... (H-461), XVIII ს.

604. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ საქმე჻ ვქმენ჻ მოსაკრძალისა჻ თვარა჻ რად჻ მიშლის჻ სიკვდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხვილთა჻ ალისა჻ მაგრა჻ თვით჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ჴამს჻ მქნელი჻ სამართალისა჻ მე჻ თქვენმან჻ მზემან჻ მაშორვოს჻ ნდომა჻ თქვენისა჻ ქალისა჻

605. იცით჻ ინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრასაჯდომია჻ ერთია჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ ყველაი჻ თქვენ჻ მოგჴდომია჻ ამოწყდა჻ მათი჻ ყუელაი჻ მამული჻ შენ჻ დაგრჩომია჻ დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემოდ჻ არავის჻ არ჻ მონდომია჻

606. ვერ჻ გათნევ჻ თქვენმან჻ კეთილმან჻ აწ჻ ეგე჻ არ჻ მართალია჻ ღმერთმან჻ არ჻ მოგცა჻ ყმაშვილი჻ გიზის჻ ერთიღა჻ ქალია჻ აწ჻ იგი჻ დასვი჻ ჴელმწიფედ჻ სხვა჻ ვინღა჻ შეგითვალია჻ სხვა჻ მეფე჻ დაჯდეს჻ ჴელმწიფედ჻ მერტყას჻ მე჻ ჩემი჻ ჴრმალია჻

607. შენი჻ ქალი჻ არად჻ მინდა჻ გაათხოვე჻ გამარიდე჻ ინდოეთი჻ ჩემი჻ არის჻ არვის჻ მივსცე჻ ჩემგან჻ კიდე჻ ვინცა჻ ჩემსა჻ დამეცილოს჻ მისით჻ მასცა჻ ამოვფხურიდე჻ სხვად჻ მეშველსა჻ გარეგანსა჻ ღ~თნ჻ ნუ჻ ქნას჻ ვინატრიდე჻

აქა ამბავი ნესტან დარეჯანის დაკარგვისა დავარ დის ჴელისაგან჻

608. ესე჻ კაცნი჻ გამეგზავნნეს჻ გონებასა჻ გავეშმაგე჻ რომე჻ მისი჻ ვერა჻ მეცნა჻ ამას჻ უფრო჻ დავედაგე჻ მას჻ ზღუდესა჻ გარდავადეგ჻ მინდორთაკე჻ რომე჻ ვაგე჻ მესმა჻ საქმე჻ საშინელი჻ თუცა჻ თავი჻ ვერ჻ წავაგე჻

609. გამოჩნდეს჻ ორნი჻ მონანი჻ მე჻ მივეგებე჻ წინარე჻ ქალი჻ ჰყავს჻ ერთსა჻ მონასა჻ ვცანმცა჻ თუ჻ იგი჻ ვინ჻ არე჻ თავგაგლეჯილი჻ ასმათი჻ პირს჻ სისხლი჻ ჩამომდინარე჻ აღარ჻ მიყივლა჻ ღიმილით჻ არცარა჻ გამიცინა჻ რე჻

610. იგი჻ ვნახე჻ დავებნივე჻ გონებანი჻ გამიშმაგნა჻ შორით჻ უჴმე჻ რაშიგან჻ ვართ჻ ანუ჻ ცეცხლმან჻ ვით჻ დამდაგნა჻ მან჻ საბრალოდ჻ შემამტირნა჻ ძლივ჻ სიტყვანი჻ გამოაგნა჻ მითხრა჻ ღ~თმან჻ რისხვა჻ ცისა჻ ჩვენზედ჻ წყრომით჻ წამოგრაგნა჻

611. ახლოს჻ მიველ჻ კვლაცა჻ ვჰკითხე჻ რაშიგან჻ ვართ჻ თქვი჻ მართალი»჻ კვლავ჻ საბრალოდ჻ ამიტირდა჻ კვლავ჻ მოედვა჻ ამით჻ ალი჻ დიდხან჻ სიტყვა჻ ვერა჻ მითხრა჻ მისთა჻ ჭირთა჻ ნაათალი჻ მკერდსა჻ წითლად჻ უღებავიდა჻ სისხლი჻ ღაწუთა჻ ნაწვეთალი჻

612. მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ ესე჻ რადმცა჻ დაგიმალე჻ მაგრა჻ ვითა჻ გაგახარნე჻ შენცა჻ ეგრე჻ შემიწყალე჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ შემიხვეწე჻ შემიბრალე჻ დამხსენ჻ ჩემსა჻ საწუთროსა჻ ღმერთსა჻ შენსა჻ მიავალე»჻

613. მიამბო჻ ოდეს჻ სასიძო჻ მოჰკალ჻ და჻ ჴმა჻ დაგივარდა჻ მეფესა჻ ესმა჻ აიჭრა჻ მართ჻ მისგან჻ გასატკივარდა჻ შენ჻ დაგიძახნა჻ მიჴმეთო»჻ ჴმამაღლა჻ გაჴდა჻ ყივარ჻ და჻ გნახეს჻ ვერ჻ გპოვეს჻ ამისთვის჻ მართ჻ მეფე჻ გამომჩივარდა჻

614. ჰკადრეს჻ აქა჻ აღარ჻ არის჻ კარნი჻ სადმე჻ გაუვლიან჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ვიცი჻ ვიცი჻ მეტად჻ კარგად჻ შემიგიან჻ მას჻ უყვარდა჻ ქალი჻ ჩემი჻ სისხლნი჻ ველთა჻ მოუღვრიან჻ რა჻ ნახიან჻ ერთმანერთი჻ არშეხედვა჻ ვერ჻ დათმიან჻

615. აწ჻ თავმან჻ ჩემმან჻ მას჻ მოვჰკლავ჻ ჩემად჻ დად჻ ვინცა჻ მადესა჻ მე჻ ღმრთისა჻ ვუთხარ჻ დაუბამს჻ მას჻ ეშმაკისა჻ ბადესა჻ მათ჻ ბოზკუროთა჻ ასეთი჻ რა჻ მისცეს჻ რა჻ უქადესა჻ თუ჻ დავარჩინო჻ ღმერთი჻ ვგმო჻ ჩემად჻ პატიჟად჻ მზად჻ ესა»჻

616. მის჻ მეფისა჻ წესი჻ იყო჻ თავის჻ თავის჻ ძვირად჻ ფიცის჻ თუცა჻ ფიცის჻ არ჻ გატეხის჻ მასვე჻ წამსა჻ დაამტკიცის჻ ესე჻ წყრომა჻ მეფისაგან჻ ვისცა჻ ესმა჻ ვინცა჻ იცის჻ მან჻ უანმბა჻ დავარ჻ ქაჯსა჻ ვინ჻ გრძნებითა჻ ცაცა჻ იცის჻

617. დავარს჻ დასა჻ მეფისასა჻ უთხრა჻ ვინმე჻ ღმრთისა჻ მტერმან჻ თავი჻ ფიცა჻ ძმამან჻ შენმან჻ არ჻ დაგარჩენს჻ იცის჻ ერმან»჻ მან჻ აგრე჻ თქუა჻ უბრალო჻ ვარ჻ იცის჻ ღმერთმან჻ სახიერმან჻ ვისგან჻ მოვკვდე჻ ვისთვის჻ მოვკვდე჻ მიიხვედროს჻ იგი჻ ვერ჻ მან»჻

618. კვლავ჻ ესე჻ კადრო჻ ამბავი჻ ქალი჻ დააგდე჻ შენ჻ ოდეს჻ შენეულივე჻ რიდენი჻ ებურნეს჻ ტურფად჻ შვენოდეს჻ დავარ჻ მოსთქმიდა჻ სიტყვითა჻ რომელნი჻ არვის჻ სმენოდეს჻ ბოზო჻ შენ჻ ბოზო჻ რად჻ მომკალ჻ ვეჭუ჻ შენცა჻ არა჻ გლხენოდეს჻

619. ბოზო჻ როსკიპო჻ დიაცო჻ საქმრო჻ რად჻ მოაკვლევინე჻ ანუ჻ სისხლითა჻ მისითა჻ ჩემი჻ რად჻ მოაზღვევინე჻ არ჻ ცუდად჻ მამკლავს჻ ძმა჻ ჩემი჻ რა჻ გიყავ჻ რა჻ გაქნევინე჻ აწ჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვერ჻ მიხუდე჻ ვის჻ ესე჻ დააშლევინე჻

620. ჴელი჻ მიჰყო჻ წამოზიდნა჻ თმანი჻ გრძელნი჻ დაუფუშნა჻ დაალება჻ დაალურჯა჻ მედგრად჻ პირნი჻ მოიქუშნა჻ მან჻ პასუხი჻ ვერა჻ გასცა჻ ოდენ჻ სულთქნა჻ ოდენ჻ უშნა჻ ქალმან჻ შავმან჻ ვერა჻ არგო჻ ვერცა჻ წყლული჻ დაუშუშნა჻

621. რა჻ დავარ჻ გაძღა჻ ცემითა჻ მისითა჻ დალურჯებითა჻ წამოდგეს჻ ორნი჻ მონანი჻ პირითა჻ მით჻ ქაჯებითა჻ მათ჻ კიდობანი჻ მოიღეს჻ ეუბნეს჻ არ჻ აჯებითა჻ ქალი჻ მათ჻ მისცა჻ დაიწყეს჻ ძახილი჻ დარაჯებითა

622. მან჻ უთხრა჻ წადით჻ დაჰკარგეთ჻ მუნ჻ სადა჻ ზღვისა჻ ჭიპია჻ წმინდისა჻ წყალი჻ ვერ჻ ნახოს჻ ყინვარე჻ ვერცა჻ ლიპია»჻ მათ჻ გაეხარნეს჻ იყივლეს჻ ჴმა჻ მაღლად჻ იპი჻ იპია»჻ ესე჻ ვნახე჻ და჻ არ჻ მოვჰკვე჻ არა჻ მგავს჻ არცა჻ სიპია჻