... (W-17), XVII ს.

584. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მამინდის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავჰჴე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

585. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური არა მესმა ეზომ გრძელად ვერ ჭორი ვერ დასტური ველთა ცრემლი ასველებდა თვალთა ჩემთა მონაწური

586. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირპირ მას თურმე წყლული სტკიოდა ჴმლისა ნალეწი დასურილი აქუს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

587. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

588. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყუა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

589. შემომხედნა ღმერთსა ჰკადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი დამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი ასრე ვითხენ

590. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილის კვეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

591. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხუივნა ისრის პირნი ამოუხუნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

592. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამგზავსო რამან შეგქმნა მოყუითანოდ ვარდგიშერი რომე რგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

593. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინფრიდონ სახელი მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღვარი ჩემია სადა ხარ გარდამჴდომელი ცოტაა მაგრამ ყოველგნით სიკეთე მიუწდომელი

594. მამის ძმა და მამაჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადიროარ მივსცემდი მამერჩოდეს

595. მუნ გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე ქორის დევნა მამდომოდა მით მრეკელი არ ვიხშირე სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ათთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

596. ნავითა გავე ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქუი ჩემთა რად დავრიდო და დრო თურე ჰპოვეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა

597. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ჴამდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

598. მათი მესმა დავინახე ზახილი და ჴმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა

599. კულავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიჴდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს ჴმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს ვერ მამწუროდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს

600. ამისმეტი ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანა მყოლი ყუელაკანი დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამჴვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

601. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოჴრად გაუჴდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უჴმობ ყუავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

602. იმა ყმამან შემიკუეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყუები დაიჴოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი გაღანამცა შეგვიძრწუნდა

603. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩუენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების