... (პარიზული ხელნაწერი 10)

679. თუცა჻ დია჻ მოიჭირვეს჻ ვერცა჻ ეგრე჻ დამიჭირეს჻ მისთა჻ სპათა჻ მუხლმოყრილთა჻ თავი჻ მათი჻ ჩემკერძ჻ ირეს჻ მეხვეოდეს჻ მაკოცებდეს჻ ატირდეს჻ და჻ ამატირეს჻ ნუ჻ წახვალო჻ და჻ გაწამოთ჻ სიცოცხლეა჻ ჩვენი჻ ვირეს჻

680. ეგრე჻ უთხარ჻ თქვენი჻ გაყრა჻ მეცა჻ დია჻ მეძნელების჻ მაგრა჻ ლხინი჻ უმისოსა჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გაიძლების჻ ჩემსა჻ ტყვესა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ თქვენცა჻ დია჻ გებრალების჻ ნუვინ჻ მიშლით჻ არ჻ დავდგები჻ არცა჻ ვისგან჻ დამეშლების჻

681. მერმე჻ ფრიდონ჻ მოიყვანა჻ მიძღვნა჻ ესე჻ ჩემი჻ ცხენი჻ მითხრა჻ ხედავ჻ პირი჻ მზისა჻ თქვენ჻ საროსა჻ ეგეც჻ ხენი჻ ვიცი჻ მეტი჻ არა჻ გინდა჻ ძღვენი჻ რამცა჻ გავკიცხენი჻ თვით჻ ამანვე჻ მოგაწონოს჻ სახედრობა჻ სიფიცხენი჻

682. ფრიდონგამომყვა჻ წავედით჻ ორთავე჻ ცრემლნი჻ ვღვარენით჻ მუნ჻ ერთმანერთსა჻ ვაკოცეთ჻ ზახილით჻ გავიყარენით჻ სრულად჻ ლაშქარნი჻ მტიროდეს჻ გულითა჻ მართლად჻ არ჻ ენით჻ გაზრდილგამზრდელთა჻ გაყრასა჻ ჩვენ჻ თავნი჻ დავადარენით჻

683. ფრიდონისით჻ წამოსრულმან჻ წავე჻ ძებნად჻ კვლა჻ ვიარე჻ რომე჻ არა჻ არ჻ დამირჩა჻ ხმელთა჻ ზედა჻ ზღვათა჻ გარე჻ მაგრა჻ მისსა჻ მნახავსაცა჻ კაცსა჻ ვერას჻ შევეყარე჻ გული჻ სრულად჻ გამიშმაგდა჻ თავი჻ მხეცთა჻ დავადარე჻

684. ვჰთქუი჻ თუ჻ ჩემი჻ აღარაა჻ სიარული჻ ცუდი჻ ცურვა჻ ნუთუ჻ მხეცთა჻ სიახლემან჻ უკუმყაროს჻ გულსა჻ ურვა჻ მონათა჻ და჻ ამა჻ ასმათს჻ სიტყვა჻ უთხარ჻ შვიდი჻ თუ჻ რვა჻ ვიცი჻ რომე჻ დამირჯიხართ჻ დია჻ გმართებს჻ ჩემი჻ მდურვა჻

685. აწ჻ წადითო჻ მე჻ დამაგდეთ჻ ეტერენით჻ თავთა჻ თქვენთა჻ ნუღარ჻ უჭვრეტთ჻ ცრემლთა჻ ცხელთა჻ თვალთა჻ ჩემთათ჻ მონადენთა჻ რა჻ ესენი჻ მოისმენნეს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ მითხრეს჻ ჰაი჻ რასა჻ ბრძანებთ჻ ნუ჻ მოასმენ჻ ყურთა჻ ჩვენთა჻

686. უშენოსა჻ ნუმცა჻ ვნახავთ჻ ნუ჻ პატრონსა჻ ნუ჻ უფალსა჻ ნუთუ჻ ღმერთმან჻ არ჻ გაგვყარნეს჻ ცხენთა჻ თქვენთა჻ ნატერფალსა჻ თქვენ჻ გიჭვრეტდეთ჻ საჭვრეტელსა჻ შვენიერსა჻ სატურფალსა჻ თურე჻ ბედი჻ მოაღაფლებს჻ კაცსა჻ აგზომ჻ არ჻ ღაფალსა჻

687. ვეღარ჻ გავგზავნენ჻ სიტყვანი჻ მესმნეს჻ მონათა჻ ჩემთანი჻ მაგრა჻ დავყარენ჻ არენი჻ მე჻ კაცრიელთა჻ თემთანი჻ სახლად჻ სამყოფნი჻ მიმაჩნდეს჻ თხათა჻ და჻ მათ჻ ირემთანი჻ გავიჭერ჻ სრულად჻ დავტკეპნენ჻ ქვე჻ მინდორნი჻ და჻ ზე჻ მთანი჻

688. ესე჻ ქვაბნი჻ უკაცურნი჻ ვჰპოვენ჻ დევთა჻ შეეკაფნეს჻ შემოვები჻ ამოვწყვიტენ჻ ყოლა჻ ვერას჻ ვერ჻ მეხაფნეს჻ მათ჻ მონანი჻ დამიხოცნეს჻ ჯაჭვნი჻ ავად჻ მოექაფნეს჻ საწუთრომან჻ დამაღრიჯა჻ ცქაფნი჻ მისნი჻ კვლა჻ მეცქაფნეს჻

689. დევთა჻ ყვირილი჻ ზახილი჻ ზეცამდის჻ აიწეოდა჻ მათითა჻ ლახტის჻ ცემითა჻ ქვეყანა჻ შეირყეოდა჻ მზე჻ დააბნელეს჻ მტვერითა჻ ალვის჻ შტო჻ შეირხეოდა჻ ასნი჻ ერთკერძთა჻ მომიხდეს჻ დავფრიწე჻ დაიხეოდა჻

690. პირველი჻ რაზმი჻ დავფრიწე჻ შევლეწე჻ ქვაბის჻ კარები჻ დიდი჻ რამ჻ დევი჻ მომიხდა჻ მას჻ ხელთა჻ ჰქონდა჻ ფარები჻ რქასა჻ ვსტაცე჻ დავითრივე჻ არ჻ მოვახმარე჻ მხარები჻ ხანჯლითა჻ გული჻ გაუპე჻ რუდ჻ დის჻ სისხლისა჻ ღვარები჻

691. დაღამდა჻ ომი჻ დასწყნარდა჻ გუმბათსა჻ დაჯდა჻ მთვარეო჻ დახოცილითა჻ დევითა჻ აივსო჻ არე჻ მარეო჻ გლახ჻ მე჻ და჻ ასმათ჻ მარტონი჻ გავჰყრიდით჻ ქვაბთა჻ გარეო჻ ხელსა჻ მიმჭირდა჻ მას჻ აქათ჻ სულნი჻ ამომხდენ჻ ბარეო჻

692. აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ აქა჻ ვარ჻ და჻ აქა჻ ვკვდები჻ ხელი჻ მინდორს჻ გავიჭრები჻ ზოგჯერ჻ ვტირ჻ და჻ ზოგჯერ჻ ვბნდები჻ ესე჻ ქალი჻ არ჻ დამაგდებს჻ არს჻ მისთვისვე჻ ცეცხლნადები჻ ჩემად჻ ღონედ჻ სიკვდილისა჻ მეტსა჻ არას჻ არ჻ ვეცდები჻

693. რომევეფხი჻ შვენიერი჻ სახედ჻ მისად჻ დამისახავს჻ ამად჻ მიყვარს჻ ტყავი჻ მისი჻ კაბად჻ ჩემად჻ მომინახავს჻ ესე჻ ქალი჻ შემიკერავს჻ ზოგჯერ჻ სულთქვამს჻ ზოგჯერ჻ ახავს჻ რადგან჻ თავი჻ არ჻ მომიკლავს჻ ხრმალი჻ ცუდად჻ მომიმახავს჻

694. მისსა჻ ვერ჻ იტყვის჻ ქებასა჻ ყოველი჻ ბრძენთა჻ ენები჻ მას჻ დაკარგულსა჻ ვიგონებ჻ მე჻ სიცოცხლისა჻ მთმენები჻ მას჻ აქათ჻ ვახლავ჻ ნადირთა჻ თავსა჻ მათებრვე჻ მხსენები჻ სხვად჻ არას჻ ვიაჯ჻ ღმრთისაგან჻ ვარ჻ სიკვდილისა჻ მქენები჻

695. აწ჻ ათია჻ წელიწადი჻ ჰინდოეთით჻ რა჻ წასრულა჻ მის჻ მთვარისა჻ ჩემგან჻ პოვნა჻ ანუ჻ ნახვა჻ გარდასრულა჻ აჰა჻ მიკვირს჻ ალმასისა჻ გული჻ გასძლებს჻ ამას჻ რულა჻ ყმამან჻ ხელი჻ პირსა჻ იკრა჻ რა჻ ამბავნი჻ დაასრულა჻

696. პირსა჻ იცა჻ გაიხეთქა჻ ღაწვი჻ ვარდი჻ აახეწა჻ ლალი჻ ქარვადგარდაიქცა჻ ბროლი჻ სრულად჻ დაილეწა჻ ავთანდილსცა჻ ცრემლი჻ წასდის჻ წამწამთაგან჻ ერთსახე჻ წა჻ მერე჻ ქალმან჻ დაადუმა჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა჻

697. ტარიელ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ასმათის჻ დად჻ სამებულმან჻ შენ჻ ყველაკაი჻ გაამე჻ მე჻ ვერას჻ ვერ჻ ამებულმან჻ გიამბე჻ ჩემი჻ ამბავი჻ სიცოცხლეგაარმებულმან჻ აწ჻ წადი჻ ნახე჻ შენი჻ მზე჻ ნახვისა჻ მოჟამებულმან჻

698. ავთანდილ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გაყრა჻ არ჻ მამეთმინების჻ თუ჻ გაგეყრები჻ თვალთაგან჻ ცრემლიცა჻ დამედინების჻ მართალსა჻ გითხრობ჻ ამისა჻ კადრება჻ ნუ჻ გეწყინების჻ შენ჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ მაგითა჻ მას჻ არა჻ არ჻ ელხინების჻