... (W-17), XVII ს.

622. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ღაწუთა ჩემთადანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე უთხარ მამკალ უჩემოსა ენახოსცა ვისცა ის ხე

623. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღული მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბობ რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

624. ფრიდონს უთხარ ყუელაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან ინაღვლა რად ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

625. კულავაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგიცვალებს არა ოდეს შეგვაწუხებს

626. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავისწინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა ვითა ღ~თნ შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცნე ამის მეტი რად რა მინა

627. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა მაგრამ მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოვა

628. არ ავი გესვა მოყუარე ჟამი თუ მომხუდეს ჟამისად ენა გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვირგებ ვიქმნები ვერ დამყოფელი ხანისად

629. მან მითხრა ბედი ღ~გან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

630. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგუხდეის წამალი შენ რომე გწვავს ალთა ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასულა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა

631. ჩუენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულა უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისთუის ჭირი არ გუაკლია მუნემდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლე ჭირი არ ეგების თუმცა ლხინმან არ დასძლია

632. კულავ მოგახსენებ მეფეო იყავ გულისა ამებად თავი ჩემი და ლაშქარნი მე თქვენთვის დამიც წამებად ღ~თი უხვია გიბოძებს შენსავე ტახტსა დაგებად არ მოიკრიფვის ნაყოფი უდროვოთ და უჟამებად

633. კაცნი უჴმენ მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოვასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

634. ტარიელ გვითხარ სიმღერა მაგ ხმითა მოგვრინავითა ნუ არის გული ნიადაგ ლახვართა მოგვრგვინავითა არ გვიყოს ღმერთმან სამუდმოდ ცა რისხვით მოგვგრინავითა ამ ჩემსა სულსა ზღვას შევრთავ მზესა შინ მიგვრი ნავითა

635. მოასხნა ფრიდონ გაგზავნა მცოდნელნი ყოვლის ზღვისანი უბრძანა იცით არა ჰგავს აწ ამას საქმე სხვისანი მოსულა ინდოთ ჴელმწიფე გარჯილი შორის გზისანი ან უნდა ზღვასა დაენთქეთ ან შუქნი ჰპოვეთ მზისანი

636. სხვანი წამოდგნეს მისისა სპათაგან გამორჩეული ხედავთა ამა საროსა სჩანს ჭირთა შენარხეული ჩვენ ამის ჭირთა ვენაცვლნეთ მეფე მოყმეა ეული აწ წადით თქვენცა დაყავით საძებრად წელი წრეული

637. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მენახოს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

638. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

639. ზღვათა და ჴმელთა არ მორჩა გაგზავნა ყოვლგნით მძებნელი ზღვათა ნავი და კატარღა თემ თემად გზათა მტკეპნელი ამბავს ვიცდიდი შავგული ახალთა ცრემლთა მდენელი ვისცა ენახოს ნათელად ღრუბლის შეკრული მზე ბნელი

640. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კულავ ცრემლი შეუშრობელნი

641. ვთქუი რა მქონდა სახლსა ჩემსა სპათა ვსჭურეტ და ვსუამ იგია მე ვიშვებ და იგი ტყვედა ზღვათა შიგა წამიგია კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია ჴმალსა ჴელსა ვეღარას ვჴდი ცუდად შიგან რას მიგია