ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

597. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველნი, სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მჴცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი

598. მერმე ვიშიშუი მეფეო, თქუენგან კადრებად ამისად მცდარა და სცთების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვის, ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდა ჟამისად

599. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამჴობელმან ღარიბი მოვჰკუდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქუენმავე, გულმან მოწყალემლმობელმან

600. მაქუს საქონელი ურიცხვი, ვერუისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები მიღწუიან შემივრაებენ, დამლოცვენ მოვეგონები

601. ღ~თსა მვედრებდეს მრავალი, გლახაკი გულმჴურვალები დამხსნას ჴორცთა და სოფელსა, ნუმცა რად შევიცვალები კულავ ცეცხლი ჯოჯოხეთისა, ნუმცა მწვავს იგი ალები მამცეს მკვიდრივე მამული ,მუნ ჩემი სასურვალები

602. დამხსნას ბნელი და ნათელი, შემმოსოს ზესთა ზენისა ჩემი არ ჰქონდეს შეძლება, სოფლისა ღბილთა კბენისა მუნ დამაუნჯოს წამალი, სადა ძეს სულთა ლხენისა ფრთენი მომესხნენ და ძალი, მამეცეს აღმაფრენისა

603. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ჴანაგათა, ზოგი ჴიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წასაგებლად თქვენგან კიდევ არვინ მივის, ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

604. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას გარგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე, მკუდარსა რაღა გარდმეჴდევის

605. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქუს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩუეულსა ნუ დაადინებ თუალთაგან, ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

606. დასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი ,წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხარმცა თავითა, მტერთაგან საკრძალველითა

607. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა

608. ყმა შეეკაზმა წასავლად, ცრემლითა მოერწყო ველი მზე წამოვიდა არაბეთს , დაეცა ბინდი ყოველი ჴამს შეპოვება მაღლისა, ვინცა არს ჭირსა მოველი მიზგითას მივა ღ~თისაგან, გამარჯუებისა მთხოველი

ლოცვა ავთანდილისაგან მაძგითად და გაპარვა

609. ილოცავს იტყვის მაღალო, ღმერთო ზღვათა და ხმელთაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო

610. ღმერთო ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

611. ღმერთო ღმერთო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადენ მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ აღმოფხური სიყუარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა

612. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვანი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭურეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა

613. მოსთქუამს და იტყუის ვაი მზეო, შენი ადგილი ჩრდილდები შენ მოგეშორე დაღამდა, ჩემთვის აღარა დილდების მე მანდით მესურის ისარი, ერთიცა არ ამცილდების გამყარე ლხინა სოფელმან, აწ თვალთა ცრემლი მილდების

614. აწ ამბავი სხუა დავიწყო, ყმასა წავჰყუე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქებად ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა