... (პარიზული ხელნაწერი 10)

777. [……….]჻ ცეცხლი჻ მედების჻ წვა჻ მისისა჻ მჭირს჻ მწველისა჻ მკლავს჻ სურვილი჻ და჻ ვერ჻ ნახვა჻ ჩემისა჻ სასურველისა჻ მას჻ ჩემთვის჻ სულნი჻ არ჻ შურდეს჻ შეზღვა჻ ხამს჻ შეუზღველისა჻ ხამს჻ სიყვარული჻ მოყვრისა჻ უხვისა჻ უშურველისა჻

778. […………..]გულსა჻ ჩემსა჻ ვითა჻ ბადე჻ დაებადა჻ მუნვე჻ დარჩა჻ დათმობაცა჻ მასთანავე჻ დაება჻ და჻ რათგან჻ დასწვავს჻ მოახლეთა჻ ღმერთსა჻ მზედცა჻ დაებადა჻ მერმე჻ ასმათ჻ ჩემთვის჻ დისა჻ მართ჻ დად჻ უფრო჻ დაებადა჻

779. [……………..] შევჰფიცე჻ ფიცითა჻ საშინელითა჻ კვლა჻ მოვალ჻ გნახავ჻ პირითა჻ არ჻ მტერთა჻ საწუნელითა჻ შენსა჻ მე჻ ვეძებ჻ ნათელსა჻ შენ჻ ხარ჻ გულითა჻ ბნელითა჻ ჟამია჻ ჩემგან჻ წასვლისა჻ მით჻ მწვავს჻ ცეცხლითა჻ ნელითა჻

780. [………]მართლად჻ გითხრობ჻ არ჻ სიტყვასა჻ საკვეხელსა჻ მიმელის჻ და჻ ვერ჻ მივსულვარ჻ ესე჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ ცხელსა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ ზენაარსა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ხელი჻ ხელსა჻ რამცა჻ სადა჻ გაუმარჯვდა჻ კაცთა჻ ფიცთა჻ გამტეხელსა჻

781. [ ………. ] გითხრა჻ ჩემაგიერ჻ როსტანს჻ ჰკადრე჻ მიედ჻ სრასა჻ თავმან჻ მისმან჻ ფიცით჻ გეტყვი჻ შენ჻ ვაზირსა჻ ოსტასრასა჻ არ჻ შემიპყრობს჻ არ჻ დავდგები჻ თუ჻ შემიპყრობს჻ მაქნევს჻ რასა჻ მიშველე჻ რა჻ გული჻ ცეცხლმან჻ არ჻ დამიჭრას჻ არა჻ სრასა჻

782. კადრე჻ ვინ჻ გაქო჻ ყოველმან჻ პირმან჻ არ჻ მეუმზრახემან჻ ვითა჻ ვიშიშვი჻ გაცნობოს჻ ღმერთმან჻ თქვენმანვე჻ სახემან჻ მაგრა჻ მან჻ ყმამან჻ ცეცხლითა჻ დამწვა჻ ალვისა჻ სახემან჻ გული჻ წამავე჻ წამიღო჻ ვერათ჻ ვერ჻ შევინახე჻ მან჻

783. [………………………]უმისობა჻ ჩემგნ჻ ყოლა჻ არ჻ ეგების჻ გული჻ მას჻ აქვს჻ უგულოსა჻ აქა჻ ხელი჻ რა჻ მეხდების჻ თუ჻ რას჻ ვარგებ჻ პირველ჻ ხვალემ჻ თვით჻ სახელი჻ თქვენ჻ მოგხვდების჻ ვერას჻ ვარგებ჻ გულსა჻ დავსდებ჻ ჩემი჻ ფიცი჻ არ჻ გატყდების჻

784. წასლვა჻ ჩემი჻ გულსა჻ თქვენსა჻ არ჻ ეწყინოს჻ არ჻ დაჭმუნდეს჻ თავსა჻ ჩემსა჻ გაგებული჻ იქნას჻ რაცა჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ მანვე჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯვდეს჻ თქვენი჻ თქვენკე჻ დავებრუნდეს჻ არ჻ მოვბრუნდე჻ თქვენმცა჻ სუფევთ჻ თქვენი჻ მტერი჻ დაძაბუნდეს჻

785. კვლა჻ პირმზე჻ ეტყვის჻ ვაზირსა჻ მე჻ სიტყვა჻ შევამცირეო჻ წა჻ ესე჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ შევინვიდოდეს჻ ვირეო჻ მიაჯე჻ ამოდ჻ გაშვება჻ და჻ თავი჻ გაიგმირეო჻ ასი჻ ათასი჻ წითელი჻ შენ჻ ქრთამად჻ შეიწირეო჻

786. ვაზირმან჻ უთხრა჻ სიცილით჻ ქრთამი჻ შენ჻ გქონდეს჻ შენია჻ შენგან჻ კმა჻ ჩემად჻ წყალობად჻ რომე჻ გზა჻ გაგიჩენია჻ მაგას჻ რა჻ ვჰკადრებ჻ მეფესა჻ რაცა჻ აწ჻ თქვენგან჻ მსმენია჻ ვიცი჻ უცილოდ჻ ამავსებს჻ შოება჻ არ჻ საწყენია჻

787. […...]მისმან჻ მუნვე჻ მამკლავს჻ ვეჭვ჻ წამიცა჻ არ჻ წამაროს჻ შენი჻ ოქრო჻ შენვე჻ დაგრჩეს჻ მე჻ გლახ჻ მიწა჻ მესამაროს჻ მომკალ჻ კაცსა჻ სიცოცხლისა჻ სწორად჻ რაცა჻ მოეხმაროს჻ არ჻ ითქმის჻ და჻ ვერცა჻ ვიტყვი჻ რა჻ გინდა჻ ვინ჻ მისაგმაროს჻

788. […..] წავა჻ თავსა჻ წინა჻ სიცოცხლე჻ გლახ჻ ვით჻ გათნიო჻ ამიკლებს჻ და჻ ანუ჻ მომკლავს჻ ეგე჻ სიტყვა჻ ვითა჻ სთქვიო჻ რად჻ არ჻ მუნვე჻ გაიგონე჻ რად჻ ხარ჻ შმაგი჻ ეგეთიო჻ სჯობს჻ სიკვდილი჻ აკლებასა჻ ამას჻ თავსა჻ აწვე჻ ვსწვრთიო჻

789. თუ჻ მეფეცა჻ გაგიშვებდეს჻ თვით჻ ლაშქარნი჻ რად჻ მოღორდენ჻ რად჻ გაგიშვან჻ რად჻ დაღორდენ჻ ანუ჻ მზესა჻ რად჻ მოშორდენ჻ შენ჻ წახვიდე჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ დაგვთამამდენ჻ გაგვისწორდენ჻ ეგე჻ ასრე჻ არ჻ იქნების჻ ვითა჻ ჩიტნი჻ არ჻ გაქორდენ჻

790. ყმა჻ ატირდა჻ ცრემლით჻ უთხრა჻ ხამს჻ თუ჻ დანა჻ გულსა჻ ვიცი჻ ჰე჻ ვაზირო჻ შეგეტყობის჻ სიყვარული჻ არ჻ თურ჻ იცი჻ ანუ჻ სხვაცა჻ არ჻ გინახავს჻ მოყვრობა჻ და჻ არცა჻ ფიცი჻ თუ჻ გინახავს჻ უმისოსა჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვით჻ ამტკიცი჻

791. მზე჻ დაბრუნდა჻ არ჻ ვიცოდი჻ მზესა჻ რამცა჻ დააბრუნვებს჻ აწ჻ უშველოთ჻ გვიჯობს჻ იგი჻ ნაცვლად჻ დღესა჻ დაგვითბუნვებს჻ ჩემი჻ ჩემებრ჻ არვინ჻ იცის჻ რა჻ მამწარებს჻ რა჻ მატკბუნვებს჻ ცუდთა჻ კაცთა჻ საუბარი჻ კაცსა჻ მეტად჻ დააჭმუნვებს჻

792. მეფე჻ ანუ჻ მისნი჻ სპანი჻ ნეტარ჻ ხელსა჻ რასა჻ მხდიან჻ აწ჻ ვითამცა჻ უცნობოსა჻ გაუწყვეტლად჻ ცრემლი჻ მდიან჻ სჯობს჻ წავიდე჻ არ჻ გავტეხნე჻ კაცსა჻ ფიცნი჻ გამოსცდიან჻ ჭირნი჻ მისგან჻ უნახავნი჻ კაცსა჻ ვისმცა჻ გარდუხდიან჻

793. აწ჻ ვაზირო჻ მაგა჻ პირსა჻ გული჻ კრული჻ ვით჻ მოგთმინდეს჻ რკინა჻ ჩემი჻ მონაცვალე჻ ხამს჻ გაცვილდეს჻ არ჻ გატინდეს჻ ვერ჻ გარდვიხდი჻ ცრემლთა჻ მისთა჻ ჯეიჰუნიც჻ თვალთა჻ მდინდეს჻ მომეხმარე჻ ნუ჻ თუ჻ ჩემგან჻ მოხმარება჻ შენცა჻ გინდეს჻

794. [.................................... ] გავიპარვი჻ წავალ჻ მათგან჻ შეუგებლად჻ ვითა჻ მნუკევს჻ ეგრე჻ დავრთო჻ გული჻ ცეცხლსა჻ მოსადებლად჻ ვიცი჻ ჩემთვის჻ არას჻ გიზამს჻ თუ჻ არ჻ უნდი჻ გასაძებლად჻ თქვი჻ რა჻ გინდა჻ წაგეკიდოს჻ თავი჻ დადევ჻ საწამებლად჻

795. [……….]თქვა჻ შენი჻ ცეცხლი჻ მეცა჻ ცეცხლად჻ მომედების჻ ვეღარ჻ უჭვრეტ჻ ცრემლთა჻ შენთა჻ სოფელიცა჻ გაქარდების჻ ზოგჯერ჻ თქმა჻ სჯობს჻ არათქმასა჻ ზოგჯერ჻ თქმითა჻ დაშავდების჻ ვიტყვი჻ მოვჰკვდე჻ არა჻ მგამა჻ ჩემი჻ მზეცა჻ თქვენ჻ მოგხვდების჻

796. [……………] ესე჻ უთხრა჻ ადგა჻ დარბაზს჻ გაემართა჻ მეფე჻ დახვდა჻ შეკაზმული჻ პირი჻ მზეებრ჻ ეწაღმართა჻ შეუშინდა჻ საწყენლისა჻ მოხსენება჻ ვერ჻ შემართა჻ დაყრით჻ დგა჻ და჻ იგონებდა჻ არ჻ საქმეთა჻ საომართა჻