... (პარიზული ხელნაწერი 10)

642. ამა჻ ყმამან჻ შემიკვეთა჻ გული჻ მისკე჻ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე჻ აჩქარება჻ შენი჻ ყოლა჻ არად჻ უნდა჻ მეცა჻ თანა჻ წამოგყვები჻ დაიხოცნენ჻ იგი჻ მუნ჻ და჻ ჩვენ჻ ორთავე჻ მეომარი჻ განაღამცა჻ შეგვიძრწუნდა჻

643. ესეცა჻ უთხარ჻ ამბავი჻ ჩემი჻ არ჻ გაგეგონების჻ უფრორე჻ წყნარად჻ გიამბობ჻ თუ჻ ჟამი჻ ჩვენ჻ გვექონების჻ მან჻ მითხრა჻ ლხინი჻ საჩემო჻ მაგას჻ რა჻ შეეწონების჻ დღედ჻ სიკვდილადმდის჻ სიცოცხლე჻ შენ჻ ჩემი჻ დაგემონების჻

644. მივედით჻ მისსა჻ ქალაქსა჻ ტურფასა჻ მაგრა჻ ცოტასა჻ გამოეგებნეს჻ ლაშქარნი჻ ისხემდეს჻ მისთვის჻ ოტასა჻ პირსა჻ იხოკდეს჻ გაჰყრიდეს჻ ნახოკსა჻ ვით჻ ნაფოტასა჻ ეხვეოდიან჻ ჰკოცნიდეს჻ ხრმალსა჻ და჻ სალტეკოტასა჻

645. კულა჻ მოვეწონე჻ ვეტურფე჻ მე჻ მისი჻ გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან჻ ქებასა჻ მზეო჻ ხარ჻ ჩვენთვის჻ ი჻ დარი჻ მივედით჻ ვნახეთ჻ ქალაქი჻ მისი჻ ტურფა჻ და჻ მდიდარი჻ ყველასა჻ ტანსა჻ ემოსა჻ ზარქაში჻ განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათი჻

646. მოსჯობდა჻ ომი჻ შეეძლო჻ ხმარება჻ ცხენაბჯარისა჻ დავჰკაზმეთ჻ ნავი჻ კატარღა჻ და჻ რიცხვი჻ სპათა჻ ჯარისა჻ კაცი჻ ხმდა჻ მისთა჻ მჭვრეტთათვის჻ ღონემცა჻ ეაჯა჻ რისა჻ აწ჻ გითხრა჻ ომი჻ მოყმისა჻ მებრძოლთა჻ დამსაჯარისა჻

647. მათი჻ მესმა჻ დაპირება჻ ჩაბალახთა჻ ჩამობურვა჻ ნავი჻ წინა჻ მომეგება჻ არა჻ ვიცი჻ იყო჻ თუ჻ რვა჻ ფიცხლა჻ ზედა჻ შევეჯახე჻ მათ჻ დაიწყეს჻ ამოდ჻ ცურვა჻ ქუსლი჻ შევეც჻ დავუქცივე჻ დაიზახნეს჻ დიაცურ჻ ვა჻

648. კულა჻ სხვასა჻ მიველ჻ მოვჰკიდე჻ ხელი჻ ნავისა჻ ბაგესა჻ ზღვასა჻ დავანთქენ჻ დავჰხოცე჻ ომიმცა჻ რაღა჻ აგესა჻ სხვანი჻ გამექცეს჻ მიმართეს჻ მათ჻ მათსა჻ საქულბაგესა჻ ვინცა჻ მიჭვრეტდის჻ უკვირდა჻ მაქებდეს჻ არ჻ მაძაგესა჻

649. ზღვა჻ გავიარეთ჻ გავედით჻ შემოგვიტიეს჻ ცხენია჻ კვლა჻ შევიბენით჻ შეიქნნეს჻ ომისა჻ სიმარცხენია჻ მუნ჻ მომეწონა჻ ფრიდონის჻ სიქველესიმკიცხენია჻ იბრძვის჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ იგი჻ ალვისაც჻ ხენია჻

650. თუით჻ ორნივე჻ ბიძაძენი჻ მისნი჻ ხმრლითა჻ ჩამოყარნა჻ ხელნი჻ წმიდად჻ დაეკვეთეს჻ იგი჻ ასრე჻ ასაპყარნა჻ მოიტანნა჻ მხარდაკრულნი჻ ერთმან჻ ორნი჻ არ჻ დაყარნა჻ მათნი჻ ყმანი჻ გაამტირლნა჻ მისნი჻ სპანი჻ ამაყარნა჻

651. მათნი჻ ლაშქარნი჻ გაგვექცეს჻ ვეცენით჻ გაცავფანტენით჻ ფიცხლად჻ წაუღეთ჻ ქალაქი჻ არ჻ თავნი჻ გავაზანტენით჻ ქვითა჻ დავლეწეთ჻ წვივები჻ ჩვენ჻ იგი჻ გავაანტენით჻ მომკალით჻ ლარი჻ დავლიოთ჻ ან჻ აკიდებით჻ ან჻ ტენით჻

652. ფრიდონ჻ ნახნა჻ საჭურჭლენი჻ და჻ ბეჭედნი჻ მისნი჻ დასხნა჻ თვით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ დაპყრობილნი჻ წამოასხნა჻ მისთა჻ ნაცვლად჻ სისხლნი჻ მათნი჻ მოღვარნა჻ და჻ ველთა჻ ასხნა჻ ჩემი჻ თქვეს჻ თუ჻ ღმერთსა჻ მადლი჻ ვინ჻ ალვისა჻ ხენი჻ ასხნა჻

653. მივედით჻ მოქალაქეთა჻ ზარი჻ ჩნდა჻ რომე჻ ზმიდიან჻ აჯათა჻ მქნელნი჻ მჭვრეტელთა჻ გულსა჻ მუნ჻ დააბმიდიან჻ მე჻ და჻ ნურადინს჻ ყველანი჻ ქებასა჻ შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს჻ მკლავთა჻ თქვენთაგან჻ ჯერთ჻ მათნი჻ სისხლნი჻ მიდიან჻

654. ლაშქარნი჻ ფრიდონს჻ მეფედ჻ და჻ მიხმობდეს჻ მეფეთმეფობით჻ თვით჻ თავსა჻ მათსა჻ მონად჻ და჻ ჩემსა჻ ყველასა჻ სეფობით჻ დაღრეჯით჻ ვიყავ჻ ვერ჻ მპოვეს჻ ვეროდეს჻ ვარდის჻ მკრეფობით჻ ჩემი჻ ვერ჻ ცნიან჻ ამბავი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელისა჻

655. დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ ფრიდონ჻ ნადირობას჻ გამოვედით჻ ზღვასა჻ ზედა჻ წაწურვილსა჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდავდეგით჻ ფრიდონ჻ მითხრა჻ გითხრობ჻ რასმე჻ ვთამაშობდით჻ ცხენსა჻ ვსხედით჻ ერთი჻ რამე჻ საკვირველი჻ მე჻ ვნახეო჻ ამა჻ ქედით჻

656. მე჻ ვჰკითხევდით჻ ფრიდონ჻ მეტყვის჻ მართ჻ ამბავსა჻ ესოდენსა჻ დღე჻ ერთ჻ მწადდა჻ ნადირობა჻ შევჯე჻ ამა჻ ჩემსა჻ ცხენსა჻ ზღვათა჻ შიგან჻ იხვსა჻ ჰგვანდა჻ ხმელთა჻ ზედა჻ შავარდენსა჻ აქა჻ ვდეგ჻ და჻ თვალს჻ უგებდი჻ ქორსა჻ იქით჻ განაფრენსა჻

657. ზოგჯერ჻ ზღვითკენ჻ მივიხედნი჻ წავსდგომოდი჻ ამა჻ გორსა჻ ზღვასა჻ შიგან჻ ცოტა჻ რამე჻ დავინახე჻ თუცა჻ შორსა჻ ეგრე჻ ფიცხლად჻ სიარული჻ არას჻ ძალაქვ჻ მისსა჻ სწორსა჻ ვერად჻ ვიცან჻ გავეკვირვე჻ გონებასა჻ ამად჻ ორსა჻

658. ვჰთქუი჻ რა჻ არის჻ რას჻ ვამსგავსო჻ მფრინველია჻ ანუ჻ მხეცი჻ ნავი჻ იყო჻ არ჻ ეფარა჻ სამოსელი჻ მრავალკეცი჻ წინა჻ კაცნი჻ მოზიდვიდეს჻ თვალი჻ ამად჻ დავაცეცი჻ მთვარე჻ უჯდა჻ კიდობანსა჻ ცა჻ მეშვიდე჻ მასცა჻ ვეცი჻

659. ამოძურნეს჻ ორნი჻ მონანი჻ შავნი჻ მართ჻ ვითა჻ ფისანი჻ ქალი჻ გარდმოსვეს჻ სისხონი჻ ვნახენ჻ მისისა჻ თმისანი჻ მას჻ რომე჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ფერნიმცა჻ ჰგვანდეს჻ რისანი჻ მან჻ გაანათლა჻ ქვეყანა჻ გაცუდდეს჻ შუქნი჻ მზისანი჻