... (პარიზული ხელნაწერი 10)

758. საწოლს჻ მჯდომმან჻ პირსა჻ ცემით჻ ბროლი჻ ბღუჯოს჻ ვარდი჻ კონოს჻ გულსა჻ იდებს჻ იტყვის჻ კაცმან჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შეაწონოს჻ ლხინმან჻ სძლიოს჻ გაძლება჻ ხამს჻ წირი჻ სთმოს჻ და჻ ჟამთა჻ მონოს჻ ვით჻ ქონება჻ არ჻ იმადლოს჻ მას჻ სხვა჻ ღმერთმან჻ რა჻ აქონოს჻

759. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი჻ გული჻ ჟამჟამად჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მომთმო჻ ლხინთა჻ მდომელი჻ გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თვით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი჻ ვერცა჻ ჰპატრონობს჻ სიკვდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი჻

760. ამ჻ სოფელსა჻ კარგად჻ ყოფით჻ კეისარი჻ იყო჻ ვითა჻ რა჻ მოკვდების჻ წარიყვანონ჻ მძიმედ჻ შეკრან჻ ბორკილითა჻ მიაბარონ჻ გეენიას჻ დაწვან჻ მისიტ჻ სიბნელითა჻ ეს჻ სოფელი჻ ამას჻ გიზამს჻ კარგსა჻ ნუ჻ ვინ჻ მოელითა჻

761. რა჻ გულსა჻ უთხრა჻ გულისა჻ სიტყვანი჻ საგულისონი჻ მან჻ მარგალიტნი჻ მოიხვნა჻ მის჻ მზისა჻ სამეყვისონი჻ მის჻ მზისა჻ მკლავსა჻ ნაბამნი჻ მათ჻ კბილთა჻ შესატყვისონი჻ პირსა჻ დასდვა჻ აკოცა჻ ცრემლი჻ სდის჻ ვითა჻ ბისონი჻

762. რა჻ გათენდა჻ კაცი჻ მოვა჻ მომკითხავი჻ დარბაზს჻ მხმობი჻ ყმა჻ წავიდა჻ ლაღი჻ ნაზი჻ ნაღვიძები჻ ძილნაკრთობი჻ ერთმანერთსა჻ ეჯავრიან჻ დგას჻ მჭვრეტელთა჻ ჯარი჻ მსწრობი჻ მეფე჻ მინდორს჻ ეკაზმოდა჻ მოემზადა჻ დაბდაბნობი჻

763. მეფე჻ შეჯდა჻ მაშინდელი჻ ზარი჻ აწმცა჻ ვით჻ ითქმოდა჻ ქოსდაბდაბთა჻ ცემისაგან჻ ყურთა჻ სიტყვა჻ არ჻ ისმოდა჻ მზესა჻ ქორნი჻ აბნელებდეს჻ ძაღლთა჻ რბოლა჻ მიდამოდა჻ მას჻ დღეს჻ მათგან჻ დანაღვარი჻ სისხლი჻ ველთა჻ მოესხმოდა჻

764. ინადირეს჻ შემოიქცეს჻ მხიარულნი჻ მინდორს჻ რულნი჻ შეიტანნეს჻ დიდებულნი჻ თავადნი჻ და჻ სპანი჻ სრულნი჻ დაჯდა჻ დახვდეს჻ მოკაზმულნი჻ საჯდომნი჻ და჻ სრანი჻ სრულნი჻ ხმას჻ სცემს჻ ჩანგი჻ ჩაღანასა჻ მომღერალნი჻ იყვნეს჻ სრულნი჻

765. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ჰკითხვიდა჻ ეუბნებოდა჻ ბაგეთა჻ გასჭვირს჻ ბროლლალი჻ და჻ კბილთათ჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ღირსნი჻ ახლოს჻ სხდეს჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა჻

766. ყმამან჻ რაცა჻ არვის჻ უთხრის჻ კითხვად჻ ვინმცა჻ გამოჰრიდა჻ მართალ჻ ა჻ თუ჻ საუბარსა჻ აძვირებსა჻ ძვირად჻ ღირდა჻ სმა჻ გარდახდა჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ მიცასჭირდა჻ ვეღარ჻ გასძლო჻ გულ჻ მისი჻ აუჩუქდა჻ აუტირდა჻

767. თქუა჻ ამა჻ ჟამსა჻ წუხელის჻ მე჻ დილა჻ გამთენებოდა჻ მუნ჻ ვიყავ჻ სადა჻ სსამყაროს჻ ღაწვთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ აწ჻ სიშორისა჻ მომლოდე჻ გულიმცა჻ მისთვის჻ კვდებოდა჻ მზემან჻ რა჻ მისცა჻ სინათლე჻ თუ჻ მთვარე჻ გაეყრებოდა჻

768. ყმა჻ მივიდა჻ გულმოკლული჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოედინა჻ მართ჻ მისივე჻ სიყვარული჻ უარებდის჻ თვალთა჻ წინა჻ ზოჯერ჻ ადგის჻ ზოგჯერ჻ დაწვის჻ ხელსა჻ რადმცა჻ დაეძინა჻ რაც჻ ა჻ აჯა჻ დათმობისა჻ გულმან჻ ვისმცა჻ მოუსმინა჻

769. წევს჻ იტყვის჻ გულსა჻ სალხინო჻ რამცაღა჻ დაუსახეო჻ მოგშორდი჻ ედემს჻ ნაზარდო჻ ტანო჻ ლერწამო჻ და჻ ხეო჻ შენთა჻ მჭვრეტელთა჻ ნიშატო჻ ვერ჻ მჭვრეტთა჻ სავაგლახეო჻ ცხადად჻ ნახვასა჻ არ჻ ღირსვარ჻ ნეტარმცა჻ სიზმრად჻ გნახეო჻

770. ამას჻ მოსთქმიდის჻ ტირილით჻ ცრემლისა჻ დასაღვაროთა჻ კვლა჻ გულსა჻ ეტყვის჻ დათმობა჻ ჰგვანდეს჻ სიბრძნისა჻ წყაროთა჻ არ჻ დავსთმოთ჻ რა჻ ვქმნათ჻ სევდასა჻ მითხარ჻ რა჻ მოუგვაროთა჻ თუ჻ ლხინი჻ გვინდა჻ ღმრთისაგან჻ ჭირნიცა჻ შევიწყნაროთა჻

771. კულა჻ იტყვის჻ გულო჻ რასთენცა჻ გაქვს჻ სიკვდილისა჻ წადება჻ სჯობს჻ სიცოცხლისა჻ გაძლება჻ მისთვის჻ თავისა჻ დადება჻ მაგრა჻ დამალე჻ არ჻ გიჩნდეს჻ შენი჻ ცეცხლისა჻ კვლა჻ დება჻ ავად჻ შეჰფერობს჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობისა჻ ცხადება჻

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვაზირს საუბარი჻

772. რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ ყმა჻ გავიდა჻ ადრე჻ გარე჻ იტყვის჻ ნეტარ჻ მიჯნურობა჻ არ჻ დამაჩნდა჻ დაცავფარე჻ დათმობასა჻ ეაჯების჻ გულსა჻ შენ჻ რა჻ მოუგვარე჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ ვაზირისა჻ სახლსა჻ მთვარე჻

773. ვაზირმან჻ ცნა჻ გაეგება჻ ჩემს჻ ა჻ მზეო჻ ამოსრული჻ ამას჻ თურე჻ მახარებდა჻ დღეს჻ ნიშანი჻ სიხარული჻ მიეგება჻ თაყვანის჻ სცა჻ ჰკადრა჻ სრულსა჻ ქება჻ სრული჻ ხამს჻ სტუმარი჻ სასურველი჻ მასპინძელი჻ მხიარული჻

774. ყმა჻ გარდასვა჻ მასპინძელმან჻ არ჻ ღაფალმან჻ ავმან჻ უქმან჻ ფერხთა჻ ქვეშე჻ ხატაურსა჻ უფენენ჻ და჻ მიწად჻ უქმან჻ ყმამან჻ სახლი჻ გაანათლნა჻ ვით჻ სამყარო჻ მზისა჻ შუქმან჻ თქვეს჻ სურნელი჻ სული჻ ვარდთა჻ დღეს჻ მოგვბერა჻ ქვენა჻ ბუქმან჻

775. დაჯდა჻ მისთა჻ შემხედველთა჻ გული჻ მათი჻ მართლად჻ ხელეს჻ მისთა჻ მჭვრეტთა჻ მისთვის჻ ბნედა჻ თავისათვის჻ ისახელეს჻ სულთქმა჻ ბევრი჻ აათასეს჻ აღარა჻ თუ჻ აერთხელეს჻ გაყრა჻ ბრძანეს჻ გაიყარნეს჻ ჯალაბობა჻ გაათხელეს჻

776. რა჻ ჯალაბი჻ გაიყარა჻ ყმა჻ ვაზირსა჻ ეუბნების჻ ეტყვის჻ შენი჻ დამალული჻ დარბაზს჻ არა჻ არ჻ იქნების჻ რაცა჻ გწადდეს჻ საურავი჻ მეფე჻ იქს჻ და჻ შენ჻ გეთნების჻ გაიგონენ჻ ჭირი჻ ჩემი჻ მკურნე჻ რაცა჻ მეკურნების჻