... (S-4499), XVII ს.

616. ზღვათა: და: ჴმელთა: არ: მორჩა: გაგზავნა: ყოვლგან: მძებნელი: ზღვასა: ნავი: და: კატარღა: თემ: თემად: გზათა: მტკეპნელი: ამბავს: ვიცდიდი: შავ: გული: ახალთა: ცეცხლთა: მდებნელი: ვისმცა: ენახოს: ნათელი: ღრუბლის: შეკრული: მზე: ბნელი:

617. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბვისა: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნა: ვერ: იყვნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდეს: თვალთაგან: კვლავ: ცრემლი: შეუშრობელნი:

618. ვთქვი: რა: მაკლდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტ: და: ვსვამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყუედა: ზღვათა: შიგა: წამიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია: ჴრმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჴდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია:

619. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღმერთი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დილაცა: მესაღამოების: დავხსნილ: ვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების:

620. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: სისხლითა: მორწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი:

621. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლ: მოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: დაგემონნეთ: სიცოცხლეა: ჩვენი: ვირეს:

622. ეგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქუენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

623. მერმე: ფრიდონ: მოიყვანა: მიძღუნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგე: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღვენი: რამცა: გავკიცხენი: თვით: ამანვე: მოგაწონოს: სახედრობა: სიფიცხენი:

624. ფრიდონ: გამამყვა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღვარენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით: გაზრდილგამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავნი: დავადარენით:

625. ფრიდონისით: წამოსრულმან: წაველ: ძებნად: კულა: ვიარე: რომე: არე: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრამ: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

626. ვჰთქვი: თუ: ჩემი: აღარა: ჴამს: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყვა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

627. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქვენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთა: მონადენთა: რა: ესენი: მოისმენდეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაი: რასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა:

628. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღმერთმან: არ: გაგუყარნეს: ცხენთა: თქვენთა: ნატერფალსა: თქუენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აგზომ: არ: ღაფალსა:

629. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყვანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნე: ქვე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

630. ესე: ქუაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვწყუიტენ: ყოლე: ვერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭვი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კულავ: მეცქაფნეს:

631. დევთა: ყვირილი: ზახილი: ზეცამდის: გაიწეოდა: მათის: ლახტის: ცემითა: ქუეყანა: შეირყეოდა: ასნი: ერთ: პირად: მებრძოდეს: მაგრა: ვინ: მამერეოდა: მზე: დააბნელეს: მტვერითა: ალვის: შტო: შეირხეოდა:

632. უფროსნი: რაზმი: დავფრიწე: შევლეწე: ქუაბთა: კარები: დიდი: რამ: დევი: მომიჴდა: მას: ჴელთა: ჰქონდა: ფარები: რქასა: ვსტაცე: დავითრივე: დღე: დაუყენე: მწარები: ხანჯლითა: გული: გაუპე: რუთ: გაზდის: სისხლისა: ღვარები:

633. დაღამდა: ომი: დასწყნარდა: გუმბათსა: დაჯდა: მთვარეო: დაჴოცილითა: დევითა: აივსო: არემარეო: მე: და: ასმათ: მარტონი: გავჰყრიდით: კლდეთა: გარეო: ესე: ყუელაი: ასრეა: სულო: ამოდი: ბარეო:

634. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთუის: ცეცხლ: ნადები: ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

635. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყუარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მამიკლავს: ჴრმალი: ცუდად: მომიმახავს: