... (S-4499), XVII ს.

559. ნავსა: ჩავჯე: ზღვასა: შეველ: ზღვასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მამავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მამიძულვა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი:

560. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანამყოლი: ყუელაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვსთქვი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყო: ცა:

561. ზღვა: ზღვა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: ვუსმენდი: არც: ვაზირსა: ყუელაკაი: დამეფანტნენ: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

562. ერთიღა: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი: მისი: ვერა: ვცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდის: ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი:

აქა ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ ნახა:

563. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგვანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყვნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხუდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

564. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასოვლებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური:

565. ზახილი: მესმა: შევხედენ: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღვის: პირ: პირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ჴრმლისა: ნატეხი: დასურილი: აქვს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: სწყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

566. ზედან: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მითქს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწივე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მნდომელი: შევსთვალე: დადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

567. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყვა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: ჩავე: წინა: უთხარ: დადეგ: გამიგონე: შენი: საქმე: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

568. გამიცადა: ღმერთსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყვანი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: უკაზმავსა: მიღალატეს: საჭურველნი: ვერ: ვითხენ:

569. მე: უთხარ: დადეგ: დასწყნარდი: გარდავჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილთა: კუეთასა: თანა: წამომყვა: წავედით: უტკბოსი: მამა: ძეთასა: მე: გავეკუირვე: ჭვრეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა:

570. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუა: და: წყლულნი: შეუხუივნა: ისრის: პირნი: ამოუხუნა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

571. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამსგავსო: რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდ: გიშერი: რომე: ჰგავსო: ანუ: ეგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: რამ: გაგავსო: ღმერთმან: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

572. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქვსო: რომელი: ნურადინ: ფრიდონ: სახელი: მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი: ესე: სამზღუარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი: ცოტა: მაქვს: მაგრა: ყოველგნით: სიკეთე: მიუთხრობელი:

573. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყვნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თვით: ბიძასა: ჩემსა: მიხუდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: მათკენ: დარჩა: სანადიროარ: მივსცემდი: მამერჩოდეს:

574. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: ქორის: დევნა: მამდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვაჴშირე: სპათა: უთხარ: მამიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე:

575. ნავითა: გამოველ: ზღვისაგან: შტო: რამე: გამოვიდოდა: არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქუი: ჩემთა: რად: დავრიდო: და: დამეძაბუნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა: ვნადირობდი: და: ვიძახდი: ჴმა: ჩემი: არ: უდიოდა:

576. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ჴმდა: ვითა: გამომაპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა: თვით: ბიძასძენი: ჩემნიცა: შესხდეს: მათითა: თავითა: ჩემთა: გაუჴდეს: ლაშქართა: ომად: მათითა: მკლავითა:

577. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ჴრმალთა: ელვა: ნავი: ვსთხოვე: მენავეთა: მით: ვიყივლე: ერთხელ: მე: ვა: ზღვასა: შეველ: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა: სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოკელვა: