... (S-4499), XVII ს.

596. ზოგჯერ: ზღვისკე: მივიხედნი: წავსდგომოდი: ამა: გორსა: ზღვასა: შიგან: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა: ეგრე: ფიცხლად: სიარული: არას: ძალუც: მისსა: სწორსა: ვერად: ვიცან: გონებასა: გავეკუირვე: ამად: ორსა:

597. ვჰთქვი: რა: არის: რას: ვამგზავსო: მფრინველია: ანუ: მჴეცი: ნავი: იყო: არ: ეფარა: სამოსელი: მრავალ: კეცი: წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი: მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი:

598. ამოძურნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი: ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი: მას: რომე: ელვა: ჰკრთებოდა: ფერნიმცა: ჰგვანდეს: რისანი: მან: გაანათლა: ქუეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი:

599. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცამლეწა: იგი: ვარდი: შემიყუარდა: რომე: თოვლსა: ეახეწა: დავაპირე: შეტევება: ვთქუი: წავიდე: მათკე: მე: წა: ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხუეწა:

600. ცხენი: გავქუსლე: იქმოდის: შამბი: ჴმასა: და: ხრიალსა: ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა: ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა: გამშორვებოდეს: წამსლუოდეს: ამისთვის: დავეწვი: ალსა:

601. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მამემატა: ცეცხლთა: სიცხე: ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე: ჩემთა: ღაწუთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე: უთხარ: მომკალ: უჩემოსა: ენახოსცა: ვისცა: ის: ხე:

602. ესე: ჩემგან: გაუკვირდა: ფრიდონს: მეტად: ეუცხოა: მაგრა: მეტად: შევებრალე: ტირილითა: მესათნოვა: ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოთოა:

603. ვაგლახ: მეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად: მოვახსენე: ნურა: გაგვა: ნუ: ინაღული: მაგას: მაგად: იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად: აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად:

604. ფრ: იდონს: უთხარ: ყუელაკაი: ჩემი: თავსა: გარდასრული: მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: მოცდომილი: გაბასრული: შენ: მაღალი: ინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული: საჴელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: სრაცა: სრული:

605. კვლავაცა: მითხრა: ვისცა: ღმერთი: საროს: მორჩსა: ტანად: უხებს: მას: ლახუარსამოაშორვებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს: იგი: მოგუცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგიქუხებს: ჭირსა: ლხინად: შეგიცვალებს: არა: ოდეს: შეგვაწუხებს:

606. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავისწინა: ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდევ: არავინა: ვითა: ღმერთმან: შენი: მგზავსი: სოფლად: არა: მოავლინა: მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამის: მეტი: რად: რა: მინა:

607. არ: ავი: გესვა: მოყვარე: ჟამი: თუ: მომხვდეს: ჟამისად: ენა: გონება: მაჴმარე: გამოსარჩევლად: ამისად: რა: მოვაგვარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად: თუ: ვერას: ვარგებ: ვიქმნები: ვერ: დამყოვნელი: წამისად:

608. მან: მითხრა: ბედი: მღრთისაგან: მიჯობსღა: ამას: რომელი: მოსრულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ინდოეთს: მჯდომელი: მემცა: რად: ვიყავ: ღირსებად: მადლისა: რასმე: მნდომელი: ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქვენსა: მდგომელი:

609. ესე: ქალაქი: გზა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა: შემომკრებელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა: აქა: მოგესმის: წამალი: შენ: რომე: გწვავს: ალთა: ნუთუ: ქნას: ღმერთმან: გარდაჴდა: ამაგა: ჭირთა: და: ვალთა:

610. ჩვენ: გავგზავნნეთ: მენავენი: რომელთაცა: კულავ: უვლია: მოგვინახონ: იგი: მთვარე: ვისთვის: ჭირი: არ: გვაკლია: მუნამდისცა: მოიჭირვოთ: გონებამან: არ: დაგლია: ყოლე: ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია:

611. კაცნი: უჴმენ: მასვე: წამსა: ესე: საქმე: დავიურვეთ: უბრძანა: თუ: ნავებითა: წადით: ზღვა: ზღვა: მოიცურვეთ: მოგვინახეთ: საყუარელსა: მისსა: მისთვის: მოასურვეთ: თავთა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რადმცა: ურვეთ:

612. მოასხნა: კაცი: გაგზავნა: მცოდნენი: ყოვლის: ზღვისანი: უბრძანა: იცით: არა: ჰგავს: აქ: ამას: საქმე: სხვისანი: მოსულა: ინდოთ: ჴელმწიფე: გარჯილი: შორის: გზისანი: ან: უნდა: ზღვასა: დაენთქნეთ: ან: შუქნი: ჰპოვოთ: მზისანი:

613. სხვანი: წამოდგეს: მისისა: სპათაგან: გამორჩეული: ხედავთა: ამას: შორსა: ჩანს: ჭირითა: შენასრეული: ჩვენ: ამის: ჭირსა: ვენაცულეთ: მეფე: მოყმე: და: ეული: წადით: და: თქუენცა: დაჰყავით: საძებრად: წელი: წლეული:

614. აჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: რომე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მინახავს: ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

615. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საპატონოსა: მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხუდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფე: ინდოთა: რა: ვით: ვინ: მოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: ასეთი: თავი: არ: დაგამონოსა: