... (H-461), XVIII ს.

544. მიუწერე჻ მზეო჻ შუქი჻ შენი჻ შენგან჻ მონაფენი჻ გულსა჻ მეცა჻ გამიცუდდეს჻ სიჩაუქე჻ სიალფენი჻ ხელმან჻ შენნი჻ განვიცადენ჻ სინატიფე჻ სიტურფენი჻ სულთა჻ ნაცვლად჻ სამსახურნი჻ რამცა჻ ვითა჻ გიმუქფენი჻

545. მაშინ჻ ოდეს჻ დამარჩინე჻ სულთა჻ სრულად჻ არ჻ გამყარე჻ აწცა჻ ჩემთვის჻ ესე჻ ჟამი჻ მასვე჻ ჟამსა჻ დავადარე჻ სამჴრე჻ შენი჻ მამივიდა჻ შემოვიბი჻ მკლავსა჻ გარე჻ რომე჻ მმართებს჻ სიხარული჻ ეგზომ჻ დიდად჻ გავიხარე჻

546. გაღანამცა჻ ვიწინაშე჻ აჰა჻ რიდე჻ რომე჻ მთხოვე჻ ყაბაჩაცა჻ მასთანავე჻ ამისებრი჻ ვერა჻ ვჰპოვე჻ დაბნედილსა჻ ნუ჻ დამაგდებ჻ მიშველე჻ რა჻ მარგე჻ მპოვე჻ სოფელს჻ მყოფსა჻ უშენოსა჻ სხვასა჻ ვისმცა჻ შევეპოვე჻

547. ქალი჻ ადგა჻ გამეყარა჻ დავწევ჻ ამოდ჻ დამეძინა჻ მაგრა჻ შევჰკრთი჻ საყვარელი჻ ჩემი჻ ვნახე჻ ძილსა჻ შინა჻ გამეღვიძა჻ აღარა჻ მყვეს჻ სულდგმულობა჻ მომეწყინა჻ ღამე჻ ასრე჻ გავათენე჻ მისი჻ ჴმაცა჻ არ჻ მესმინა჻

548. დილასა჻ ერთსა჻ სრას჻ მიჴმეს჻ დღემ჻ რა჻ ქნა჻ ბნელმა჻ ჟამითა჻ ავდეგ჻ ვცან჻ მათი჻ ამბავი჻ წასლვა჻ ვქჰენ჻ მითვე჻ წამითა჻ ვნახე჻ ორნივე჻ ერთგან჻ სხდეს჻ სახითა჻ ოდენ჻ სამითა჻ რა჻ მიველ჻ მითხრეს჻ დაჯდომა჻ წინაშე჻ დავჯე჻ სკამითა჻

549. გვიბრძანეს჻ თუ჻ ღმერთმან჻ ასრე჻ დაგვაბერნა჻ დაცაგულია჻ ჟამი჻ გვახლავს჻ სიბერისა჻ სიყმაწვილე჻ გარდგვივლია჻ ყმა჻ არ჻ მოგუცა჻ ქალი჻ გვივის჻ შუქნი჻ თავსა჻ გარდაგვლია჻ ყმისა჻ არსუმა჻ არა჻ გვაგვა჻ გული჻ ამად჻ გვიგულია჻

550. აწ჻ ქალისა჻ ჩუენისათვის჻ ქმარი჻ გინდა჻ სად჻ მოვნახოთ჻ რომე჻ მივსცეთ჻ ტახტი჻ ჩუენი჻ სახედ჻ ჩვენად჻ გამოვსახოთ჻ სამეფოსა჻ ვაპატრონოთ჻ საჴელმწიფო჻ შევანახოთ჻ არ჻ ამოვსწყდეთ჻ მტერთა჻ ჴელით჻ ჩვენ჻ ზედამცა჻ არ჻ ვამახოთ჻

551. ვთქვი჻ თქვენი჻ ძისა჻ არა჻ სმა჻ გულსა჻ ვით჻ მიეფარების჻ იგი჻ ჩანს჻ ჩვენად჻ იმედად჻ ვინ჻ მზეასა჻ დაედარების჻ ვისცა჻ სთხოვთ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მას჻ დია჻ გაეხარების჻ სხვა჻ რაღა჻ გკადრეთ჻ თვით჻ იცით჻ მაგას჻ რა჻ მოეგვარების჻

552. დავიწყეთ჻ რჩევა჻ მაგრამც჻ არა჻ ვთქვი჻ არ჻ სათქმელია჻ ვთქვი჻ ჩემგან჻ დაშლა჻ ამისი჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ საქმელია჻ მეფემან჻ ბრძანა჻ დიდია჻ ჴელმწიფე჻ ხვარაზმელია჻ თუ჻ მოგვცემს჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მისებრი჻ არს჻ რომელია჻

553. რომე჻ პირველვე჻ დაესკვნა჻ მათ჻ ესე჻ შეეტყუებოდა჻ ერთმანერთსაცა჻ უჭვრეტდეს჻ სიტყვანიც჻ აგრე჻ სწბებოდა჻ ჩემგან჻ დაშლისა჻ კადრება჻ მართ჻ ანბად჻ არ჻ ეგებოდა჻ ოდენ჻ დავმიწდი჻ დავნაცრდი჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ კრთებოდა჻

554. დედოფალმან჻ თქვა჻ ხუარაზმშა჻ მეფეა჻ მორჭმით჻ მჯდომელი჻ მათსამცა჻ შვილსა჻ საჩვენოდ჻ ნეტარ჻ სხვას჻ სჯობდეს჻ რომელი჻ შეცილებამცა჻ ვინ჻ ჰკადრა჻ რადგან჻ თვით჻ იყო჻ მდომელი჻ მოწმობა჻ დავრთე჻ დაესკვნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდომელი჻

555. გაგზავნეს჻ კაცი჻ ხვარაზმშას჻ წინა჻ შვილისა჻ მთხოველი჻ შესთუალეს჻ გაჴდა჻ უმკვიდროდ჻ სამეფო჻ ჩვენი჻ ყოველი჻ არს჻ ერთი჻ ქალი჻ საძეო჻ არ჻ კიდევ჻ გასათხოველი჻ ვეჭუ჻ მოგუცემ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ სხვასა჻ არას჻ მოველი჻

556. კაცი჻ მოვიდა჻ აევსო჻ ჯუბაჩითა჻ და჻ რიდითა჻ გახარებოდა჻ ხვარაზმშას჻ სიხარულითა჻ დიდითა჻ ეთქვა჻ თუ჻ მოგვხვდა჻ ღმრთისაგან჻ ჩვენ჻ რომე჻ ვინატრიდითა჻ თვით჻ მაგისებრსა჻ შვილსამცა჻ ჩვენ჻ ჴელსა჻ რასა჻ ვჴდიდითა჻

557. კვლა჻ გაგზავნეს჻ სხვანი჻ კაცნი჻ სასიძოსა჻ მოყვანებად჻ დაავედრეს჻ თუ჻ ნუღარ჻ ყოვნით჻ მოდით჻ ჩვენად჻ ნაბრძანებად჻ მე჻ მაშურალი჻ ნაბურთალი჻ საწოლს჻ შეველ჻ მოსვენებად჻ გულსა჻ სევდა჻ შამამწვა჻ ვიყავ჻ ჭირთა჻ მოპოვნებად჻

558. მეტმან჻ სევდამან჻ მიმწურა჻ გულსა჻ დაცემად჻ დანისად჻ ასმათის჻ მონა჻ შემოდგა჻ შევჯე჻ ლაღი჻ და჻ ჯანი჻ სად჻ წიგნი჻ მამართვა჻ ეწერა჻ ვინ჻ სჩან჻ ალვისა჻ ტანისად჻ ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ დაუყოვნებლად჻ ხანისად჻

559. შევჯე჻ წაველ჻ ბაღჩას჻ მიველ჻ ვითა჻ სცნობდენ჻ ლხინთა჻ ზომით჻ ბაღჩა჻ შევლე჻ კოშკი჻ აჩნდა჻ ასმათ჻ ვნახე჻ ძირსა჻ დგომით჻ ვჭვრეტდი჻ მეტად჻ ნატირებსა჻ ცრემლი჻ აჩნდა჻ ღაწუთა჻ წთომით჻ დამიმძიმდა჻ არა჻ ვჰკითხე჻ ჩემი჻ სჭირდა჻ მისულა჻ ნდომით჻

560. მზე჻ გლახ჻ ვნახე჻ შეწყენილი჻ კვლავ჻ ეს჻ უფრო჻ დამომძიმდა჻ ვითარ჻ წინას჻ შემამცინის჻ აღარ჻ ეგრე჻ გამიღიმდა჻ ყოლა჻ სიტყვა჻ არ჻ მამიგო჻ თვალთა჻ ცრემლი჻ გარდმოსწვიმდა჻ ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიექიმდა჻

561. ჩემნი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორად჻ გამიკიდნა჻ შინა჻ კოშკად჻ შემიყვანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა჻ მე჻ რა჻ ვნახე჻ იგი჻ მთვარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუმრიდნა჻ გულსა჻ შუქნი჻ შემომადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა჻

562. იყო჻ არ჻ ნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემომდგომელი჻ ებურა჻ მოშლით჻ პიროქრო჻ რიდე჻ მე჻ მივეც჻ რომელი჻ მითვე჻ მწუანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი჻ ცრემლისა჻ ბაღსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი჻

563. ქვე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპრალსა჻ ვეფხი჻ პირგამეხებული჻ ვერცა჻ მზე჻ ჰგვანდა჻ არც჻ მთვარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული჻ ასმათმან჻ დამსვა჻ შორს჻ გვარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარ჻ ხებული჻ მერმე჻ წამოჯდა჻ წარბ჻ შესკვნით჻ გამწყრალი჻ გარისხებული჻