... (პარიზული ხელნაწერი 10)

718. როსტევან჻ მეფე჻ უკადრი჻ მორჭმული჻ შეუპოველი჻ შერმადინ჻ მოციქულობა჻ თვით჻ მოახსენა჻ ყოელი჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ მის჻ ყმისა჻ ვისმე჻ მპოელი჻ ბრძანა჻ ვცან჻ ჩემი჻ ღმრთისაგან჻ სააჯო჻ და჻ სათხოელი჻

719. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა჻ იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა჻ მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყველაი჻ დამოსა჻

720. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მომავალსა჻ ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა჻ მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულმხურვალსა჻ დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ ჰგვანდეს჻ ვითა჻ მთრვალსა჻

721. რა჻ მიეახლა჻ გარდახდა჻ ყმა჻ თაყვანისცა჻ მეფესა჻ აკოცა჻ როსტან჻ მიმხვდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა჻ გულმხიარულნი჻ შვებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა჻ მის჻ ყმისა჻ მოსლვა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა჻

722. მას჻ ავთანდილ჻ თაყვანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა჻ მუნ჻ ბროლი჻ და჻ ვარდგიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა჻ პირი჻ მისი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ ზესთა჻ ზესა჻ სახლსაყოფი჻ არა჻ ჰმართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა჻

723. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმობად჻ გაამრავლეს჻ სმა჻ და჻ ჭამა჻ ყმასა჻ მეფე჻ ასრე჻ უჭვრეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა჻ მათ჻ ორთავე჻ აშვენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა჻ უხვად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა჻

724. სუმა჻ გარდახდა჻ თავისთავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა჻ დიდებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისვეს჻ ახლოს჻ წინა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ დაეთმინა჻ მერმე჻ მისი჻ უცნობოსა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა჻

725. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ისმენდა჻ ეუბნებოდა჻ ბაგეთათ჻ გასჭვრის჻ ბროლ჻ ლალი჻ მათ჻ კბილთა჻ ელვა჻ ჰკრთბოდა჻ ახლოს჻ სხდეს჻ ღირსნი჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა჻ უტარიელო჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა჻

726. მას჻ ვახსენებდე჻ ნუ჻ გიკვირს჻ თქმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა჻ ნუთუ჻ მზე჻ ვთქვა჻ მსგავსი჻ მისი჻ და჻ ან჻ მისისა჻ სახისა჻ ვინ჻ უნახავ჻ ქნას჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა჻ ვარდი჻ დამჭნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორსმყოფი჻ ახ჻ ის჻ ა჻

727. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან჻ ქაცვი჻ ლერწამმან჻ ზაფრანა჻ იმსგავსოს჻ ფერად჻ მინამან჻ ავანდილ჻ მისმან჻ მხსენებმან჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ მინამან჻ წვრილად჻ უამბო჻ ამბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან჻

728. ქუაბნი჻ ომითა჻ წაუხმან჻ სახლათ჻ აქუს჻ დევთა჻ სახლები჻ საყვარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თანა჻ ნახლები჻ ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდად჻ უჩს჻ სტავრანახლები჻ აღარა჻ ნახავს჻ სოფელსა჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ ახალახლები჻

729. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თვალად჻ არ჻ დუხჭირისა჻ ეამა჻ უქეს჻ ვარდისა჻ ხელი჻ მძლედ჻ დანამჭირისა჻ ეგე჻ კმა჻ სიმხნე჻ სიმხნისა჻ რადღა჻ ხარ჻ მომხვეჭი჻ რისა჻

730. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბისა჻ სმენითა჻ მას჻ დღე჻ იხარებს჻ სმითა჻ და჻ ჭამისა჻ არ჻ მოწყენითა჻ კვლა჻ საწოლს჻ დახვდა჻ მას჻ მზესა჻ მუნცა჻ სიტყვითა჻ ბრძენითა჻ მისვლა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა჻

731. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი჻ ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მინდორს჻ რული჻ ფერნამკრთალი჻ ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ და჻ სრული჻ ლალი჻ მაგრა჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი჻

732. მზე჻ უკადრი჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ არ჻ ნადევრი჻ წყლად჻ ეფრატსა჻ უხვად჻ ურწყო჻ ედემს჻ რგული჻ ალვა჻ მჭევრი჻ ბროლბალახშსა჻ აშვენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი჻ მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათენს჻ ბრძენთა჻ ხამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი჻

733. ყმა჻ მხიარული჻ წინაშე჻ დასვა჻ სკამითა჻ მისითა჻ სხენან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყვისითა჻ უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყვითა჻ მქისითა჻ უთხრა჻ ჰპოეა჻ პატიჟნი჻ ნახენ჻ ძებნითა჻ ვისითა჻

734. ჰკადრა჻ რა჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა჻ ხსოვნა჻ არა჻ ხამს჻ ჭირისა჻ ვით჻ დღისა჻ გარდასრულისა჻ ვჰპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა჻ მუნ჻ პირი჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერნაკლულისა჻

735. მუნ჻ სარო჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები჻ იტყვის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები჻ მით჻ ვიწვი჻ რათგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ მოუთმინები჻ მერმე჻ კვლა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები჻

736. სიარულსა჻ მისგან჻ ძებნად჻ სრულ჻ პატიჟთა჻ მოსთვლის჻ ჭირსა჻ მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღმერთმან჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა჻ საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩსო჻ ვით჻ ნადირსა჻ ოდენ჻ ხელი჻ მხეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა჻

737. ეგონების჻ მისი჻ მკვლელი჻ იარების჻ ცრემლთა჻ მფრქვნელი჻ არ჻ შესჯერდეს჻ შემოქმედსა჻ ზღვადცა჻ მისცეს჻ საქონელი჻ ცუდად჻ შვრების჻ იარების჻ გამოჭრილა჻ ჰინდოელი჻ მიწყივ჻ უდებს჻ ცეცხლსა჻ მასვე჻ მისი჻ დამდაგველი჻