... (პარიზული ხელნაწერი 10)

699. რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ რაზომ჻ გინდა჻ საქებარი჻ მან჻ სხვა჻ უხმოს჻ მკურნალი჻ და჻ მაჯასაცა჻ შემტყვებარი჻ მან჻ უამბოს჻ რაცა჻ სჭირდეს჻ სენი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი჻ სხვისა჻ სხვამან჻ უკეთ჻ იცის჻ სასარგებლო჻ საუბარი჻

700. რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ ბრძენი჻ გეტყვი჻ არა჻ ხელი჻ ასი჻ გმართებს჻ გაგონება჻ არ჻ გეყოფის჻ არ჻ ერთხელი჻ კარგად჻ ვერას჻ ვერ჻ მოავლენს჻ კაცი჻ აგრე჻ გულფიცხელი჻ აწ჻ მე჻ მინდა჻ ნახვა჻ მისი჻ ვისგან჻ დამწვავს჻ ცეცხლი჻ ცხელი჻

701. იგი჻ ვნახო჻ სიყვარული჻ მისი჻ ჩემთვის჻ დავამტკიცო჻ მოვახსენო჻ რაცა჻ მეცნას჻ მეტი჻ საქმე჻ არა჻ მიცო჻ შენ჻ გენუკევ჻ შემაჯერო჻ ღმერთი჻ იღმრთო჻ ცაცა჻ იცო჻ ერთმანერთი჻ არ჻ გავწიროთ჻ მაფიცო჻ და჻ შემომფიცო჻

702. რომე჻ აქათ჻ არ჻ წახვიდე჻ შენ჻ თუ჻ ამას჻ შემეპირო჻ მეცა჻ ფიცით჻ შეგაჯერებ჻ არასათვის჻ არ჻ გაგწირო჻ კვლა჻ მოვიდე჻ შენად჻ ნახვად჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ შენთვის჻ ვირო჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ მისთვის჻ აგრე჻ არ჻ გატირო჻

703. მან჻ მიუგო჻ უცხოს჻ უცხო჻ აგრე჻ ვითა჻ შეგიყვარდი჻ გასაყრელად჻ გეძნელები჻ იადონსა჻ ვითა჻ ვარდი჻ რაგვარამცა჻ დაგივიწყე჻ რაგვარამცა჻ უკუმქარდი჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ კვლაცა჻ გნახო჻ ალვა჻ მორჩი჻ განაზარდი჻

704. პირი჻ შენი჻ ნახვად჻ ჩემად჻ თუ჻ მობრუნდეს჻ ტანი჻ იხოს჻ გული჻ მინდორს჻ არ჻ გაიჭრეს჻ არ჻ ირმოს჻ არცა჻ ითხოს჻ თუ჻ გიტყუვო჻ მოგაღორო჻ ღმერთმან჻ რისხვით჻ გამიკითხოს჻ შენმანჭვრეტასიახლემან჻ მომაქარვოს჻ სევდა჻ მითხოს჻

705. ამაზედა჻ შევიფიცნეს჻ მოყვარენი჻ გულსადაგნი჻ იაგუნდნი჻ ქარვის჻ ფერნი჻ სიტყვაბრძენნი჻ ცნობაშმაგნი჻ შეუყვარდა჻ ერთმანერთი჻ სწვიდეს჻ მიწყივ჻ გულსა჻ დაგნი჻ მას჻ ღამესა჻ ერთგან჻ იყვნეს჻ შვენიერნი჻ ამხანაგნი჻

706. ავთანდილცა჻ მასვე჻ თანა჻ ტიროდა჻ და჻ ცრემლი჻ ღვარა჻ რა჻ გათენდა჻ წამოვიდა჻ აკოცა჻ და჻ გაეყარა჻ ტარიელს჻ თუ჻ ვით჻ ეწყინა჻ რა჻ ქმნას჻ ამას჻ ვერ჻ მიმხვდარა჻ ავთანდილცა჻ ჩატიროდა჻ შამბი჻ შიგან჻ ჩაიარა჻

707. ავთანდილს჻ ასმათ჻ ჩამოჰყვა჻ ზენარით჻ ეუბნებოდა჻ მუხლთა჻ უყრიდა჻ ტიროდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა჻ ადრე჻ მოსლვასა჻ ჰვედრებდა჻ მართ჻ ვითა჻ ია჻ ჭნებოდა჻ მან჻ უთხრა჻ დაო჻ უთქვენოდ჻ სხვა჻ რამცა჻ მეგონებოდა჻

708. ადრე჻ მოვალ჻ არ჻ გაგწირავ჻ არას჻ დავზამ჻ შინა჻ ხანსა჻ ოდენ჻ სხვაგან჻ არ჻ წავიდეს჻ ნუ჻ სად჻ არებს჻ იმა჻ ტანსა჻ აქათ჻ ორ჻ თვე჻ არ჻ მოვიდე჻ ვიქმ჻ საქმესა჻ დაუგვანსა჻ შეიგენით჻ მივცემივრ჻ ჭირსა჻ რასმე჻ თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ტარიელის გაყრა ქვაბშიდამა჻

709. იგი჻ მუნით჻ წარმოსრული჻ სევდამანცა჻ განა჻ მოკლა჻ პირსა჻ იხოკს჻ ვარდსა჻ აპობს჻ ხელი჻ მისი჻ გაამხოკლა჻ სისხლსა჻ მისგან჻ დადენილსა჻ მხეცი჻ ყოვლი჻ გაამლოკლა჻ მისმან჻ ფიცხლად჻ სიარულმან჻ შარა჻ გრძელი჻ შეამოკლა჻

710. მუნ჻ მივიდა჻ სადა჻ იგი჻ მისნი჻ სპანი჻ დაეყარნეს჻ ნახე჻ იცნეს჻ რაგვარაცა჻ მართებს჻ აგრე჻ გაეხარნეს჻ შერმანდისცა჻ ახარებდეს჻ ფიცხლად჻ თავნი჻ არნეს჻ მოვიდაო჻ აქანამდის჻ ვითვის჻ ლხინი჻ გაგვემწარნეს჻

711. გაეგება჻ მოეხვია჻ ზედა჻ დახვდა჻ პირი჻ ხელსა჻ აკოცებდა჻ სიხარულით჻ ცრემლსა჻ ღვრიდა჻ ველთა჻ მსვრელსა჻ ესე჻ თქვა჻ თუ჻ ნეტარ჻ ღმერთო჻ ცხადსა჻ ვხედავ჻ ანუ჻ ბნელსა჻ მე჻ ვით჻ ღირს჻ ვარ჻ ამას჻ რომე჻ თვალნი჻ ჩემნი჻ ჭვრეტდენ჻ მრთელსა჻

712. ყმამან჻ მდაბლად჻ მოიკითხა჻ ზედა჻ დასდვა჻ პირი჻ პირსა჻ უბრძანა჻ თუ჻ ღმერთსა჻ ვმადლობ჻ შენ჻ თუ჻ ჭირი჻ არა჻ გჭირსა჻ დიდებულთა჻ თაყვანი჻ სცეს჻ აკოცებდეს჻ ვინცა჻ ღირს჻ ა჻ ზარსა჻ სცემდეს჻ უხაროდა჻ უფროსსა჻ თუნდა჻ მცირსა჻

713. მოვიდეს჻ სადა჻ სამყოფლად჻ სახლი჻ დგა჻ მუნ჻ აგებული჻ მოვიდა჻ ნახვად჻ ყოველი჻ მის჻ ქალაქისა჻ კრებული჻ მაშინვე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მორჭმით჻ ლაღი჻ და჻ შვებული჻ ენა჻ მის჻ დღისა჻ შვებასა჻ ყოლა჻ ვერ჻ იტყვის჻ კლებული჻

714. შერმადინს჻ უთხრა჻ უამბო჻ ყოველი჻ მისგან჻ ნახული჻ ანუ჻ ვით჻ პოვა჻ იგი჻ ყმა჻ მისგანვე჻ მზედ჻ დასახული჻ ავთანდილს჻ ცრემლი჻ უყოფდა჻ უბნობდა჻ თვალდაფახული჻ უმისოდ჻ მყოფსა჻ სწორად჻ მიჩს჻ ჩემთვის჻ დარბაზი჻ და჻ ხული჻

715. მუნ჻ ამბავი჻ შინაური჻ ყველაკაი჻ მოახსენა჻ შენი჻ წასვლა჻ არვინ჻ იცის჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქენა჻ მას჻ დღე჻ მუნით჻ არ჻ წავიდა჻ ინადიმა჻ გაისვენა჻ ცისკრად჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დღე჻ რა჻ მზემან჻ გაათენა჻

716. არცაღა჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ არცაღა჻ ქნად჻ ხალვათისა჻ შერმადინ჻ მახარობელი჻ წავა჻ მისლვისა჻ მათისა჻ ფიცხლად჻ წავიდა჻ სავალი჻ სამ჻ დღე჻ ვლო჻ დღისა჻ ათისა჻ მას჻ ლომსა჻ ნახვა჻ უხარის჻ მის჻ მზისა჻ მეკამათისა჻

717. შესთავლა჻ მეფე჻ უკადრი჻ ხარმცა჻ მორჭმით჻ და჻ დიდებით჻ ამა჻ საქმესა჻ ვიკადრებ჻ შიშით჻ კრძალვით჻ და჻ რიდობით჻ მის჻ ყმისა჻ ვერას჻ ვერ჻ მცნობი჻ ვუხმობდი჻ თავსა჻ ფლიდობით჻ აწ჻ ვცან჻ და჻ გაცნევ჻ ყოველსა჻ მოვალ჻ შვებით჻ და჻ მშვიდობით჻