... (H-461), XVIII ს.

564. მიბრძანა჻ მიკვირს჻ რად჻ მოხვე჻ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა჻ გამწირავი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა჻ მაგრა჻ ნაცვალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენამ჻ იცისა჻ ვჰკადრე჻ რა჻ გკადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მე჻ უიცისა჻

565. ვთქვი჻ პასუხსა჻ ვერას჻ კადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა჻ რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქნია჻ უცნობოსა჻ ფერ჻ მკრთალსა჻ კვლაცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნა჻ მტყუვანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა჻ დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწვავ჻ ამით჻ ალსა჻

566. შენ჻ არ჻ იცი჻ ხუარაზმშას჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება჻ იქ჻ ჯდომილხარ჻ სავეზიროს჻ შენგან჻ რთულა჻ ამის჻ ნება჻ შენ჻ გატეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ დაგირჩინა჻ ოჴრად჻ შენი჻ ხელოვნება჻

567. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ ზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს჻ მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნნი჻ წამალს჻ სყიდვად჻ მოგიტანდეს჻ ავთა჻ კაცთა჻ სიცრუესა჻ ნეტარ჻ სხვამცა჻ რამცა჻ გვანდეს჻ რადგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს჻

568. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ინდოეთსა჻ ეგრეც჻ მე჻ მაქუს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა჻ ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წამომცთარხარ჻ მოსაცეთსა჻ აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა჻

569. ვცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო჻ თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ჴორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო჻ სხუა჻ ჩემებრი჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ჴელი჻ აჰყო჻ ესე჻ სიტყვა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ასტირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო჻

570. ვთქვი჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტისმეტად჻ კვლავ჻ მაემცა჻ თვალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრევ჻ ჭურეტად჻ აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკვირს჻ რად჻ ცოცხალვარ჻ თუცა჻ რეტად჻ ვაი჻ სოფელო჻ მუხანათო჻ რად჻ ზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხურეტად჻

571. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყვა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია჻ ცამცა჻ მრისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთვის჻ ნაშუქნია჻ თუ჻ მაღირსებ჻ განკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია჻ მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქვიო჻ თავი჻ დამიქნია჻

572. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე჻ ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღმრთისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე჻ ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწვავს჻ ჩემიცა჻ დაწვი჻ მზე჻ ბარე჻ რადგან჻ არ჻ მამკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე჻

573. კვლაცა჻ ვჰკადრე჻ მე჻ თუ჻ მზეო჻ მემცა჻ ფიცი჻ გამეტეხოს჻ ღმერთმან჻ აწვე჻ რისხუა჻ მისი჻ ჩემთვის჻ ზეცით჻ გაამეხოს჻ ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს჻ მაშა჻ მაშინ჻ როგორ჻ გავძლო჻ თუ჻ ლახვარი჻ გულსა჻ მეხოს჻

574. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიჴმეს჻ შექნეს჻ დიდი჻ ვაზირობა჻ მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა჻ დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა჻ თავსა჻ ვუთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულმაგრობა჻

575. მემცა჻ დაშლა჻ რაღა჻ ვჰკადრე჻ რათგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხუდარა჻ არ჻ თუ჻ იცის჻ ინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ გამჴდარა჻ ერთი჻ მე჻ ვარ჻ მემამულე჻ სხვასა჻ მართებს჻ არად჻ არა჻ არა჻ ვიცი჻ ვის჻ მოიყვანს჻ ანუ჻ იგი჻ ვინ჻ მამცდარა჻

576. ვთქვი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხუარა჻ მოვიგვარო჻ თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალგვარო჻ მე჻ დაგვა჻ გული჻ მჴეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო჻ ვისმცა჻ მივეც჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო჻

577. სულთა჻ ვჰრყიდი჻ გულისათვის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა჻ იგი჻ წუიმა჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა჻ ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა჻ მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ ვითამ჻ არ჻ მიაზრა჻

578. არ჻ დავიჯერებ჻ მე჻ შენსა჻ ღალატსა჻ ორგულობასა჻ უარის჻ ქნასა჻ ღმრთისასა჻ ამისთვის჻ არ჻ მადლობასა჻ იაჯდი჻ თავსა჻ ჩემსა჻ და჻ მორჭუმით჻ ინდოეთს჻ ფლობასა჻ მე჻ და჻ შენ჻ ვიჯდეთ჻ ჴელმწიფედ჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სიძეს჻ რძლობასა჻

579. მოლმობიერდა჻ მომიტკბა჻ გამწყრალი჻ გარისხებული჻ ახლოს჻ დამისვა჻ მაღირსა჻ აქამდის჻ არ჻ ღირსებული჻ ანუ჻ მზე჻ იყო჻ ქვეყანად჻ ან჻ მთუარე჻ პირგავსებული჻ მეუბნებოდა჻ შემექმნა჻ ცეცხლი჻ ამითა჻ გზებული჻

580. მიბრძანა჻ თუ჻ გონიერი჻ ჴამს჻ აროდეს჻ არ჻ აჩქარდეს჻ რაცა჻ სჯობდეს჻ მოაგვაროს჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდეს჻ თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვაი჻ თუ჻ მეფე჻ გაგიმწარდეს჻ შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდოთ჻ ინდოეთი჻ გარდაჰქარდეს჻

581. კვლა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვა჻ მე჻ შემირთოს჻ მართ჻ ანასდენ჻ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ ძოწეულნი჻ გაგუიფლასდენ჻ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩვენ჻ პატიჟნი჻ გაგვინასდენ჻ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ დაგვიხასდნენ჻

582. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთმან჻ აშორვოს჻ მის჻ ყმისა჻ თქვენი჻ ქმარობა჻ რა჻ შემოვიდენ჻ ინდოვეთს჻ მათ჻ მიხუდეს჻ მესა჻ მარობა჻ უჩვენო჻ ჩემი჻ ძალგული჻ და჻ ჩემი჻ მეომარობა჻ ასრე჻ დავხოცნო჻ შეეძლოს჻ აღარა჻ ვერ჻ საჴმარობა჻

583. მიბრძანა჻ თუ჻ ჴამს჻ დიაცი჻ დიაცურად჻ საქმე჻ დედლად჻ დიდსა჻ სისხლსა჻ ვერ჻ შეგაქნევ჻ ვერ჻ ვიქმნები჻ შუვა჻ კედლად჻ რა჻ მოვიდეს჻ სიძე჻ მოკალ჻ მისთა჻ სპათა჻ აუწყვედლად჻ თქმა჻ მართლისა჻ სამართლისა჻ ხესა჻ შეიქს჻ ხმელსა჻ ნედლად჻