... (პარიზული ხელნაწერი 10)

544. გუიბრძანეს჻ თუ჻ ღმერთმან჻ ასრე჻ დაგვაბერნა჻ დაცაგვლია჻ ჟამი჻ გვახლავს჻ სიბერისა჻ სიყმაწვილე჻ გარდგვივლია჻ ყმა჻ არ჻ მოგვცა჻ ქალი჻ გვივის჻ ვისგან჻ შუქი჻ არ჻ გვაკლია჻ ყმისა჻ არ჻ სმა჻ არა჻ გვაგვა჻ ამად჻ ზედა჻ წაგვიგია჻

545. აწ჻ ქალისა჻ ჩვენისათვის჻ ქმარი჻ გვინდა჻ სად჻ მოვნახოთ჻ რომე჻ მივსცეთ჻ ტახტი჻ ჩვენი჻ სახედ჻ ჩვენად჻ გამოვსახოთ჻ სამეფოსა჻ ვაპატრონოთ჻ სახელმწიფო჻ შევანახოთ჻ არ჻ ამოვწყდეთ჻ მტერთა჻ ჩვენთა჻ ხრმალი჻ ჩვენთვის჻ არ჻ ვმახოთ჻

546. ვჰთქუით჻ თქვენი჻ ძისა჻ არა჻ სმა჻ გულსა჻ ვით჻ მიეფარების჻ მაგრა჻ კმა჻ ჩვენად჻ იმედად჻ ვინ჻ მზესა჻ დაედარების჻ ვისცა჻ სთხოვთ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მას჻ დიდად჻ გაეხარების჻ სხვამცა჻ რა჻ გკადრეთ჻ თვით჻ იცით჻ მაგას჻ რა჻ მოეგვარების჻

547. დავიწყეთ჻ რჩევა჻ საქმისა჻ გული჻ უც჻ თუცა჻ მელია჻ ვთქვი჻ ჩემგან჻ დაშლა჻ ამისი჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ საქნელია჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ხვარაზმშა჻ ხელმწიფე჻ ხვარაზმელია჻ თუ჻ მოგვცემს჻ შვილსა჻ საჩვენოდ჻ მისებრივ჻ არ჻ რომელია჻

548. რომე჻ პირველვე჻ დაესკვნა჻ მათ჻ ესე჻ შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა჻ უჭვრეტდეს჻ სიტყვაცა჻ აგრე჻ სწბებოდა჻ ჩემგან჻ დაშლისა჻ კადრება჻ მართ჻ ამბად჻ არ჻ ეგებოდა჻ ოდენ჻ დავმიწდი჻ დავნაცრდი჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ ჰკრთებოდა჻

549. დედოფალმან჻ თქუა჻ ხვარაზმშა჻ მეფეა჻ მორჭმით჻ მჯდომელი჻ მათსამცა჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ ჩვენთვის჻ სხვა჻ სჯობდა჻ რომელი჻ შეცილებამცა჻ ვით჻ ჰკადრა჻ რადგან჻ თვით჻ იყო჻ მდომელი჻ მოწმობა჻ დავრთე჻ დაესკვნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მხდომელი჻

550. გაგზავნეს჻ კაცი჻ ხვარაზმშას჻ წინა჻ შვილისა჻ მთხოველი჻ შესთვალეს჻ გაჰხდა჻ უმკვიდროდ჻ სამეფო჻ ჩვენი჻ ყოველი჻ არს჻ ერთი჻ ქალი჻ საძეო჻ არ჻ კიდე჻ გასათხოველი჻ თუ჻ მოგვცემ჻ შვილსა჻ სამისოდ჻ სხვასა჻ ნუღარას჻ მოელი჻

551. კაცი჻ მოვიდა჻ აევსო჻ ჯუბაჩითა჻ და჻ რიდითა჻ გახარებოდა჻ ხვარაზმშას჻ სიხარულითა჻ დიდითა჻ ებრძანა჻ მოგვხვდა჻ ღმრთისაგან჻ ჩვენ჻ რომე჻ ვინატრიდითა჻ თვით჻ მაგისებრსა჻ შვილსამცა჻ ჩვენ჻ ხელსა჻ რასა჻ ვჰხდიდითა჻

552. კულა჻ გაგზავნეს჻ სხვანი჻ კაცნი჻ სასიძოსა჻ მოყვანებად჻ დაავედრეს჻ თუ჻ ნუ჻ აყოვნებთ჻ მოდით჻ ჩვენად჻ ნაბრძანებად჻ მე჻ მაშვრალი჻ ნაბურთალი჻ საწოლს჻ შეველ჻ მოსვენებად჻ გულსა჻ სევდა჻ შემეყარა჻ ვიწყე჻ ჭირთა჻ მოპოვნებად჻

553. მეტმან჻ სევდამან჻ მიმწურა჻ გულსა჻ დაცემად჻ დანისად჻ ასმათის჻ მონა჻ შემოდგა჻ შევჯე჻ ლაღი჻ და჻ ჯანი჻ სად჻ წიგნი჻ მომართვა჻ ეწერა჻ ვინ჻ სჩან჻ ალვისა჻ ტანისად჻ ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ დაუყოვნებლად჻ ხანისად჻

554. შევჯე჻ წაველ჻ ბაღჩას჻ მიველ჻ ვითა჻ სცნობდენ჻ ლხინთა჻ ზომით჻ ბაღჩა჻ შევლე჻ კოშკი჻ დამხვდა჻ ასმათ჻ ვნახე჻ ძირსა჻ დგომით჻ ვნახე჻ ვსჭვრეტდი჻ ნატირებად჻ ცრემლი჻ აჩნდა჻ ღაწვთა჻ წთომით჻ დამიმძიმდა჻ არა჻ ვჰკითხე჻ ჩემი჻ სჭირდა჻ მისლვა჻ ნდომით჻

555. იგი჻ ვნახე჻ დაღრეჯილი჻ ესე჻ მეტად჻ დამიმძიმდა჻ ვითა჻ წინას჻ შემომცინის჻ აღარ჻ ეგრე჻ გამიღიმდა჻ ყოლა჻ სიტყვა჻ არ჻ მამიგო჻ ოდენ჻ ცრემლთა჻ გარდმოსწვიმდა჻ ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიაქიმდა჻

556. ჩემნი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორად჻ გამიკიდნა჻ შინა჻ კოშკად჻ შემიყვანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა჻ შეველ჻ ვნახე჻ იგი჻ მთვარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუმრიდნა჻ გულსა჻ შუქნი჻ შემომადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა჻

557. შენ჻ არ჻ იცი჻ ხვარაზმშასი჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება჻ შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება჻ შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ დაგირჩინო჻ ცუდად჻ შენი჻ ხელოვნება჻

558. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს჻ მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთყე჻ მოგიტანდეს჻ მამაცისა჻ სიცრუვეთა჻ ნეტარ჻ სხვანი჻ რამცა჻ ჰგვანდეს჻ რათგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს჻

559. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ჰინდოეთსა჻ ეგრეც჻ მე჻ მაქვს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა჻ ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წა჻ მომცთარხარ჻ მოსაცეთსა჻ აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა჻

560. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ჰინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო჻ თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ხორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო჻ სხვა჻ ჩემებრი჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ხელი჻ აჰყო჻ ესე჻ სიტყვა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო჻

561. თქუა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტისმეტად჻ კვლავ჻ მიეცა჻ თვალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ მჭვრეტად჻ აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკვირს჻ რად჻ ცოცხალვარ჻ რად჻ ვარ჻ რეტად჻ ვა჻ სოფელო჻ უხანოო჻ რად჻ ჰზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხვრეტად჻

562. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე჻ ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღმრთისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე჻ ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწვავს჻ ჩემიცა჻ დაწვი჻ მზე჻ ბარე჻ რადგან჻ არ჻ მომკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე჻

563. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყვა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია჻ ცამცა჻ მრისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთვის჻ ნაშუქნია჻ თუ჻ მაღირსებ჻ განკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია჻ მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქვიო჻ თავი჻ დამიქნია჻