... (H-461), XVIII ს.

623. ზღვათაკენ჻ გავლეს჻ სარკმელნი჻ მაშინვე჻ გაუჩინარდა჻ დავარ჻ თქვა჻ მქმნელი჻ ამისი჻ ვინ჻ არ჻ დამქოლოს჻ ვინ჻ არ჻ და჻ ვირემ჻ მამკლვიდეს჻ მოვკვდები჻ სიცოცხლე჻ გასაწყინარდა»჻ დანა჻ დაიცა჻ მოცაკუდა჻ დაეცა჻ გასისხლმდინარდა჻

624. რად჻ არ჻ მიკვირვებ჻ ცოცხალსა჻ მე჻ ლახუვარ჻ დაუსობელსა჻ აწ჻ იგი჻ მიყავ჻ რა჻ მმართებს჻ ამისსა჻ მახარობელსა჻ ზენაარ჻ დამხსენ჻ სიცოცხლე჻ სულთა჻ დგმა჻ დაუშრობელსა჻ საბრალოდ჻ ცრემლსა჻ ადენდა჻ უკლებსა჻ დაუშობელსა჻

625. მე჻ უთხარ჻ დაო჻ რად჻ მოგკლა჻ ანუ჻ რა჻ შენი჻ ბრალია჻ რამცა჻ ვჰქენ჻ ნაცვლად჻ თვით჻ რომე჻ მისი჻ ჩემზედა჻ ვალია჻ აწ჻ თავსა჻ მისად჻ საძებრად჻ მივსცემ჻ სად჻ კლდე჻ და჻ წყალია» სრულად჻ გავქვავდი჻ შემექმნა჻ გული჻ მართ჻ ვითა჻ სალია჻

626. მეტმან჻ ზარმან჻ გამაშმაგა჻ მოვიდა჻ ცხრომა჻ და჻ თრთოლა჻ თავსა჻ უთხრას჻ არას჻ გარგებს჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ ცუდი჻ წოლა჻ გიჯობს჻ გაჭრა჻ ძებნად჻ მისად჻ გავარდნა჻ და჻ ველთა჻ რბოლა»჻ აჰა჻ ჟამი჻ ვისცა჻ გინდა჻ ჩემი჻ თანა჻ წამოყოლა჻

627. სევდა჻ დაერთო჻ ასეთი჻ ვერ჻ მოვიშორვებ჻ ძნელია ნახეთ჻ სოფელმა჻ რა჻ მიყო჻ საქმე჻ ნაქმარი჻ ძნელია჻ აწ჻ ახლა჻ კაცი჻ ვინ჻ არის჻ ჩემის჻ ჭირისა჻ მქმნელია჻ ღმერთს჻ მივენდობი჻ ისი჻ სჯობს჻ ეს჻ საქმე჻ უფრო჻ მთელია.჻

628. შეველ჻ ფიცხლვ჻ შევეკაზმე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ შეკაზმული჻ ასსამოცი჻ კარგი჻ მოყმე჻ ჩემსა჻ თანა჻ ხანდაზმული჻ გამომყვა჻ და჻ წამოვედით჻ კართა჻ ზედა჻ დარაზმული჻ ზღვის჻ პირს჻ მიველ჻ ნავი჻ დამხუდა჻ შეფისული჻ შებაზმული჻

629. ნავსა჻ შევჯე჻ ზღვასა჻ შეველ჻ კიდის჻ კიდე჻ დავალაგდი჻ არსით჻ ნავი჻ მომავალი჻ უნახავად჻ არ჻ დავაგდი჻ მოველოდი჻ არა჻ მესმა჻ შმაგი჻ უფრო჻ გავეშმაგდი჻ რომე჻ სრულად჻ მამიძულვა჻ ღმერთსა჻ თურე჻ ესრე჻ ვსძაგდი჻

630. რომე჻ დავჰყავ჻ წელიწადი჻ თუე჻ თორმეტი჻ გამეოცა჻ მაგრა჻ მისი჻ მნახავიცა჻ სიზმრივ჻ კაცი჻ არ჻ მეოცა჻ თანამყოლი჻ ყველაკაი჻ ამომიწყდა჻ დამეჴოცა჻ ვსთქვი჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვერას჻ ვჰკადრებ჻ რაცა჻ სწადდეს჻ ეგრე჻ ჰყოცა჻

631. ზღვა჻ ზღვა჻ ცურვა჻ მომეწყინა჻ მით჻ გამოვე჻ ზღვისა჻ პირსა჻ გული჻ სრულად჻ გამიმჴეცდა჻ არ჻ უსმენდი჻ არც჻ ვაზირსა჻ ყველაკაი჻ დამეფანტნენ჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ ჭირსა჻ კაცსა჻ ღ~თი჻ არ჻ გასწირავს჻ ასრე჻ მისგან჻ განაწირსა჻

632. ერთაი჻ ესე჻ ასმათი჻ და჻ დამრჩეს჻ ორნი჻ მონანი჻ ჩემნი჻ გულისა჻ მდებელნი჻ და჻ ჩემნი჻ შემამგონანი჻ მისი჻ ვერა჻ ვცნენ჻ ამბავნი჻ ვერცა჻ დრამისა჻ წონანი჻ ტირილი჻ მიჩნდის჻ ლხინად჻ და჻ მდინდიან჻ ცრემლთა჻ ფონანი჻

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს შემოეყარა჻

633. ღამით჻ მევლო჻ მოვიდოდი჻ ზღვისა჻ პირსა჻ აჩნდეს჻ ბაღნი჻ ჰგუანდეს჻ ქალაქს჻ სიახლისა჻ ცალკერძ჻ იყვნეს჻ კლდენა჻ ნაღნი჻ არ჻ მამინდის჻ კაცთა჻ ნახვა჻ მიდაღვიდა჻ გულსა჻ დაღნი჻ მუნ჻ გარდავჴე჻ მოსვენებად჻ დამხუდეს჻ რამე჻ ხება჻ ლაღნი჻

634. ხეთა჻ ძირსა჻ მივიძინე჻ მათ჻ მონათა჻ ჭამეს჻ პური჻ მერმე჻ ავდეგ჻ სევდიანი჻ მიღამებდა჻ გულსა჻ მური჻ არა჻ მესმა჻ ეგზომ჻ გრძელად჻ ვერ჻ ჭორი჻ არ჻ დასტური჻ ველთა჻ ცრემლი჻ ასოვლებდა჻ თუალთა჻ ჩემთა჻ მონაწური჻

635. ზახილი჻ მესმა჻ გავკვირდი჻ მოყმე჻ ამაყად჻ ყიოდა჻ შემოირბევდა჻ ზღვის჻ პირპირ჻ მას჻ თურმე჻ წყლული჻ სტკიოდა჻ ჴმლისა჻ ნალეწი჻ დასურილი჻ აქვს჻ სისხლი჻ ჩამოსდიოდა჻ მტერთა჻ ექადდა჻ წყრებოდა჻ იგინებოდა჻ ჩიოდა჻

636. ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ აწ჻ ესე჻ მე჻ მყავს჻ რომელი჻ მართ჻ ვითა჻ ქარი჻ მოქროდა჻ გაფიცხებული჻ მწყრომელი჻ მონა჻ მივსწივე჻ მისისა჻ შეყრისა჻ ვიყავუ჻ მნდომელი჻ შევსთვალე჻ დადეგ჻ მიამბე჻ ლომსა჻ ვინ჻ გაწყენს჻ მწყრომელი჻

637. მას჻ მონასა჻ არა჻ უთხრა჻ არცა჻ სიტყუა჻ მოუსმინა჻ ფიცხლად჻ შევჯე჻ ჩავეგებე჻ მე჻ ჩაუსწარ჻ ჩაველ჻ წინა჻ უთხარ჻ დადეგ჻ გამიგონე჻ შენი჻ საქმე჻ მეცა჻ მინა჻ შემომხედნა჻ მოვეწონე჻ სიარული჻ დაითმინა჻

638. შემამხედა჻ ღმერთსა჻ ჰკადრა჻ შენ჻ ასეთნი჻ ხენი჻ ვით჻ ხენ჻ მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ აწ჻ სიტყუანი჻ რომე჻ მკითხენ჻ იგი჻ მტერნი჻ დამილომდეს჻ აქანამდი჻ რომე჻ ვითხენ჻ უკაზმავსა჻ მიღალატეს჻ საჭურველნი჻ ამად჻ ვითხენ჻

639. მე჻ უთხარ჻ დადეგ჻ დადუმდი჻ გარდავჴდეთ჻ ძირსა჻ ხეთასა჻ არ჻ შეუდრკების჻ ჭაბუკი჻ კარგი჻ მახუილთა჻ კვეთასა჻ თანა჻ წამომყვა჻ წავედით჻ უტკბოსი჻ მამაძეთასა჻ მე჻ გავეკუირვე჻ ჭურეტასა჻ მის჻ ყმისა჻ სინაზეთასა჻

640. ერთი჻ მონა჻ დასტაქარი჻ მყვანდა჻ წყლულნი჻ შეუხვივნა჻ ისრის჻ პირნი჻ ამოუხუნა჻ დაკოდილნი჻ არ჻ ატკივნა჻ მერე჻ ვჰკითხე჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ მკლავმან჻ შენმან჻ ვისგან჻ ივნა჻ საამბობლად჻ დამირიგდა჻ თავი჻ მისი჻ გაამჩივნა჻

641. პირველ჻ მითხრა჻ არა჻ ვიცი჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ ვის჻ გამგზავსო჻ რამან჻ შეგქმნა჻ მოყუითანოდ჻ ვარდგიშერი჻ რომე჻ გავსო჻ ანუ჻ ეგრე჻ რამ჻ დაგლია჻ ანუ჻ პირველ჻ რამ჻ გაგავსო჻ ღმერთმან჻ მისგან჻ ანთებული჻ სანთელიმცა჻ რად჻ დაგავსო჻