564. კულავცა჻ ვჰკადრე჻ მე჻ თუ჻ მზეო჻ შენთვის჻ ფიცი჻ გამეტეხოს჻ ღმერთმან჻ აწვე჻ რისხვა჻ მისი჻ ზეცით჻ ჩემთვის჻ გაამეხოს჻ ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს჻ მაშა჻ მაშინ჻ რაგვარ჻ დავრჩე჻ რა჻ ლახვარი჻ გულსა჻ მეხოს჻
565. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიხმეს჻ შექმნეს჻ დიდი჻ ვაზირობა჻ მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა჻ დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა჻ თავსა჻ ვუთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულმაგრობა჻
566. მემცა჻ დაშლა჻ ვითა჻ ვჰკადრე჻ რათგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხვდარა჻ არ჻ იტყვის჻ თუ჻ ჰინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ მომხდარა჻ ტარიელ჻ არს჻ მემამულე჻ სხვასა჻ ჰმართებს჻ არად჻ არა჻ ვის჻ მოიყვანს჻ არა჻ ვიცი჻ ანუ჻ იგი჻ ვინ჻ მომცდარა჻
567. ვთქუი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხვა჻ რა჻ მოვიგვარო჻ თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალგვარო჻ მედვა჻ გული჻ მხეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო჻ ვისმცა჻ მივეც჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო჻
568. სულთა჻ ვჰყიდდი჻ გულისათვის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა჻ იგი჻ წვიმა჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა჻ ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა჻ მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ მართლად჻ რად჻ მიაზრა჻
569. არ჻ დავიჯერებ჻ მე჻ შენსა჻ ღალატსა჻ ორგულობასა჻ უვარის჻ ქნასა჻ ღმრთისასა჻ ამისთვის჻ არ჻ მადლობასა჻ იაჯდი჻ თავსა჻ ჩემსა჻ და჻ მორჭმით჻ ჰინდოეთს჻ ფლობასა჻ მე჻ და჻ შენ჻ ვიჯდეთ჻ ხელმწიფედ჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სიძესძლობასა჻
570. მე჻ ღმთისაებრად჻ მომიტკბა჻ გამწყრალი჻ გამქისებული჻ ანუ჻ მზე჻ იყო჻ ქვეყანად჻ ან჻ მთვარე჻ პირგავსებული჻ ახლოს჻ დამისვა჻ მაღირსა჻ აქამდის჻ არ჻ ღირსებული჻ მეუბნებოდა჻ დამივსო჻ ცეცხლი჻ ამითა჻ გზებული჻
571. მიბრძანა჻ თუ჻ გონიერი჻ ხამს჻ აროდეს჻ არ჻ აჩქარდეს჻ რაცა჻ სჯობდეს჻ მოაგვაროს჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდეს჻ თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვა჻ თუ჻ მეფე჻ გაგიმწარდეს჻ შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდოთ჻ ჰინდოეთი჻ გარდაქარდეს჻
572. კულა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვა჻ მე჻ შემირთავს჻ იყოს჻ ასდენ჻ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ ძოწეულნი჻ გაგვიფლასდენ჻ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩვენ჻ პატიჟნი჻ გაგვიასდენ჻ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ გაგვიხასდენ჻
573. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთმან჻ აშოროს჻ მას჻ ყმისა჻ შენი჻ ქმარობა჻ რა჻ შემოვიდენ჻ ჰინდოვეთს჻ შევიგნა჻ მათი჻ გმირობა჻ უჩვენო჻ ჩემი჻ ძალგული჻ და჻ ჩემი჻ მეომარობა჻ ასრე჻ დავჰხოცნე჻ შეეძლოს჻ აღარა჻ არსახმარობა჻
574. მიბრძანა჻ თუ჻ ხამს჻ დიაცი჻ დიაცურად჻ საქმე჻ დედლად჻ დიდსა჻ სისხლსა჻ ვერ჻ შეგაქნევ჻ ვერ჻ ვიქმნები჻ შუვა჻ კედლად჻ რა჻ მოვიდეს჻ სიძე჻ მოკალ჻ მისთა჻ სპათა჻ აუწყვედლად჻ ქნა჻ მართლისა჻ სამართლისა჻ ხესა჻ შეიქს჻ ხმელსა჻ ნედლად჻
575. ასრე჻ ჰქენ჻ ჩემო჻ ლომო჻ და჻ მჯობო჻ ყოველთა჻ გმირთაო჻ მიპარვით჻ მოკალ჻ სასიძო჻ ლაშქართა჻ ნუ჻ მოირთაო჻ მისთა჻ სპათაცა჻ ნუ჻ დაჰხოც჻ ზროხათა჻ ვითა჻ ვირთაო჻ დიადი჻ სისხლი჻ უბრალო჻ კაცმანცა჻ ვით჻ იტვირთაო჻
576. იგი჻ რა჻ მოკლა჻ ეუბენ჻ პატრონსა჻ ჩემსა჻ მამასა჻ ჰკადრე჻ თუ჻ სპარსთა჻ ვერა჻ ვიქ჻ ჰინდოეთისა჻ ჭამასა჻ ჩემია჻ მკვიდრი჻ მამული჻ არ჻ მივსცემ჻ არცა჻ დსრასა჻ არ჻ დამეხსნები჻ გაგიხდი჻ ქალაქსა჻ ვითა჻ ტრამასა჻
577. ჩემი჻ ყოლა჻ ნურა჻ გინდა჻ სიყვარული჻ არცა჻ ნდომა჻ ამით჻ უფრო჻ მოგეცემის჻ სამართლისა჻ შენ჻ მოხდომა჻ ქნას჻ მეფემან჻ ყელმოტეხით჻ შემოხვეწა჻ შემოკდომა჻ ხელთა჻ მოგცეს჻ თავი჻ ჩემი჻ შეგვფეროდეს჻ ერთგან჻ სხდომა჻
578. ესე჻ მეტად჻ მომეწონა჻ თათბირი჻ და჻ გამორჩევა჻ ჩემთა჻ მტერთა჻ დავაცადე჻ დასახოცლად჻ ხრმლისა჻ ქნევა჻ მერმე჻ ავდეგ჻ წამოსავლად჻ მან჻ დამიწყო჻ ქვევა჻ წვევა჻ მწადდა჻ მაგრა჻ ვერ჻ შევმართე჻ შეჭიდება჻ შემოხვევა჻
579. ხანი჻ დავჰყავ჻ გავეყარე჻ მაგრა჻ გავჰხე჻ ვითა჻ ხელი჻ ასმათ჻ წინა჻ წამომიძღვა჻ ჩამდიოდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჭირი჻ ბევრჯელ჻ ვაათასე჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაერთხელი჻ მერმე჻ წასლვა჻ არა჻ მწადდა჻ ამად჻ მივალ჻ არ჻ ფიცხელი჻
580. გარე჻ ვაქციე჻ ასმათი჻ მუნ჻ ჩემი჻ ჩიმოყოლილი჻ ღამით჻ უჭვრეტდი჻ ვარსკვლავთა჻ მე჻ საწოლს჻ ვერ჻ დაწოლილი჻ გულსა჻ დამესვის჻ ლახვარი჻ შავთა჻ წამწამთა჻ სროლილი჻ მისმან჻ შუქმან჻ დამალურჯა჻ დამალება჻ დამდვა჻ წყლული჻
581. მოვიდა჻ კაცი჻ სასიძო჻ მოვაო჻ მოსლვა჻ გვახარა჻ მაგრა჻ თუ჻ ღმერთი჻ რას჻ უზამს჻ არა჻ იცოდა჻ გლახ჻ არა჻ მეფესა჻ მიხვდა჻ სიამე჻ არ჻ სიტყვა჻ ივაგლახა჻ რა჻ მიბრძანა჻ ახლოს჻ მიმისვა჻ მოდიო჻ თავი჻ დახარა჻
582. მიბრძანა჻ ჩემთვის჻ ესე჻ დღე჻ ლხინი჻ და჻ სიხარულია჻ გარდავიხადოთ჻ ქორწილი჻ ხამს჻ ვითა჻ დასა჻ სრულია჻ კაცი჻ გავგზავნოთ჻ მოვიღოთ჻ ყოვლგნით჻ საჭურჭლე჻ სრულია჻ უხვად჻ გავსცემდეთ჻ ვავსებდეთ჻ სიძუნწე჻ უმეცრულია჻
583. მე჻ გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ კაცნი჻ საჭურჭლეთა჻ წამომხმელნი჻ სასიძოცა჻ მოგვივიდა჻ იყვნეს჻ ხანსა჻ არდამზმელნი჻ შიგნით჻ ჩვენნი჻ გაეგებეს჻ გარეთ჻ მოდგეს჻ ხვარაზმელნი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ერთგან჻ მყოფთა჻ ვერ჻ იტევდეს჻ ვერცა჻ ველნი჻