... (პარიზული ხელნაწერი 10)

584. მეფემან჻ ბრძანა჻ მოკაზმეთ჻ კარვითა჻ მოედანია჻ გამოისვენოს჻ სიძემან჻ დაყოს჻ ცოტაი჻ ხანია჻ მუნ჻ მისად჻ ნახვად჻ გავიდენ჻ უშენოდ჻ სხვანი჻ სპანია჻ შენ჻ აქა჻ ნახენ჻ კმარიან჻ იქა჻ ნახვისად჻ კმანია჻

585. მაედანს჻ დავდგი჻ კარვები჻ წითლისა჻ ატლასებისა჻ მოვიდა჻ სიძე჻ გარდაჰხდა჻ დღე჻ ჰგვანდა჻ არ჻ აღვსებისა჻ შეიქმნა჻ გასლვა჻ შიგანთა჻ ჯარია჻ მუნ჻ ხასებისა჻ დაიწყეს჻ დგომა჻ ლაშქართა჻ თემთემად჻ დასდასებისა჻

586. მე჻ დავშური჻ ვითა჻ წესია჻ საურავგარდახდილისა჻ შინა჻ წამოველ჻ მაშვრალი჻ ქნა჻ მომდომოდა჻ ძილისა჻ მონა჻ მოვიდა჻ მომართვა჻ წიგნი჻ ასმათის჻ ტკბილისა჻ ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ მსგავსი჻ ალვისა჻ ზრდილისა჻

587. ცხენისაგან჻ არ჻ გარდავჰხე჻ წავე჻ ფიცხლად჻ დავმორჩილდი჻ ქალი჻ დამხვდა჻ ნატირები჻ ვჰკითხე჻ ცრემლსა჻ რასა჻ ჰმილდი჻ მითხრა჻ შენი჻ შესწრობილი჻ ტირილსამცა჻ ვით჻ ავსცილდი჻ გაუწყვედლად჻ ვით჻ გამართლო჻ რაგვარადმცა჻ გავვაქილდი჻

588. შევედით჻ ვნახეთ჻ ბალიშსა჻ ზედა჻ წარბშერჭმით჻ მჯდომარე჻ მზე჻ ვეღარას჻ იქს჻ მის჻ მეტსა჻ მას჻ გაენათლა჻ რომ჻ არე჻ წავდეგ჻ მიბრძანა჻ რასა჻ სდგა჻ დღე჻ მიგიჩს჻ წინ჻ საომარე჻ ანუ჻ გამწირე჻ მიტყუე჻ და჻ კვლაცა჻ მომიცდომარე჻

589. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქვი჻ ფიცხლად჻ გარე჻ შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ არ჻ მინდოდეს჻ ვისცა჻ უნდი჻ ქალი჻ ომსა჻ რაგვარ჻ მაწვევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი჻ შინა჻ მოველ჻ მოკლვა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი჻

590. ასსა჻ ვუბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენით჻ შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენით჻ კარავსა჻ შეველ჻ სასიძო჻ ვითა჻ წვა჻ ზარამც჻ თქმად჻ ენით჻ უსისხლოდ჻ მოვჰკალ჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ხმდა჻ სისხლისა჻ დადენით჻

591. კარვის჻ კარი჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა჻ ფერხთა჻ მოვეკიდე჻ თავი჻ სვეტსა჻ შეუტაკე჻ წინა჻ მწოლთა჻ დაიზახეს჻ გლოვა჻ მიჰხვდა჻ საარაკე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭვი჻ მეცვა჻ საკურტაკე჻

592. ჴმა჻ დამივარდა჻ შეიქმნა჻ ზახილი჻ მოსაწევარი჻ წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰხოცე჻ ჩემი჻ მდევარი჻ ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი჻ მუნ჻ შიგან჻ შევე჻ მშვიდობით჻ ამოდ჻ იგივე჻ მე჻ ვარი჻

593. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყოვლგან჻ ლაშქარსა჻ ყველასა჻ აქა჻ მომართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა჻ არ჻ გაწყდა჻ მოსლვა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა჻ ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცვდიან჻ თავებსა჻ მათსა჻ მრთელასა჻

594. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად჻ ვნახენ჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად჻ ებრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად჻ ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად჻

595. ხვარაზმშაჰს჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე჻ თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რად჻ არა჻ შემაგებინე჻ მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე჻ დღედ჻ სიკვდილამდის჻ შენიცა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე჻

596. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ ვარ჻ უმაგრესი჻ რვალისა჻ თუ჻ არ჻ რად჻ მიშლის჻ სიკვდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხვილთა჻ ალისა჻ მაგრა჻ თვით჻ იცით჻ ხელმწიფე჻ ხამს჻ მქმნელი჻ სამართალისა჻ მე჻ თქვენმან჻ მზემან჻ მაშოროს჻ ნდომა჻ თქვენისა჻ ქალისა჻

597. იცით჻ ჰინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრასაჯდომია჻ ერთიღა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ ყველაი჻ თქვენ჻ მოგხდომია჻ ამოწყდა჻ მათი჻ ყველაი჻ მამული჻ თქვენ჻ დაგრჩომია჻ დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემოდ჻ არავის჻ არ჻ მონდომია჻

598. ვერა჻ გათნევ჻ თქვენმან჻ კეთილმან჻ აწ჻ ეგე჻ არმართალია჻ ღმერთმან჻ არ჻ მოგცა჻ ყმა჻ შვილი჻ გიზის჻ ერთაი჻ ქალია჻ ხვარაზმშა჻ დასვა჻ ხელმწიფედ჻ დამრჩების჻ რა჻ ნაცვალია჻ სხვა჻ მეფე჻ დაჯდეს჻ ჰინდოეთს჻ მერტყას჻ მე჻ ჩემი჻ ხრმალია჻

599. შენი჻ ქალი჻ არად჻ მინდა჻ გაათხოვე჻ გამარიდე჻ ჰინდოეთი჻ ჩემი჻ არის჻ არვის჻ მივსცე჻ ჩემგან჻ კიდე჻ ვინცა჻ ჩემსა჻ დამეცილოს჻ მისით჻ მასცა჻ ამოვფხვრიდე჻ სხვას჻ მეშველსა჻ გარეგანსა჻ მომკალ჻ ვისცა჻ ვინატრიდე჻

ცნობა ამბვისა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგუისა჻

600. ესე჻ კაცნი჻ გამეგზავნნეს჻ გონებასა჻ გავეშმაგე჻ რომე჻ მისი჻ ვერა჻ მეცნა჻ ამას჻ უფრო჻ დავედაგე჻ მას჻ ზღუდესა჻ გარდავადეგ჻ მინდორთაკენ჻ რომე჻ ვაგე჻ მესმა჻ საქმე჻ საშინელი჻ თუცა჻ თავი჻ ვერ჻ წავაგე჻

601. გამოჩნდეს჻ ორნი჻ ქვევითნი჻ მე჻ მივეგებე჻ წინარე჻ ქალი჻ ჰყვა჻ ერთსა჻ მონასა჻ ვცანცა჻ თუ჻ მოღმა჻ ვინ჻ არე჻ თავგაგლეჯილი჻ ასმათი჻ პირს჻ სისხლი჻ ჩამომდინარე჻ აღარ჻ მიყივლა჻ ღიმილით჻ არცაღა჻ გამიცინა჻ რე჻

602. იგი჻ ვნახე჻ დავებნივე჻ გონებანი჻ გამიშმაგნა჻ შორით჻ უხმე჻ რაშიგან჻ ვართ჻ ანუ჻ ცეცხლმან჻ რად჻ დაგვდაგნა»჻ მან჻ საბრალოდ჻ შემომტირნა჻ ძლივ჻ სიტყვანი჻ გამოაგნა჻ მითხრა჻ ღმერთმან჻ სიმგრგვლე჻ ცისა჻ ჩვენთვის჻ რისხვით჻ წამოგრაგნა»჻