ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

578. ესე ესმა ცრემლი ცხელი, შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა, რადმცა შევუშინდი მაგრა რა ვჰქნა უშენომან, დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო რაცა გინდი

579. ვის ასმია მარტოსაგან, ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა, ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ღურიდი

580. შიგან ჩემი სიყვარული, ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა გული დადევ დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერა ვერა

581. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ, ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი, ცრემლისა სისხლსა ფერებად მაგრამ ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კულა შეჯერებად

582. რა მოგშორდე მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულისდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს თუ მას დავსთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავსთმობ ვისსა მე რად

583. მე იგი ვარ ვინ სოფელსა, არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად ვის სიკუდილი მოყურისათვის, თამაშად და მისჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ დავდგე მე რად მძულს რა კაცსა სააუგო, საქმე არა არ შესწონდეს

584. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამაზედა ატირებდი, დაიდებდი თუალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

585. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად, ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე, მოწყალება ღმრთაებრისად

586. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყუარესა მოყუარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორპირობა, ავნებს ჴორცსა მერმე სულსა

587. რადგან თავია სიცრუე, ყოვლისა უბადობისა მე რად გავსწირო მოყუარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს, ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგუეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა

588. წაგიკითხავს სიყუარულსა, მოციქულნი როგორ სწერენ ვით იტყუიან ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ სიყუარული აღგუამაღლებს, ვით ეჟუანი ამას ჟღერენ შენ არ ჯერ ხარ უსწავლელნი, კაცნი ვითმცა შეაჯერენ

589. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანვე მამცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი მეცნიერი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკუდავი ღმერთი ღმერთად იგი გაჰჴდის წამისყოფით, ერთსა ასად ასსა ერთად

590. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი, ია ჴმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი, უცხო რასმე იამების მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების

591. რაზომცა სწყრები შემინდევ, შეცულა თქუენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყუექნილსა, მე მაგისისა თნებისა აწ წასულა იყო წამალი, ჩემთა საჴმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა

592. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად, მამავალი საქმე ზენა წესი არის მამაცთაგან, მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ჴორციელსა, განგებისა გარდავლენა

593. რაცა ღმერთსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო ესე ჩემთვის, დიდებად და კმარის დავლად

594. მეფეო ესე თათბირი, მომკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასულამან, თქუენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ, საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა

595. არ დავიწყება მოყურისა, აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა უაუგოსა, ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ, მას ჴელმწიფესა მზიანსა რა უარია მამაცსა ,სულდიდსა წასულა გვიანსა

596. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირისმჴმეჭელსა შედრეკილ შეშინებულსა, და სიკუდილისა მეჭუელსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭუელსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ,ყოველსა მოსახვეჭელსა