... (H-461), XVIII ს.

584. ასრე჻ ჰქენ჻ ჩემო჻ ლომო჻ და჻ მჯობო჻ ყოველთა჻ გმირთაო჻ მიპარვით჻ მოკალ჻ სასიძო჻ ლაშქართა჻ ნუ჻ მოირთაო჻ მისთა჻ სპათაცა჻ ნუ჻ დაჰჴოც჻ ძროხათა჻ ვითა჻ ვირთაო უბრალო჻ სისხლი჻ კაცისა჻ კაცმანცა჻ ვით჻ იტვირთაო჻

585. იგი჻ რა჻ მოჰკლა჻ ეუბენ჻ პატრონსა჻ ჩემსა჻ მამასა჻ უთხარ჻ თუ჻ სპარსთა჻ ვერა჻ ვიქ჻ ინდოეთისა჻ ჭამასა჻ ჩემია჻ მკუიდრი჻ მამული჻ არ჻ მივსცემ჻ არცა჻ დარასა჻ არ჻ დამეხსნები჻ გაგიხდი჻ ქალაქსა჻ ვითა჻ ტრამასა჻

586. ჩემი჻ ყოლე჻ ნურა჻ გინდა჻ სიყვარული჻ არცა჻ ნდომა჻ ამით჻ უფრო჻ მოგეცემის჻ სამართლისა჻ შენ჻ მოჴდომა჻ ქნას჻ მეფემან჻ ყელ჻ მოტეხით჻ შემოხვეწა჻ შემოკდომა჻ ჴელთა჻ მოგცეს჻ თავი჻ ჩემი჻ შეგვფეროდეს჻ ერთგან჻ სხდომა჻

587. ესე჻ მეტად჻ მომეწონა჻ თათბირი჻ და჻ გამორჩევა჻ ჩემთა჻ მტერთა჻ დავაცადე჻ დასაჴოცლად჻ ჴრმლისა჻ ქნევა჻ მერმე჻ ავდეგ჻ წამოსავლად჻ მან჻ დამიწყო჻ ქვევე჻ წვევა჻ მწადდა჻ მაგრა჻ ვერ჻ შევმართე჻ წაჭიდება჻ შემოხვევა჻

588. ხანი჻ დავჰყავ჻ გავეყარე჻ მაგრა჻ გავჰჴე჻ ვითა჻ ხელი჻ ასმათ჻ წინა჻ ჩამომიძღვა჻ მომდიოდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჭირი჻ ბევრჯელ჻ ვაათასე჻ ლხინი჻ ჩემთვის჻ ვაერთხელი჻ რამე჻ წასლვა჻ არა჻ მწადდა჻ ამად჻ მივალ჻ არ჻ ფიცხელი჻

589. გარე჻ ვაქციე჻ ასმათი჻ მუნ჻ ჩემი჻ ჩამოყოლილი჻ ღამით჻ უჭვრეტდი჻ ვარსკვლავთა჻ მე჻ საწოლს჻ ვერ჻ დაწოლილი჻ გულსა჻ დამესვის჻ ლახუარი჻ შავთა჻ წამწამთა჻ სროლილი჻ მისმან჻ შუქმან჻ დამალურჯა჻ დამალურჯა჻ ვითა჻ ლილი჻

590. მოვიდა჻ კაცი჻ სასიძო჻ მოვაო჻ მოსლვა჻ გვახარა჻ მაგრა჻ თუ჻ ღმერთი჻ რას჻ უზამს჻ არა჻ იცოდა჻ გლახ჻ არა჻ მეფესა჻ მიხუდა჻ სიამე჻ არ჻ სიტყვა჻ ივაგლახა჻ რა჻ მიბრძანა჻ ახლოს჻ მიმიჴმო჻ მოდიო჻ თავი჻ დახარა჻

591. მიბრძანა჻ ჩემთვის჻ ესე჻ დღე჻ ლხინი჻ და჻ სიხარულია჻ გარდავიჴადოთ჻ ქორწილი჻ ჴამს჻ ვითა჻ დასასრულია჻ კაცი჻ გავგზავნოთ჻ მოვიღოთ჻ ყოვლგნით჻ საჭურჭლე჻ სრულია უხვად჻ გავსცემდეთ჻ ვავსებდეთ჻ სიძუნწე჻ უმეცრულია჻

592. მე჻ გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ კაცნი჻ საჭურჭლეთა჻ წამომხმელნი჻ სასიძოცა჻ მოგუივიდა჻ იყვნეს჻ ხანსა჻ არდამზმელნი჻ შიგნით჻ ჩვენნი჻ გაეგებეს჻ გარეთ჻ მოდგეს჻ ხორაზმელნი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ერთგან჻ მყოფთა჻ ვერ჻ იტევდეს჻ ვერცა჻ ველნი჻

593. მეფემან჻ ბრძანა჻ მოკაზმეთ჻ კარვითა჻ მოედანია჻ გამოისვენოს჻ სიძემან჻ დაყოს჻ ცოტაი჻ ხანია჻ მუნ჻ მისად჻ ნახვად჻ გავიდენ჻ უშენოდ჻ სხვანი჻ სპანია჻ შენ჻ აქა჻ ნახენ჻ კმარიან჻ იქა჻ ნახვისად჻ კმანია჻

594. მაედანს჻ დავდგი჻ კარვები჻ წითლისა჻ ატლასებისა჻ მოვიდა჻ სიძე჻ გარდაჴდა჻ დღე჻ გვანდა჻ არ჻ აღუსებისა჻ შეიქმნა჻ გასლვა჻ შიგანთა჻ ჯარია჻ მუნ჻ ხასებისა჻ დაიწყეს჻ დგომა჻ ლაშქართა჻ თემ჻ თემად჻ დას჻ დასებისა჻

595. ცხენისაგან჻ არ჻ გარდავხე჻ წაველ჻ ფიცხლად჻ დავმორჩილდი჻ ქალი჻ დამხუდა჻ ნატირები჻ ვჰკითხე჻ ცრემლსა჻ რასა჻ მილდი჻ მითხრა჻ შენი჻ შესწრობილი჻ ტირილსამცა჻ ვით჻ ავსცილდი჻ გაუწყვედლად჻ ვით჻ გამართლო჻ რაგუარადმცა჻ გავექილდი჻

596. შევედით჻ ვნახეთ჻ ბალიშსა჻ ზედა჻ წარბშერჭუმით჻ მჯდომარე჻ მზე჻ ვეღარას჻ იქს჻ მის჻ მეტსა჻ მას჻ გაენათლა჻ რომ჻ არე჻ წავდეგ჻ მიბრძანა჻ რასა჻ სდგა჻ დღე჻ მიგიჩს჻ წინ჻ საომარე჻ ანუ჻ გამწირე჻ მიტყუე჻ და჻ კულაცა჻ მომიცთომარე჻

597. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქვი჻ ფიცხლად჻ გარე჻ შემოვბრუნდი჻ უკუვყივლე჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ არ჻ მინდოდეს჻ ვისცა჻ უნდი჻ ქალი჻ ომსა჻ რაგვარ჻ მაწვევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი჻ შინა჻ მოველ჻ მოკლვა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი჻

598. ასსა჻ ვუბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენი჻ შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენი჻ კარავსა჻ შეველ჻ სასიძო჻ ვითა჻ წუა჻ ზარამც჻ თქმად჻ ენი჻ უსისხლოდ჻ მოვჰკალ჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ჴმადა჻ სისხლისა჻ დანი჻

599. კარვის჻ კალთა჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა჻ ფერჴთა჻ მოვეკიდე჻ თავი჻ სვეტსა჻ შეუტაკე჻ წინა჻ მწოლთა჻ დაიძახეს჻ გლოვა჻ მიხვდა჻ საარაკე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭვი჻ მეცვა჻ საკურტაკე჻

600. ხმა჻ დამივარდა჻ შეიქმნა჻ ძახილი჻ მოსაწევარი჻ წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰჴოცე჻ ჩემი჻ მდევარი჻ ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი჻ მას჻ შიგან჻ შეველ჻ დავიწყე჻ საომრად჻ მოსამზე჻ ვარი჻

601. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყოვლგან჻ ლაშქარსა჻ ყველასა჻ აქა჻ მომართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა჻ არ჻ გაწყდა჻ მოსლვა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა჻ ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცნიდიან჻ თავისა჻ თავსა჻ მრთელასა჻

602. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად჻ ვნახენ჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად჻ ებრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად჻ ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად჻

603. ხვარაზმშას჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე჻ თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რად჻ არა჻ შემაგებინე჻ მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე჻ დღედ჻ სიკუდილამდის჻ შენიღა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე჻