

662. ვჰთქვი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიარულმან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყვა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

663. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქვენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთათ: მონადენთა: რა: ესენი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაი: რასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა:

664. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღ~თნ: არ: გაგუყარნეს: ცხენთა: თქვენთა: ნატერფალსა: თქვენ: გიჭურეტდეთ: საჭვრეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: ეზომ: არ: ღაფალსა:

665. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყვანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდის: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნე: ქუე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

666. ესე: ქვაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვწყვიტენ: ყოლე: ვერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭუნი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამანაღულა: ცქაფნი: უფრო: კვლა: მეცქაფნეს:

667. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკვდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთვისვე: ცეცხლ: ნადები: ჩემად: ღონედ: სიკვდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

668. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყვარს: ტყავი: მისი: ჩემთვის: კაბად: მამისახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მამიკლავს: ჴრმალი: ცუდად: მომიმახავს:

669. მისსა: ვერ: იტყვის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მხსენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მჴსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკვდილისა: მქენები:

670. აწ: ათია: წელიწადი: ინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახვა: გარდასრულა: აჰა: მიკვირს: ალმასისა: გული: გასძლებს: ამას: სრულა: ყმამან: პირსა: ჴელი: იკრა: რა: ამბავნი: დაასრულა:

671. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწვი: ვარდი: აახეწა: ლალი: ქარვად: გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: ცრემლი: წასდის: წამწამთაგან: ერთსახე: წა: მერე: ქალმან: დაადუმა: მუჴლ: მოყრილი: შეეხვეწა:

672. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დადუმებულმან: შენ: ყველაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: საწუთრო: გამწარებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან:

673. ავთანდილ: უთხრა: მე: შენი: გაყრა: არ: მამეთმინების: თუ: გაგეყრები: თვალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთვის: ჰკვდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

674. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხვა: უჴმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყუებარი: მან: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთანადებარი: სხვამან: სხვისა: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

675. რაცა: გითხრა: მომისმინე: ბრძენი: გეტყვი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოილხენს: კაცი: აგრე: გულ: ფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი:

676. იგი: ვნახო: სიყვარული: მისი: ჩემთვის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკევ: შემაჯერო: ღ~თი: იღთო: ცაცა: იცო: ერთმანერთი: არ: გავსწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო: