... (S-4499), XVII ს.

539. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკენ: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

540. გამოჩნდეს: ორნი: ქვევითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყვა: ერთსა: მონასა: ვცანმცა: თუ: მოღმა: ვინ: არე: თავგაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე:

541. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა»: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყუანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თმან: სიმგრგვლე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა»:

542. ახლოს: მიველ: კულავცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქვი: მართალი»: მათ: საბრალოდ: ამიტირდა: კვლავ: მოედვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყუა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებავდა: სისხლი: ღაწუთა: ნაწვეთალი:

543. მერმე: მითხრა: მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამჴსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღ~თსა: შენსა: მიავალე»:

544. მიამბო: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიძახნა: მიჴმეთო»: ჴმამაღლა: გაჴდა: ყივარ: და: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

545. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყვარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმანერთი: არ: შეხედვა: ვერ: დათმიან:

546. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა: მე: ღმრთისა: ვუთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზკუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღ~თი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ესა:

547. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძვირად: ფიცის: თუ: ფიცის: და: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უამბო: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის:

548. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღმრთისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან»: მან: ეგრე: თქუა: უბრალო: ვარ: იცის: ღმერთმან: სახიერმან: ვისგან: მოვჰკვდე: ვისთუის: მოვკვდე: მიიხვედროს: იგი: ვერ: მან:

549. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხვე: შენ: ოდეს: შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: სიტყვითა: რომელნი: არა: მსენოდეს: ბოზო: შენ: ბოზო: რად: მამკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს:

550. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკულევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე: არ: ცუდად: მამკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: თუ: ღ~თსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე:

551. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

552. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოიღეს: ებნობდეს: არ: აჯებითა: მაშიგან: ჩასვეს: იგი: მზე: დაიწყეს: სარაჯებითა:

553. მან: უთხრა: წადით: დაჰკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: წმინდისა: წყალი: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია»: მათ: გაეხარნეს: ჴმა: მაღლად: იყივლეს: იპი: იპია»: ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკუე: არა: მგავს: არცა: სიპია:

554. ზღვისაკენ: გავლნეს: სარკმელნი: მაშინვე: გაუჩინარდა: დავარ: თქუა: მქმნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და: ვირემ: მამკლევდეს: მოვკვდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა»: დანა: დაიცა: მოცაკვდა: დაეცა: გასისხლმდინარდა:

555. რად: არ: მიკვირვებ: ცოცხალსა: მე: ლახუარ: დაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამჴსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა: დაუთმობელსა»: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშობელსა:

556. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვქმენ: ნაცვლად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია»: სრულად: გავჰქუავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

557. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მამივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა»: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

558. შეველ: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ასსამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: გამომყვა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული: