... (W-17), XVII ს.

642. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

643. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

644. კულავცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუჴლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო და გაწამოთ სიცოცხლეა ჩუენი ვირეს

645. ეგრე უთხარ თქუენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა მზესა ვერ გავსწირავ თქუენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

646. ღმერთი მყავს მოწმად, ვეცადე გულისა მობრუნებასა, მაგრამ არ დამყუა სალხინოდ , მეტყოდა ვაგლახ ვნებასა; ერთხლ დამწვარი პატრუქი ვეღარ იქს გაპწყინვებასა. აწ ნუღარა იქთ ჩემისა ასვლითა დაჭმუნებასა.“

647. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა გხედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი ნუთუ ამან მოგაწონოს სახედრობა სიფიცხენი

648. ფრიდონ გამომყუა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავი დავადარენით

649. ფრიდონისით წამოსრულმან წაველ ძებნად კულა ვიარე რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე

650. ვთქუი თუ ჩემი აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყუა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

651. აწ წადითო მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთათ მონადენთა რა მონანი მოისმენნეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებთ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

652. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს ფეჴთა თქუენთა ნატერფალსა თქუენ გიჭურეტდეთ საჭურეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არღაფალსა

653. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრამ დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს ლომთა და მე ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნენ ქუე მინდორნი და ზე მთანი

654. დევთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა ასნი ერთ კერძთა მომიხდეს დავფრიწე დაიხეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა

655. ესე ქუაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეჴაფნეს მათ მონანი დამიჴოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კულავ მეცქაფნეს

656. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკუდები ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ გამწირავს არს მისთვის ცეცხლნადები ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები

657. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყუარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რომე თავი არ მამიკლავს ჴმალი ცუდად მამიმახავს

658. მისსა ვერ იტყუის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მჴსენები სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან ვარ სიკუდილისა მქენები

659. აწ ათია წელიწადი ინდოეთით რა წასრულა მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა აჰა მიკუირს ალმასისა მიკუირს გასძლებს ამას რულა ყმამან პირსაჴელი იკრა რა ამბავი დაასრულა

660. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერე ქალმან დაადუმა მუჴლმოყრილი შეეხვეწა

661. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დად სამებულმან შენ ყუელაკაი გიამბე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახუისა მოჟამებულმან