... (H-403), 1818 წ.

566. მერმე მითხრა მოგახსენებ: ესე რადმცა დაგიმალე჻ მაგრა ვითა გაგახარნე: შენცა აგრე შემიწყალე჻ ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ: შემიწყალე შემიბრალე჻ დამხსენ ჩემსა საწუთროსა: ღ~თსა შენსა მიავალე჻

567. მიამბა ოდეს სასიძო: მოჰკალ და ჴმა დაგივარდა჻ მეფესა ესმა აიჭრა: მართ მისგან გასატკივარდა჻ შენ დაგიძახნა მიხმეთო: ჴმა მაღლად გაჴმამყივარდა჻ მოგნახეს შინა ვერ გპოვეს: მით მეფე გამომჩივარდა჻

568. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან჻ მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან჻ მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან჻ რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან჻

569. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა჻ მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა჻ მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა჻ თუ დავარჩინო ღ~თი ვჰგმო: მისად პატიჟად მზად ესა჻

570. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის჻ და თუ ფიცის არ გატეხის: მასვე წამსა დაამტკიცის჻ ესე წყრომა მეფისაგან: ვისცა ესმა ვინცა იცის჻ მან უბრძანა დავარ ქაჯსა: ვინ გრძნებითა ცაცა იცის჻

571. დავარს დასა მეფისასა: უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან჻ თავი ფიცა ძმამან შენმან: არ დაგარჩენს იცის ერმან჻ მან აგრე თქვა უბრალო ვარ: იცის ღ~თნ სახიერმან჻ ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვჰკვდე: მიიხვედროს იგი ვერ მან჻

572. პატრონი ჩემი აგრევე: იყო წამოხვე შენ ოდეს჻ შენეულივე რიდენი: ებურნეს ტურფად ჰშვენოდეს჻ დავარ მოსთქმიდა სიტყვითა: რომელნი არა მსენოდეს჻ ბოზო შენ ბოზო რად მამკალ: ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს჻

573. როსკიპო ბოზო დიაცო: საქმრო რად მოაკვლევინე჻ ანუ სისხლითა მისითა: ჩემი რად მოაზღვევინე჻ არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი: რა გიყავ რა გაქნევინე჻ აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე: ვის ესე დააშლევინე჻

574. ჴელი მიყო წამოზიდნა: თმანი გრძელნი დაუფუშნა჻ დაალება დაალურჯა: მედგრად პირნი მოუქუშნა჻ მან პასუხი ვერა გასცა: ოდეს სულთქნა ოდენ უშნა჻ ქალმან შავმან ვერა არგო: ვერცა წყლული დაუშუშნა

575. რა დავარ გაძღა ცემითა: მისითა დალურჯებითა჻ წამოდგეს ორნი მონანი: პირითა მით ქაჯებითა:჻ მათ კიდობანი მოჰქონდათ: ეუბნეს არ აჯებითა჻ მაშიგან ჩასვეს იგი მზე: გავს იქა დარაჯებითა჻

576. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი: მაშინვე გაუჩინარდა჻ დავარ თქვა მქნელი ამისი : ვინ არ დამქოლოს ვინ არ და჻ ვირემ მომკლევდეს მოვჰკვდები: სიცოცხლე გასაწყინარდა჻ დანა დაიცა მოცაკვდა: დაეცა გასისხლმდინარდა჻

577. რად არ მიკუირვებ ცოცხალსა: მე ლახვარ დაუსობელსა჻ აწ იგი მიყავ რა მართებს: ამისა მახარობელსა჻ ზენაარ დამხსენ სიცოცხლე: სულთა დგმა დაუთმობელსა჻ საბრალოდ ცრემლსა ადენდა: უკლებსა დაუშომელსა჻

578. მე უთხარ დაო რად მოგკლა: ანუ რა შენი ბრალია჻ რამცა ვჰქმენ ნაცვლად თვით რომე: მისი ჩემზედა ვალია჻ აწ თავსა მისად საძებრად: მივსცემ სად კლდე და წყალია჻ სრულად გავჰქუავდი შემექმნა: გული მართ ვითა სალია჻

579. მეტმან ზარმან გამაშმაგა: მამივიდა ცხრო და თრთოლა჻ გულსა უთხარ ნუ მოკუდები: არას გარგებს ცუდი წოლა჻ გიჯობს გაჭრა ძებნად მისად: გავარდნა და ველთა რბოლა჻ აჰა ჟამი ვისცა გინდა: ჩემი თანა წამოყოლა჻

580. შეველ ფიცხლავ შევეკაზმე: ცხენსა შევჯე შეკაზმული჻ ას სამოცი კარგი მოყმე: ჩემსა თანა ხანდაზმული჻ წამომყუჱს და წაცავედით: კართა გარე დარაზმული჻ ზღჳს პირს მიველ ნავი დამხუდა: მენავემან მნახა ზმული჻

581. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ: ნავსა შიგან გავალაგდი჻ არსით ნავი მამავალი: უნახავად არ დავაგდი჻ მოველოდი არა მესმა: შმაგი უფრო გავეშმაგდი჻ რომე სრულად მამიძულვა: ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი჻

582. რომე დავყავ წელიწადი: თვე თორმეტი გამეოცა჻ მაგრა მისი მნახავიცა: სიზმრივ კაცი არ მეოცა჻ თანა მყოლი ყუელაკანი: ამომიწყდა დამეჴოცა჻ ვსთქჳ თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ: რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა჻

583. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა: მით გამოველ ზღვისა პირსა჻ გული სრულად გამიმჴეცდა: არ უსმენდი არც ვაზირსა჻ ყველაკაი დამეფანტა: დარჩომოდა რაცა ჭირსა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს: ასრე მისგან განაწირსა჻

584. ერთია ესე ასმათი: და დამრჩეს ორნი მონანი჻ ჩემნი გულისა მდებელნი: და ჩემნი შემამგონანი჻ მისნი ვერა ვცნან ამბავნი: ვერცა დრამისა წონანი჻ ტირილი მიჩნდის ლხინად და: მდინდიან ცრემლთა ფონანი჻

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა჻