... (S-4499), XVII ს.

578. კვლა: სხუანი: დიდნი: ლაშქარნი: უკანა: მომეწეოდეს: იქით: და: აქათ: მამიჴდეს: ერთგნით: ვერ: მომერეოდეს: არ: მამწურვოდეს: წინანი: ზურგით: მესროდეს: მე: ოდეს: ჴრმალსა: მივენდევ: გამიტყდა: ისარნი: დამელეოდეს:

579. მომეჯარნეს: ვეღარა: ვქენ: ნავით: ცხენი: გარდვიხლტუნვე: ზღვა: ზღვა: ცურვით: წამოუველ: ჩემი: მჭურეტი: გავაცბუნვე: თანა: მყოლი: ყველაკანი: დამიხოცნეს: დარჩა: მუნვე: ვინმცა: მდევდა: ვერ: შემომხუდა: მიუბრუნდი: მივაბრუნვე:

580. აწ: იგი: იქნას: რაღაცა: ენებოს: ღმრთისა: წადილსა: ვეჭუ: ჩემი: სისხლი: არ: შერჩეს: ძალი: შესწევდეს: ქადილსა: ოჴრად: გაუჴდი: ყოფასა: მათ: საღამოსა: და: დილსა: უჴმობ: ყუავთა: და: ყორანთა: მათ: ზედა: ვაქნევ: ხადილსა:

581. იმა: ყმამან: შემიკვეთა: გული: მისკე: მიმიბრუნდა: მოვახსენე: აჩქარება: შენი: ყოლე: არად: უნდა: მეცა: თანა: წამოგყუები: დაიჴოცნენ: იგი: მუნ: და: ჩვენ: ორთავე: მეომარი: განაღამცა: შეგვიძრწუნდა:

582. ესეცა: უთხარ: ამბავი: ჩემი: არ: გაგეგონების: უფრორე: წყნარად: გიამბობ: თუ: ჟამი: ჩვენ: გვექონების: მან: მითხრა: ლხინი: საჩემო: მაგას: რა: შეეწონების: დღედ: სიკუდილადმდის: სიცოცხლე: შენ: ჩემი: დაგემონების:

583. მივედით: მისსა: ქალაქსა: ტურფასა: მაგრა: ცოტასა: გამოეგებნეს: ლაშქარნი: ისხემდეს: მისთვის: ოტასა: პირსა: იცემდეს: გაჰყრიდეს: ნახოკსა: ვით: ნაფოტასა: მე: მეხუეოდეს: მკოცნიდეს: ჴრმალსა: და: სალტე: კოტასა:

584. კულავ: მოვეწონე: ვეტურფე: მე: მისი: გარდნაკიდარი: შემასხემდიან: ქებასა: მზეო: შენ: ჩვენთვის: იდარი: მივედით: ვნახეთ: ქალაქი: მისი: ტურფა: და: მდიდარი: ყუელასა: ტანსა: ემოსა: ზარქაში: განაზიდარი:

აქა შველა ტარიელისაგან ფრიდონისა:

585. მოსჯობდა: ომი: შეეძლო: ჴმარება: ცხენაბჯარისა: დავჰკაზმეთ: ნავი: კატარღა: და: რიცხვი: სპათა: ჯარისა: კაცი: ჴმდა: მათად: საქებრად: ღონემცა: ეაჯა: რისა: აწ: გითხრა: ომი: მოყმისა: მებრძოლთა: დამსაჯარისა:

586. მათი: მესმა: დაპირება: ჩაბალახთა: ჩამობურვა: ნავი: წინა: მომეგება: არა: ვიცი: იყო: თუ: რვა: ფიცხლა: ზედა: შევეჯაჴე: მათ: დაიწყეს: ამოდ: ცურვა: ქუსლი: ვჰკარ: და: დავუქცივე: დაიზახნეს: დიაცურ: ვა:

587. კულავ: სხვასა: მიველ: მოვჰკიდე: ჴელი: ნავისა: ბაგესა: ზღვასა: დავანთქენ: დავხოცე: ომიმცა: რაღა: აგესა: სხვანი: გამექცეს: მიმართეს: მათ: მათსა: საქულბაგესა: ვინცა: მიჭურეტდის: უკუირდა: მაქებდეს: არ: მაძაგესა:

588. ზღვა: გავიარეთ: გავედით: შემოგუიტიეს: ცხენია: კულავ: შევიბენით: შეიქნნეს: ომისა: სიმარცხენია: მუნ: მამეწონა: ფრიდონის: სიქველე: სიმკიცხენია: იბრძვის: ლომი: და: პირად: მზე: იგი: ალვისა: ხენია:

589. თვით: ორნივე: ბიძა: ძენი: მისნი: ჴმრლითა: ჩამოყარნა: ჴელნი: წმიდად: დაეკუეთეს: იგი: ასრე: ასაპყარნა: მოიყუანეს: მხარდაკრულნი: ერთმან: ორნი: არ: დაყარნა: მათნი: ყმანი: აატირლა: მისნი: სპანი: ამაყარნა:

590. მათნი: გაგუექცეს: ლაშქარნი: ვეცენით: გაცავფანტენით: ფიცხლად: წაუღეთ: ქალაქი: არ: თავნი: გავაზანტენით: ქუითა: დავლეწეთ: წვივები: ჩვენ: იგი: გავაანტენით: მომკალით: ლარი: დავლიოთ: ან: აკიდებით: ან: ტენით:

591. ფრიდონ: ნახნა: საჭურჭლენი: და: ბეჭედნი: მისნი: დასხნა: თვით: ორნივე: ბიძის: ძენი: დაპყრობილნი: წამოასხნა: მისთა: ნაცვლად: სისხლნი: მათნი: მოაღუარნა: და: ველთა: ასხნა: ჩემი: თქუეს: თუ: მადლი: ღ~თსა: ვინ: ალვისა: ხენი: ასხნა:

592. მივედით: მოქალაქეთა: ზარი: ჩნდა: რომე: ზმიდიან: აჯათა: მქნელნი: მჭურეტელთა: გულსა: მუნ: დააბმიდიან: მე: და: ნურადინს: ყველანი: ქებასა: შეგვასხმიდიან: გვითხრობდეს: მკლავთა: თქუენთაგან: ჯერთ: მათნი: სისხლნი: მიდიან:

593. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიჴმობდეს: მეფეთ: მეფობით: თვით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყველასა: სეფობით: დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოვეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით: ჩემი: ვერ: სცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით:

აქა ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა:

594. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით: ზღვასა: ზედან: წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით: ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვთამაშობდით: ცხენსა: ვსხედით: ერთი: რამე: საკუირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით:

595. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყვის: მართ: ამბავსა: ესოდენსა: დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა: ზღვათა: შიგან: იხვსა: ჰგვანდა: ჴმელთა: ზედა: შავარდენსა: აქა: ვდეგ: და: თუალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა: