... (W-17), XVII ს.

565. მიამბო ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნა მიჴმეთო» ჴმამაღლა გაჴდა ყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

566. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღურიან რა ნახიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

567. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თსა ვუთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა»

568. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის თუცა ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უამბო დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

569. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან» მან ეგრე თქუა უბრალო ვარ იცის ღ~თნ სახიერმან ვისგან იქნა ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან»

570. კულავ ესე კადრო ამბავი ქალი დააგდე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

571. ბოზო როსკიპო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდე ვის ესე დააშლევინე»

572. ჴელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

573. რაჟამს გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოიღეს ეუბნეს არ აჯებითა ქალი მათ მისცა დაიწყეს ძახილი დარაჯებითა

574. მან უთხრა წადით დაკარგეთ მუნ სადა ზღვისა ჭიპია წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია» მათ გაეხარნეს ჴმა მაღლად იყივლეს იპი იპია» ესე ვნახე და არ მოვჰკვე არა მგავს არცა სიპია

575. ზღვათაკენ გაარნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქუა მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მამკლევდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა» დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

576. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

577. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რავმცა ვქენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია» სრულად გავჰქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

578. მეტმან ზარმან გამაშმაგა მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკუდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა» აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

579. შეველ ფიცხლად შევეკაზმე ცხენსა შევჯე შეკაზმული ას სამოცი კარგი მოყმე ჩემსა თანა ხანდაზმული გამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული ზღვის პირს მიველ ნავი დამხვდა მენავემან მნახა ზმული

580. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი

581. რომე დავჰყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრამ მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანამყოლი ყუელაკაი ამომიწყდა დამეჴოცა ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა»

582. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა მით გამოვე ზღვისა პირსა გული სრულად გამიმჴეცდა არ ვუსმენდი არც ვაზირსა ყუელაკაი დამეფანტნენ დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

583. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი [......]ულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი [....] ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი [.....] მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა