... (W-17), XVII ს.

604. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იცემდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა მეხვეოდეს ჰკოცნიდეს ჴრმალსა და სალტეკოტასა

605. მე მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი შევედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყუელასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

ტარიელისაგან ფრიდონის შველად წასულა მტერზედა

606. მოსჯობდა ომი შეეძლო ჴმარება ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაციმც ჴამს მისთა მჭურეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

607. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგებნეს არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯაჴე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი შევეც დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

608. კულავ სხვასა მიველ მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავხოცე ომიმცა რაღა აგესა სხვანი გაგვექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

609. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტიეს ცხენია კულავ შევიბენით შეიქნა ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონეს ფრიდონის სიქუელე სიმკიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

610. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴმლითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად დაეკუეთეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყუანა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი სპანი ამაყარნა

611. მათნი გაგუექცეს ლაშქარნი ვეცენით გაცავჰფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქუითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავაანტენით მამკალ თუ ლარი დავლიოთ ან აკიდებით ან ტენით

612. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცულად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქუეს თუ ღმერთსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

613. მივედეს მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯაბთა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან იტყოდეს მკლავთა თქუენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

614. იგინი ფრიდონს მეფედ და მიჴობდეს მეფეთმეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით შეწყენით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ნახვის თქმა ფათერაკად ტარიასთანა

615. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ეგრე მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

616. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყუის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხუსა ჰგვანდა ჴმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თუალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

617. იქით აქეთ გარდვიხედნი წავდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქუს მისსა სწორსა ვერად ვიცან გავეკუირვე გონებასა ამად ორსა

618. ვსთქუი რა არის რას ვამსგავსო მფრინველია ანუ მჴეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

619. ამოძურნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან გაანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

620. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყუარდა რომე თოვლსა ეახეწა დავაპირე შეტევება ვთქუი წავიდე მათკენ მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

621. ცხენი გავქუსლე იქმოდა შამბი ჴმასა და ხრიალსა ვეღარ მივესწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა