... (პარიზული ხელნაწერი 10)

797. მეფემან჻ ნახა჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ დაყმუნვებული჻ უბრძანა჻ რა჻ გჭირს჻ რა჻ იცი჻ რად჻ მოხვე჻ შეჭირვებული჻ მან჻ ჰკადრა჻ არა჻ ვიციო჻ მართ჻ ვარ჻ თავისა჻ ვებული჻ მართალ჻ ხართ჻ მომკლათ჻ რა჻ გესმათ჻ ამბავი჻ გაკვირვებული჻

798. ჩემი჻ ჭმუნვა჻ ჭირსა჻ ჩემსა჻ არცა჻ მეტს჻ და჻ არცა჻ დიდობს჻ მეშინიან჻ თუცა჻ შიშსა჻ მოციქული჻ ვერ჻ დარიდობს჻ აწ჻ ავთანდილ჻ გეთხოვების჻ მოაჯეობს჻ არ჻ წამკიდობს჻ უმისყმისოდ჻ სოფელსა჻ და჻ საწუთროსა჻ მისთვის჻ ფლიდობს჻

799. რაცა჻ იცოდა჻ ყველაი჻ ჰკადრა჻ მოშიშრად჻ ენითა჻ კვლა჻ მოახსენა჻ რამცა჻ სცნა჻ სიტყვითა჻ ესოდენითა჻ თუ჻ რაგვარ჻ მყოფი჻ მინახავს჻ თუ჻ რაგვარ჻ ცრემლთა჻ დენითა჻ მართალ჻ ხართ჻ თუმცა჻ რისხვანი჻ ჩემთვის჻ იანასდენითა჻

800. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაგულისდა჻ გაავცნობდა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გასაშიშრდა჻ შემხედველთა჻ შეაშთობდა჻ შეუზახნა჻ რასთვის჻ შმაგობ჻ მაგას჻ სხვამცა჻ ვინ჻ მითხრობდა჻ ავსა჻ კაცსა჻ ურჩევნია჻ ავსამცა჻ რას჻ ადრე჻ სცნობდა჻

801. ვითამც჻ რამე჻ სახარული჻ საქმე჻ მითხარ჻ ვითა჻ ღადრად჻ მაგის჻ მეტი჻ რა჻ ვინ჻ მიყოს჻ თუ჻ არ჻ მომკლას჻ მუხთლად჻ ღადრად჻ შმაგო჻ ენა჻ ვით჻ იხმარე჻ აწ჻ მაგისად჻ ჩემად჻ კადრად჻ აგრე჻ შმაგი჻ არ჻ ვაზირად჻ არად჻ ვარგხარ჻ არცა჻ სხვად჻ რად჻

802. ჴამსცა჻ კაცმან჻ პატრონისა჻ საწყინარსა჻ არ჻ დახედნეს჻ ოდენ჻ სიტყვა჻ უმეცრული჻ უალაგოდ჻ დაიყბედნეს჻ მე჻ მაგისად჻ მოსმენამდის჻ რად჻ არ჻ ყურნი჻ შემეჭედნეს჻ შენ჻ თუ჻ მოგკლა჻ სისხლნი჻ შენნი჻ ჩემმან჻ ქედმან჻ მიიქედნეს჻

803. კვლა჻ უბრძანა჻ თუმცა჻ მისგან჻ აწ჻ არ჻ იყავ჻ მოგზავნილი჻ თავმან჻ ჩემმან჻ თავსა჻ მოგკვეთ჻ არად჻ უნდა჻ ამას჻ ცილი჻ წა჻ უკუდეგ჻ ავი჻ შმაგი჻ უმეცარი჻ შლეგი჻ წბილი჻ შაბაშ჻ სიტყვა჻ შაბაშ჻ კაცი჻ შაბაშ჻ საქმე჻ მისგან჻ ქმნილი჻

804. დადრკა჻ სკამნი჻ შემოსტყორცნა჻ ჰკრნა჻ კედელსა჻ შეალეწნა჻ დააცდუნვა჻ მაგრა჻ მისთვის჻ აალმასნა჻ არ჻ აძეწნა჻ ვით჻ მიანბე჻ წასლვა჻ მისი჻ ვინ჻ ალვისა჻ მორჩი჻ ხე჻ წნა჻ ვაზირისა჻ ცრემლმან჻ ცხელმან჻ ღაწვნი჻ თეთრნი჻ აახეწნა჻

805. ვაზირმან჻ გლახ჻ გამოჰრიდნა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ იწრწინვებს჻ გამოძრწა჻ და჻ გამომელდა჻ გულსა჻ წყლულსა჻ მოიმტკივნებს჻ შეის჻ ხასობს჻ გაის჻ ქუშობს჻ ენა჻ ასრე჻ მოაყივნებს჻ მტერი჻ მტერსა჻ ვერას჻ ავნებს჻ რომე჻ კაცი჻ თავსა჻ ივნებს჻

806. თქვა჻ ცოდვათა჻ ჩემთა჻ მსგავსი჻ ღმერთმან჻ მეტი჻ რა჻ მიჩვენოს჻ რად჻ მოვღორდი჻ რად჻ დავბნელდი჻ ნეტარ჻ ვინღა჻ გამითენოს჻ ვინცა჻ სხვა჻ რა჻ კადნიერად჻ პატრონსა჻ რა჻ მოახსენოს჻ ჩემნი჻ დღენი჻ მასმცა჻ ადგან჻ რაძი჻ ვითა჻ გაისვენოს჻

807. ვაზირი჻ გაწბილებული჻ მივა჻ ბედითა჻ შავითა჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ დაღრეჯით჻ პირითა჻ გამქუშავითა჻ მადლი჻ რა჻ გკადრო჻ აწ჻ თქვენგან჻ გავხასდი჻ მე჻ მაშა჻ ვითა჻ ვა჻ კარგი჻ თავი჻ უებრო჻ დავკარგე჻ დავაშავითა჻

808. ქრთამსა჻ სთხოვს჻ და჻ ამხანაგობს჻ თუცა჻ ცრემლსა჻ ვერ჻ იწურვებს჻ მიკვირს჻ რად჻ სცალს჻ წყლიანობად჻ რად჻ არ჻ გულსა჻ შეიურვებს჻ ვინ჻ არ჻ მისცეს჻ ქადებულსა჻ მოურავსა჻ მოიმდურვებს჻ თქმულა჻ ქრთამი჻ საურავსა჻ ჯოჯოხეთსცა჻ დაიურვებს჻

809. ვით჻ გამჴადა჻ რა჻ მიბრძანა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ თხრობა჻ რა჻ სიავე჻ რა჻ სირეგვნე჻ რა჻ შლუობა჻ რა჻ შმაგობა჻ მე჻ თვით჻ კაცად჻ აღარ჻ ვარგ჻ ვარ჻ აღარა჻ მიც჻ თავსა჻ ცნობა჻ ესე჻ მიკვირს჻ რად჻ არ჻ მამკლა჻ მისცა჻ თურე჻ ღმერთმან჻ თმობა჻

810. მეცა჻ ვიცოდი჻ რაცა჻ ვქენ჻ ცთომით჻ არ჻ წამკიდებია჻ ვიაზრე჻ გამიწყრებოდა჻ ჭმუნვა჻ მით჻ გამდიდებია჻ განგებით჻ ქნილსა჻ რისხვასა჻ ვერავინ჻ დარიდებია჻ შენთვის჻ სიკვდილი჻ ლხინად჻ მიჩს჻ ჭირი჻ არ჻ გამცუდებია჻

811. ყმამან჻ უთხრა჻ შენთვის჻ წყრომა჻ მემცა჻ განა჻ დამიმძიმდა჻ მაგრა჻ ქრთამი჻ რადღა჻ გმართებს჻ გაიცინნა჻ გაცაღიმდა჻ შენ჻ ადამი჻ გაგიმეშდა჻ ართუ჻ მეში჻ გიადიმდა჻ რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ ვისთვის჻ ვინმცა჻ გააქიმდა჻

812. მოახსენა჻ კულა჻ ვაზირმან჻ მე჻ რა჻ გინდა჻ წამეკიდოს჻ მოიწყრომებს჻ შეცამინდობს჻ უთუ჻ გული჻ გაიწმინდოს჻ შენ჻ რასა჻ იქ჻ ესე჻ მოთხარ჻ ემი჻ ჭმუნვა჻ გაიდიდოს჻ ხამსცა჻ კაცმან჻ სასიკვდინოდ჻ თავსა჻ არა჻ არ჻ დარიდოს჻

813. ყმამან჻ უთხრა჻ აღარ჻ წასლვა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ აროს჻ იადონი჻ მაშინ჻ მოკვდეს჻ ოდეს჻ ვარდმან჻ იდამჭკნაროს჻ ხამს჻ უძებნოს჻ ცვარი჻ წყლისა჻ მისთვის჻ თავი჻ ყოვლგან჻ აროს჻ ვერ჻ უპოვოს჻ რა჻ ქნას჻ ანუ჻ გული჻ რათა჻ დაიწყნაროს჻

814. უიმისოდ჻ მყოფი჻ ვერ჻ გავსძლებ჻ ჯდომასა჻ ვერცა჻ წოლასა჻ მართ჻ ნადირთაებრ჻ გაჭრასა჻ ვირჩევ჻ მათთანა჻ რბოლასა჻ ასრე჻ გასრულსა჻ რად჻ მნუკევს჻ მისთა჻ მებრძოლთა჻ ბრძოლასა჻ სჯობს჻ უყოლობა჻ კაცისა჻ მომდურავისა჻ ყოლასა჻

815. მოვახსენებ჻ ერთხელ჻ კვლაცა჻ აწ჻ რაზომცა჻ მეფე჻ წყრების჻ ნუთუ჻ გაბრჭოს჻ გული჻ ჩემი჻ ვით჻ იწვის჻ და჻ ვით჻ ენთების჻ არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ რა჻ იმედი჻ გარდმიწყდების჻ მე჻ თუ჻ მოვჰკვდე჻ ჩემი჻ კერძი჻ სოფელიმცა჻ გარდიფხვრების჻

816. მოიუბნეს჻ ვაზირმან჻ ქნა჻ ჭამასმანი჻ მათნი჻ ფერნი჻ უმასპინძლა჻ ძღვენი჻ უძღვნა჻ შვენიერსა჻ შვენიერნი჻ მისნი჻ მყოლნი჻ ავეავსნა჻ მოყმენი჻ თუნდა჻ ბერნი჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ სახლად჻ ჩადგეს჻ მზისა჻ წვერნი჻