... (პარიზული ხელნაწერი 10)

აქა ტარიელისაგან თავის საყუარელის ამბვის გაგონება჻

660. სიხარულმან჻ ამაჩქარა჻ ამათრთოლა჻ დაცამლეწა჻ იგი჻ ვარდი჻ შემიყვარდა჻ რომე჻ თოვლსა჻ ეახეწა჻ დავაპირე჻ შეტევება჻ ვთქვი჻ წავიდე჻ მათკე჻ მე჻ წა჻ ჩემსა჻ შავსა჻ სულიერი჻ რამცა჻ ვითა჻ გარდეხვეწა჻

661. ცხენი჻ გავქუსლე჻ იქმოდის჻ შამბი჻ ხმასა჻ და჻ ხრიალსა჻ ვეღარ჻ მივესწარ჻ გამესწრნეს჻ რაზომცა჻ ვსცემდი჻ წრტიალსა჻ ზღვის჻ პირსა჻ მიველ჻ შევხედენ჻ ჩნდა჻ ოდენ჻ მზისა჻ ტიალსა჻ გამშორვებოდეს჻ წამსლვოდეს჻ ამისთვის჻ დავეწვი჻ ალსა჻

662. ესე჻ მესმა჻ ფრიდონისგან჻ მომემატა჻ ცეცხლთა჻ სიცხე჻ ცხენისაგან჻ გარდავიჭერ჻ თავი჻ სრულად჻ გავიკიცხე჻ ჩემთა჻ ღაწვთა჻ დანადენი჻ მე჻ ჩემივე჻ სისხლი჻ ვიცხე჻ უთხარ჻ მომკალ჻ უჩემოსა჻ ენახოსცა჻ ვისცა჻ ის჻ ხე჻

663. ესე჻ ჩემგან჻ გაუკვირდა჻ ფრიდონს჻ უცხოდ჻ ეუცხოა჻ მაგრა჻ მეტად჻ შევებრალე჻ ტირილითა჻ მესათნოვა჻ ვითა჻ შვილი჻ დამადუმა჻ მემუდარა჻ შემეპოა჻ თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმოთოა჻

664. ვაგლახ჻ მე჻ რა჻ გიამბე჻ ფათერაკად჻ მცდარმან჻ შმაგად჻ მოვახსენე჻ ნურა჻ გაგვა჻ ნუ჻ ინაღვლი჻ მაგას჻ მაგად჻ იგი჻ მთვარე჻ ჩემი჻ იყო჻ მით჻ მედების჻ ცეცხლი჻ მდაგად჻ აწ჻ გიამბობ჻ რათგან჻ თავი჻ გინდა჻ ჩემად჻ ამხანაგად჻

665. ფრიდონს჻ უთხარ჻ ყველაკაი჻ ჩემი჻ თავსა჻ გარდასრული჻ მან჻ მითხრა჻ თუ჻ რას჻ ვიტყოდი჻ მოცთომილი჻ გაბასრული჻ შენ჻ მაღალი჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჩემსა჻ რადმე჻ ხარ჻ მოსრული჻ სახელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ გმართებს჻ სრაცა჻ სრული჻

666. კულაცა჻ მითხრა჻ ვისცა჻ ღმერთი჻ საროს჻ მორჩსა჻ ტანად჻ უხებს჻ მას჻ ლახვარსამოაშორვებს჻ თუცა჻ პირველ჻ გულსა჻ უხებს჻ იგიმოგვცემს჻ წყალობასა჻ მისსა჻ ზეცით჻ მოგვიქუხებს჻ ჭირსა჻ ლხინად჻ გაგიცვალებს჻ არა჻ ოდეს჻ შეგვაწუხებს჻

667. წამოვედით჻ ნატირებნი჻ სრას჻ დავსხედით჻ თავისწინა჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ჩემი჻ შემწე჻ შენგან჻ კიდევ჻ არავინა჻ ვითა჻ ღმერთმან჻ შენი჻ მსგავსი჻ სოფლად჻ არა჻ მოავლინა჻ მაშა჻ რადგან჻ შეგემეცნე჻ ამის჻ მეტი჻ რად჻ რა჻ მინა჻

668. არ჻ ავაი჻ გესვა჻ მოყვარე჻ ჟამი჻ თუ჻ მომხვდეს჻ ჟამისად჻ ენა჻ გონება჻ მახმარე჻ გამოსარჩევლად჻ ამისად჻ რა჻ მოვაგვარო჻ რა჻ მიჯობს჻ სალხენლად჻ ჩემად჻ და჻ მისად჻ თუ჻ ვერას჻ ვარგებ჻ ვიქმნები჻ ვერდამყოვნელი჻ წამისად჻

669. მანმითხრა჻ ბედი჻ ღმრთისაგან჻ მიჯობსღა჻ ამას჻ რომელი჻ მოსრულხარ჻ ჩემად჻ წყალობად჻ მეფე჻ ინდოეთს჻ მჯდომელი჻ მემცა჻ რად჻ ვიყავ჻ ამისთვის჻ მადლისა჻ რასმე჻ მნდომელი჻ ერთი჻ ვარ჻ მონა჻ მონებად჻ წინაშე჻ თქვენსა჻ მდგომელი჻

670. ესე჻ ქალაქი჻ გზა჻ არის჻ ნავთა჻ ყოველგნით჻ მავალთა჻ შემომკრეფელი჻ ამბავთა჻ უცხოთა჻ რათმე჻ მრავალთა჻ აქამოგესმის჻ წამალი჻ შენ჻ რომე჻ გწვავს჻ ალთა჻ ნუთუ჻ ქნას჻ ღმერთმან჻ გარდასვლა჻ ა჻ მაგა჻ ჭირთა჻ და჻ ვალთა჻

671. ჩუენ჻ გავგზავნნეთ჻ მენავენი჻ რომელთაცა჻ კვლა჻ უვლია჻ მოგვინახონ჻ იგი჻ მთვარე჻ ვისთვის჻ ჭირი჻ არ჻ გვაკლია჻ მუნამდისცა჻ მოიჭირვე჻ გონებამან჻ არ჻ დაგლია჻ ყოლა჻ ჭირი჻ არ჻ ეგების჻ თუმცა჻ ლხინმან჻ არ჻ დასძლია჻

672. კაცნი჻ უჴმენ჻ მასვე჻ წამსა჻ ესე჻ საქმე჻ დავიურვეთ჻ უბრძანა჻ თუ჻ ნავებითა჻ წადით჻ ზღვაზღვა჻ მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ჻ საყვარელსა჻ მისსა჻ მისთვის჻ მოვასურვეთ჻ თავთა჻ ჭირი჻ უათასეთ჻ რადმც჻ უშვიდეთ჻ რადმცა჻ ურვეთ჻

673. აჩინნა჻ კაცნი჻ სადაცა჻ სადგურნი჻ ნავთა჻ სჩენოდეს჻ უბრძანა჻ ძებნეთ჻ ყოველგან჻ რაცა჻ ვის჻ მისი჻ გსმენოდეს჻ მოლოდნა჻ მიჩნდა჻ სალხინოდ჻ პატიჟნი჻ მორემლხენოდეს჻ უმისოდ჻ ლხინი჻ მინახავს჻ ამა჻ დღისათვის჻ მრცხვენოდეს჻

674. ფრიდონ჻ საჯდომნი჻ დამიდგნა჻ ადგილსა჻ საბატონოსა჻ მითხრა჻ თუ჻ მცდარ჻ ვარ჻ აქამდის჻ ვერ჻ მივხვდი჻ გასაგონოსა჻ ხარ჻ დიდი჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ რა჻ ვით჻ ვინ჻ მოგაწონოსა჻ ვინ჻ არის჻ კაცი჻ რომელმან჻ თავი჻ არ჻ დაგამონოსა჻

675. რას჻ ვაგრძელებდე჻ მოვიდეს჻ ყოვლგნით჻ ამბისა჻ მძებნელნი჻ ცუდნი჻ და჻ ცუდთა჻ ადგილთა჻ თავისა჻ დამაშრობელნი჻ ვერა჻ ვერ჻ ეცნა჻ ვერ჻ იყვნეს჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნობელნი჻ მე჻ უფრო჻ მდინდეს჻ თვალთაგან჻ კვლა჻ ცრემლი჻ შეუშრობელნი჻

676. ვთქუი჻ რა჻ მქონდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ სპათა჻ ვსჭვრეტ჻ და჻ ვსვამ჻ იგია჻ მე჻ ვიშვებ჻ და჻ იგი჻ ტყვედა჻ ზღვათა჻ შიგა჻ წამიგია჻ კლდისაგანცა჻ უმაგრესსა჻ ესე჻ ვითა჻ გამიგია჻ ხრმალსა჻ ხელსა჻ ვეღარას჻ ვხდი჻ ცუდად჻ შიგან჻ რას჻ მიგია჻

677. მე჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ესე჻ დღე჻ ვითა჻ მესაზაროების჻ ამისად჻ მოწმად჻ ღმერთი჻ მყავს჻ სათქმელად჻ მეუცხოების჻ უშენოდ჻ მყოფსა჻ ღამე჻ და჻ დღეცა჻ მესაღამოების჻ დახსნილ჻ ვარ჻ ლხინსა჻ ყოველსა჻ მით჻ გული჻ ჭირსა჻ მოების჻

678. მაშა჻ მე჻ მისსა჻ ამბავსა჻ რათგან჻ აღარას჻ მოველი჻ ვეღარ჻ ვიქნები჻ გამიშვი჻ ვარ჻ ფარმანისა჻ მთხოველი჻ ფრიდონს჻ რა჻ ესმა჻ ატირდა჻ სისხლითა჻ მუნ჻ მორწყო჻ ველი჻ მითხრა჻ თუ჻ ძმაო჻ დღესითგან჻ ცუდ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ყოველი჻