ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

560. მოსჯობდა ომი შეეძლო, ჴმარება ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ჴმდა მისთა მჭურეტთათვის, ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა

561. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება, არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯაჴე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვჰკარ დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ვა

562. კულავ სხვასა მიველ მოვჰკიდე, ჴელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს, მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდის უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა

563. ზღვით გავიარეთ გავედით, შემოგვიტიეს ცხენია კულა შევიბენით შეიქნნეს, ომისა სიმარცხენია მუნ მომეწონა ფრიდონის, სიქუელე სიმკიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია

564. თვით ორნივე ბიძა ძენი, მისნი ჴმლითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად დაეკუეთეს, იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანეს მხარდაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი ამაყარნა

565. მათნი გაგუექცეს ლაშქარნი, ვეცენით გაცავჰფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით მომკალ თუ ლარი დავლიო, ან აკიდებით ან ტენით

566. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცულად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქუეს თუ ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა

567. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭურეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყოველნი, ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან, ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა

568. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ, და მიჴობდეს მეფეთმეფობით თვით თავსა მათსა მონად, და ჩემსა ყუელასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით

569. დღესა ერთსა მე და ფრიდონ, ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა, ქედსა რასმენ გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი, მე ვნახეო ამა ქედით

570. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყუის, მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხუსა გვანდა, ჴმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თუალს უგებდი, ქორსა იქით განაფრენსა

571. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს, და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების კუშტობს ვახშობს უშობს

572. ოდეს ბრძენმან გავიგონოს, გონებითა მთით და გორით მიჯნური და სამიჯნურო, ერთმანერთსა შევასწორით ერთად ვთქუენით გაუყრელად, მათი არა გავაორით მოყუარესა მოყურისაგან, მოგონება უნდა შორით

573. სამი არის მოყვრისაგან, მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოჴმარება, მისად რგებად ველთა რბენა

574. მან გამისრულა ყუელაი, ესე წესი და რიგები აწ ჩემგან მართებს მუქაფა, გულომცა ჭირსა შეები თუ ვერა ვარგო მისთანა, მეცა წასადმე ვეგები ხარ რაზომ ფერი სოფელო, არვისგან არ შეიგები

575. რადღა ვაგრძელებ სიტყუასა, ჟამია შემოკლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი, ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა აწ გაპარვაა წამალი, ამა გულისა ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა, ჩემისა ნასწავლებისა

576. აწ მეფეთა სამსახურად, პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა, შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი, კულავ გავლენა გააკულადე

577. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კუდების შემოვიქცე შენი ჩემგან, ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური, არაოდეს არ წახდების