... (პარიზული ხელნაწერი 10)

603. ახლოს჻ მიველ჻ კვლაცა჻ ვჰკითხე჻ რაშიგან჻ ვართ჻ თქვი჻ მართალი»჻ კვლავ჻ საბრალოდ჻ ამიტირდა჻ კვლა჻ მოედვა჻ ამით჻ ალი჻ დიდხან჻ სიტყვა჻ ვერა჻ მითხრა჻ მისთა჻ ჭირთა჻ ნაათალი჻ მკერდსა჻ წითლად჻ უღებავიდა჻ სისხლი჻ ღაწვთა჻ ნაწვეთალი჻

604. მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ ესე჻ რადმცა჻ დაგიმალე჻ მაგრა჻ ვითა჻ გაგახარნე჻ შენცა჻ აგრე჻ შემიწყალე჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ შემიხვეწე჻ შემიბრალე჻ დამხსენ჻ ჩემსა჻ საწუთროსა჻ ღმერთსა჻ შენსა჻ მიავალე»჻

605. მიანბო჻ ოდეს჻ სასიძო჻ მოჰკალ჻ და჻ ხმა჻ დაგივარდა჻ მეფესა჻ ესმა჻ აიჭრა჻ მართ჻ მისგან჻ გასატკივარდა჻ შენ჻ დაგიძახნა჻ მიხმეთო»჻ ხმამაღლა჻ გახდა჻ ყივარ჻ და჻ მოგნახეს჻ შინა჻ ვერ჻ გპოვეს჻ მით჻ მეფე჻ გამომჩივარდა჻

606. ჰკადრეს჻ აქა჻ აღარ჻ არის჻ კარნი჻ სადმე჻ გაუვლიან჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ვიცი჻ ვიცი჻ მეტად჻ კარგად჻ შემიგიან჻ მას჻ უყვარდა჻ ქალი჻ ჩემი჻ სისხლნი჻ ველთა჻ მოუღვრიან჻ რა჻ ნახიან჻ ერთმანერთი჻ არშეხედვა჻ ვერ჻ დათმიან჻

607. აწ჻ თავმან჻ ჩემმან჻ მას჻ მოვჰკლავ჻ ჩემად჻ დად჻ ვინცა჻ მადესა჻ მე჻ ღმრთისა჻ ვუთხარ჻ დაუბამს჻ მას჻ ეშმაკისა჻ ბადესა჻ მათ჻ ბოზკუროთა჻ ასეთი჻ რა჻ მისცეს჻ რა჻ უქადესა჻ თუ჻ დავარჩინო჻ ღმერთი჻ ვგმო჻ მისად჻ პატიჟად჻ მზად჻ ესა»჻

608. მის჻ მეფისა჻ წესი჻ იყო჻ თავი჻ მისი჻ ძვირად჻ ფიცის჻ და჻ თუ჻ ფიცის჻ არ჻ გატეხის჻ მასვე჻ წამსა჻ დაამტკიცის჻ ესე჻ წყრომა჻ მეფისაგან჻ ვისცა჻ ესმა჻ ვინცა჻ იცის჻ მან჻ უანმბა჻ დავარ჻ ქაჯსა჻ ვინ჻ გრძნებითა჻ ცაცა჻ იცის჻

609. დავარს჻ დასა჻ მეფისასა჻ უთხრა჻ ვინმე჻ ღმრთისა჻ მტერმან჻ თავი჻ ფიცა჻ ძმამან჻ შენმან჻ არ჻ დაგარჩენს჻ იცის჻ ერმან»჻ მან჻ ეგრე჻ თქვა჻ უბრალო჻ ვარ჻ იცის჻ ღმერთმან჻ სახიერმან჻ ვისგან჻ მოვკვდე჻ ვისთვის჻ მოვკვდე჻ მიიხვედროს჻ იგი჻ ვერ჻ მან»჻

610. პატრონი჻ ჩემი჻ აგრევე჻ იყო჻ წამოხვე჻ შენ჻ ოდეს჻ შენეულივე჻ რიდენი჻ ებურნეს჻ ტურფად჻ შვენოდეს჻ დავარ჻ მოსთქმიდა჻ სიტყვითა჻ რომელნი჻ არა჻ მსენოდეს჻ ბოზო჻ შენ჻ ბოზო჻ რად჻ მომკალ჻ ვეჭვ჻ შენცა჻ არა჻ გლხენოდეს჻

611. როსკიპო჻ ბოზო჻ დიაცო჻ საქმრო჻ რად჻ მოაკვლევინე჻ ანუ჻ სისხლითა჻ მისითა჻ ჩემი჻ რად჻ მოაზღვევინე჻ არ჻ ცუდად჻ მომკლავს჻ ძმა჻ ჩემი჻ რა჻ გიყავ჻ რა჻ გაქნევინე჻ აწ჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვერ჻ მიხვდე჻ ვის჻ ესე჻ დააშლევინე»჻

612. ჴელი჻ მიჰყო჻ წამოზიდნა჻ თმანი჻ გრძელნი჻ დაუფუშნა჻ დაალება჻ დაალურჯა჻ მედგრად჻ პირნი჻ მოიქუშნა჻ მან჻ პასუხი჻ ვერა჻ გასცა჻ ოდენ჻ სულთქნა჻ ოდენ჻ უშნა჻ ქალმან჻ შავმან჻ ვერა჻ არგო჻ ვერცა჻ წყლული჻ დაუშუშნა჻

613. რა჻ დავარ჻ გაძღა჻ ცემითა჻ მისითა჻ დალურჯებითა჻ წამოდგეს჻ ორნი჻ მონანი჻ პირითა჻ მით჻ ქაჯებითა჻ მათ჻ კიდობანი჻ მოიღეს჻ ეუბნეს჻ არ჻ აჯებითა჻ მას჻ შიგან჻ ჩასვეს჻ იგი჻ მზე჻ ჰგავს჻ იქნა჻ დარაჯებითა჻

614. მან჻ უთხრა჻ წადით჻ დაკარგეთ჻ მუნ჻ სადა჻ ზღვისა჻ ჭიპია჻ წმინდისა჻ წყალი჻ ვერ჻ ნახოს჻ მყინვარე჻ ვერცა჻ ლიპია»჻ მათ჻ გაეხარნეს჻ ხმა჻ მაღლად჻ იყივლეს჻ იპი჻ იპია»჻ ესე჻ ვნახე჻ და჻ არ჻ მოვჰკვე჻ არა჻ მგავს჻ არცა჻ სიპია჻

615. ზღვითაკენ჻ გარნეს჻ სარკმელნი჻ მაშინვე჻ გაუჩინარდა჻ დავარ჻ თქვა჻ მქმნელი჻ ამისი჻ ვინ჻ არ჻ დამქოლოს჻ ვინ჻ არ჻ და჻ ვირემ჻ მომკლევდეს჻ მოვკვდები჻ სიცოცხლე჻ გასაწყინარდა»჻ დანა჻ დაიცა჻ მოცაკვდა჻ დაეცა჻ გასისხლმდინარდა჻

616. რადარ჻ მიკუირვებ჻ ცოცხალსა჻ მე჻ ლახვარდაუსობელსა჻ აწ჻ იგი჻ მიყავ჻ რა჻ მმართებს჻ ამისსა჻ მახარობელსა჻ ზენაარ჻ დამხსენ჻ სიცოცხლე჻ სულთადგმადაუთმობელსა»჻ საბრალოდ჻ ცრემლსა჻ ადენდა჻ უკლებსა჻ დაუშობელსა჻

617. მე჻ უთხარ჻ დაო჻ რად჻ მოგკლა჻ ანუ჻ რა჻ შენი჻ ბრალია჻ რამცა჻ ვქმენ჻ ნაცვლად჻ თვით჻ რომე჻ მისი჻ ჩემზედა჻ ვალია჻ აწ჻ თავსა჻ მისად჻ საძებრად჻ მივსცემ჻ სად჻ კლდე჻ და჻ წყალია»჻ სრულად჻ გავქვავდი჻ შემექმნა჻ გული჻ მართ჻ ვითა჻ სალია჻

618. მეტმან჻ ზარმან჻ გამაშმაგა჻ მომივიდა჻ ცხრო჻ და჻ თრთოლა჻ გულსა჻ ვუთხარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ არას჻ გარგებს჻ ცუდი჻ წოლა჻ გიჯობს჻ გაჭრა჻ ძებნად჻ მისად჻ გავარდნა჻ და჻ ველთა჻ რბოლა»჻ აჰა჻ ჟამი჻ ვისცა჻ გინდა჻ ჩემი჻ თანა჻ წამოყოლა჻

619. შეველ჻ ფიცხლად჻ შევეკაზმე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ შეკაზმული჻ ასსამოცი჻ კარგი჻ მოყმე჻ ჩემსა჻ თანა჻ ხანდაზმული჻ წამომყვა჻ და჻ წამოვედით჻ კართა჻ გარე჻ დარაზმული჻ ზღვის჻ პირს჻ მივე჻ ნავი჻ დამხვდა჻ მენავემან჻ მნახა჻ ზმული჻

620. ნავსა჻ შევჯე჻ ზღვასა჻ შევე჻ ზღვასა჻ შიგან჻ გავალაგდი჻ არსით჻ ნავი჻ მომავალი჻ უნახავად჻ არ჻ დავაგდი჻ მოველოდი჻ არა჻ მესმა჻ შმაგი჻ უფრო჻ გავეშმაგდი჻ რომე჻ სრულად჻ მომიძულვა჻ ღმერთსა჻ თურე჻ ასრე჻ ვსძაგდი჻

621. რომე჻ დავჰყავ჻ წელიწადი჻ თვე჻ თორმეტი჻ გამეოცა჻ მაგრა჻ მისი჻ მნახავიცა჻ სიზმრივ჻ კაცი჻ არ჻ მეოცა჻ თანამყოლი჻ ყველაკაი჻ ამომიწყდა჻ დამეხოცა჻ ვთქვი჻ თუ჻ ღმერთსა჻ ვერას჻ ვჰკადრებ჻ რაცა჻ სწადდეს჻ აგრე჻ ვყო჻ ცა»჻

622. ზღვაზღვა჻ ცურვა჻ მომეწყინა჻ მით჻ გამოვე჻ ზღვისა჻ პირსა჻ გული჻ სრულად჻ გამიმხეცდა჻ არ჻ ვუსმენდი჻ არც჻ ვაზირსა჻ ყველაკაი჻ დამეფანტნენ჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ ჭირსა჻ კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ ასრე჻ მისგან჻ განაწირსა჻