ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

615. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს, გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე, შენ ვეზირი გულის გული

616. თუღა გახსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქუამთ მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუოდის იქ, საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქუი და სიტყუა გააკვლადე

617. კულავ მოახსენა ვაზირმან, სიტყუა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთუალა, პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო ყოფილხარ, ვარმცა ურია მე ლევი კულავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი

618. რა გამოვიდა ვეზირმან, ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვთქუი მასცა ვინანი

619. რა ვაზირი არ შეუიდა, კულავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან სცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის თქუა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის

620. თავდადრეკით იგონებდა ჭმუნვა, ჰქონდა გულსა დიდი უში ჰქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

621. კულავ შევა დარბაზს ვაზირი, დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად

622. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტისმეტნი მოსთქუამს იტყუის ვაი გაზრდილო ,ვეღარ გნახვენ თუალნი რეტნი პირთა ხოჭით წვერსა გლეჯით, გააკვირნა მისნი მჭურეტნი სად წახველ და სად დაჰკარგენ, სინათლისა ეგე სვეტნი

623. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთუის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყუის ენები

624. გაზრდილო ცეცხლი მედების, ლახურით ვარ მე დახეული გაზრდილო ჩემთვის გამოჩნდა, ჟამი მუხთალი წუეული გაზრდილო დიდით სევდითა, ძლივღა ცოცხალვარ სნეული გაზრდილო ადრე მოვჰკუდები, საბრალო დღე დალეული

625. ვეღარ გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭეურსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რაღა ვუყო, საჯდომსა და სრასა სრულსა

626. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები ნუთუ კულა ღმერთმან წყალობით, გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვჰკუდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები

627. ზარი გაისმა შემოკრბა, ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია, ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყუელაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა ჩვენ ბნელი გუმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

628. რა მეფემან დიდებულნი, ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან, შუქნი სრულად დაგვიძუირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

629. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ, მარტუოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ, მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად

630. მოახსენა საწოლს ვპოვე, ესე მისგან დანაწერი დღეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი

631. რა ანდერძი წაიკითხეს, კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქურივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ მისცეს ღმერთმან გზანი

მეორედ წასვლა ავთანდილისა ტარიელის შეყრა

632. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა, გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭურეტა საყუარლისა, ჭირსა ძუელსა გაგვიახლებს

633. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ იტყუის ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის, მისთვის მზისავე მზობასა უჭურეტდის თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოჰხსნის მიჰჴდის ცნობასა