ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

626. მოსჯობდა ომი შეეძლო ჴმარება ცხენ აბჯარისა჻ მოვკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა჻ კაცი ჴმდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯა რისა჻ აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა჻

627. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა჻ ნავი წინა მამეგება არა ვიცი იყო თუ რვა჻ ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა჻ ქუსლი ვკარ და დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა჻

628. კვლავ სხვასა მიველ მოვკიდე ჴელი ნავისა ბაგესა჻ ზღვასა დავანთქე დავჴოცე ომიმცა რაღა აგესა჻ სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა჻ ვინცა მიჭვრეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა჻

629. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია჻ კვლავ შევიბენით შეიქნა ომისა სიმარცხენია჻ მუნ მამეწონეს ფრიდონის სიქველე სიფიცხენია჻ იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია჻

630. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴლმითა ჩამოყარნა჻ ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს იგი ასრე ასაპყარნა჻ მოიყუანნა მჴარ დაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა჻ მათნი ყმანი გაამტირნა მისნი ყმანი ამაყარნა჻

631. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით გაცავფანტენით჻ ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით჻ ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით჻ მამკალით ლარი დალიოთ ან აკიდებით ან ტენით჻

632. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა჻ თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა჻ მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა჻ ჩემი თქუეს თუ ღ~თსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა჻

633. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან჻ აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან჻ მე და ნურადინს ყუელანი ქებასა შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან჻

634. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით჻ თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით჻ დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით჻ ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ანბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო჻

635. დღესა ერთსა მე და მეფე ნადირობას გამოვედით჻ ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით჻ ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით჻ ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით჻

636. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა჻ დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა჻ ზღვასა შიგან იხვსა გვანდა ჴმელთა ზედა შავარდენსა჻ აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა჻

637. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა჻ ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა჻ ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქვ მისსა სწორსა჻ ვერად ვიცან გონებასა გავეკვირვეამად გორსა჻

638. ვთქვი რაა რასა ვამგზავსო მფრინველია ანუ მჴეცი჻ ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი჻ წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი჻ მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი჻

639. ამოძვრნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი჻ ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი჻ მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა გვანდეს რისანი჻ მან გაანათლა ქუეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი჻

640. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა჻ იგი ვარდი შემიყვარდა რომე თვალსა იხეწა჻ დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მე წა჻ ჩემსა შავსა სულიერსა რამცა ვითა გარდეხვეწა჻

641. ცხენი გავქუსლე იქმოდეს შამბი ხმასა და ხრიალსა჻ ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა჻ ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა჻ გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა჻

642. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე჻ ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე჻ ჩემთა ღაწვთა დანადენიჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე჻ მამკალ თუცა უჩემოსა ენახოსმცა ვისცა ის ხე჻

643. ესე ჩემგან გაუკჳრდა ფრიდონს მეტად ეუცხოა჻ მაგრა მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა჻ ვითა შვილი დამადუმა მემუდარა მესათნოვა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარმომთოვა჻

644. ვაგლახმეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად჻ მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად჻ იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად჻ აწ გიამბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად჻