... (A-363), XVII ს.

661. გაიყარნეს: ტირილით: პირსა: ხოკით: თმათა: გლეჯით: ერთი: აღმა: ერთი: ჩაღმა: უგზოდ: მივლენ: შამბთა: ეჯით: ვირე: უჩნდა: ერთმანერთი: იძახდიან: პირსა: ბღნეჯით: იგი: ნახნეს: დაღრეჯილნი: მზე: დაიღრეჯს: მისით: ღრეჯით:

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისასა:

662. ვაი: სოფელო: რაშიგან: ხარ: რას: გვაბრუნვებ: რა: ზნე: გჭირსა: ყოვლი: შენი: მონდობილი: ნიადაგმცა: ჩემებრ: ტირსა: სად: წაიყვან: სადაურსა: სად: აუფხვრი: სადათ: ძირსა: [..............................................................................................]

663. ისი: დიაცი: აქა: ზის: კაცთა: მნახავი: მრავალთა: მოსადგურე: და: მოყვარე: მგზავრთა: ყოველგნით: მავალთა: მივჰყუე: მიამბობს: ყუელასა: რაზომცა: ცეცხლი: მწვავს: ალთა: ნუთუ: რა: მარგოს: მე: მისი: გარდაჴდა: ჩემგან: ვცნა: ვალთა:

664. თქუა: დიაცსა: ვინცა: უყვარს: გაექსვის: და: მისცემს: გულსა: აუგი: და: მოყივნება: არად: შესწონს: ყოლა: კრულსა: რაცა: იცის: გაუცხადებს: ხუაშიადსა: უთხრობს: სრულსა: მიჯობს: მივჰყუე: განაღ: რასმე: ვსცნობ: საქმესა: დამალულსა:

665. კულა: იტყუის: ვერვინ: ვერას: იქს: თუ: ეტლი: არ: მოსთმინდების: მით: რაცა: მინდა: არა: მაქუს: რაცა: მაქუს: არ: მომინდების: ბინდის: გუარია: სოფელი: ესე: თურ: ამად: ბინდების: კოკასა: შიგან: რაცა: დგას: იგივე: წარმოსდინდების:

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი:

666. მოგეწერა: წავიკითხე: შენი: წიგნი: ჩემი: ქება: შენ: მომასწარ: თვარა: შენგან: მე: უფრო: მჭირს: ცეცხლთა: დება: შენცა: გინდა: მეცა: მინდა: გაუწყვედლად: შენი: ხლება: [...............................................................................................]

667. ფატმანისსა: ვერ: გიამბობ: მოემატა: რა: სიამე: მიუწერა: კმარის: რაცა: უშენომან: ცრემლი: ვლამე: აწ: ვიქნები: თავისწინა: აქა: მპოვე: მარტოსა: მე: მომისწრაფე: შეყრა: შენი: რა: შეღამდეს: მოდი: ღამე:

668. მას: ღამითვე: საწუეველი: რა: მიართვეს: წიგნი: ყმასა: შეღამდა: და: წაცავიდა: სხვა: ემთხვია: მონა: გზასა: ამას: ღამე: ნუ: მოხუალო: ვერა: მპოვებ: შენთვის: მზასა: მას: ეწყინა: არ: დაბრუნდა: თქუა: თუ: ჰგავსო: ეგე: რასა:

669. წუეული: აღარ: დაბრუნდა: კულა: ზევე: უკუწუევითა: ფატმან: ზის: წყენით: შევიდა: ავთანდილ: მარტო: ხე: ვითა: დიაცსა: წყენა: შეატყო: ნახა: შესვლითა: შე: ვითა: ვერ: დაიჩინა: შიშითა: და: მისითავე: თნევითა:

670. ერთგან: დასხდეს: და: დაიწყეს: კოცნა: ლაღობა: წყლიანი: შემოდგა: კარსა: ყმა: ვინმე: კეკლუცი: ტან: ნაკუთიანი: შემოვლო: ახლოს: შემოჰყუა: მონა: ჴრმალ: დაჰრაკიანი: დაჰკრთა: რა: ნახა: ავთანდილ: გავსო: თუ: გზაა: კლდიანი:

671. დღე: მოვიდა: ნავროზობა: დედოფალსა: ძღუენი: ვსძღუენით: ჩვენ: მივართვით: მათ: გვიბოძეს: ავავსენით: ავივსენით: ჟამიერად: მხიარულნი: წამოვედით: ნებით: ჩვენით: კულა: დავსხედით: გახარებად: მუნებურნი: არ: ვიყვენით:

672. ბაღსა: შიგან: საღამო: ჟამ: თამაშობად: გაველ: ჟამსა: გავიტანე: ხათუნები: მათი: ჭმევა: ჩემგან: ჴამსა: მომყუებოდეს: მომღერალნი: იტყოდიან: ტკბილსა: ჴმასა: ვიმღერდი: და: ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი: რიდე: თმასა:

673. იქ: ბაღსა: შიგან: ტურფანი: სახლნი: ნატიფად: გებულნი: მაღალნი: ყოვლგნით: მხედველნი: ზღუას: ზედა: წაკიდებულნი: მუნ: შევიტანენ: ხათუნნი: იგი: ჩემთანა: ხლებულნი: კულა: დავიდევით: ნადიმი: დავსხედით: ამოდ: შვებულნი:

674. ვაჭრის: ცოლთა: მხიარულმან: უმასპინძლე: ამოდ: დურად: სუმასა: ზედა: უმიზეზო: გავჰჴე: რამე: უგემურად: რა: შემატყუეს: გაიყარა: სხდომილ: იყო: რაცა: პურად: მარტო: დავრჩი: სევდა: რამე: შემომექცა: გულსა: მურად:

675. უკუმოვახუენ: სარკმელნი: და: შევაქცივე: პირი: გზასა: ვიხედვიდი: ვიქარვებდი: კაეშნისა: ჩემგან: ზრდასა: შორს: ამიჩნდა: ცოტა: რამე: მოცურვიდა: შიგან: ზღვასა: მფრინველად: ვსთქუი: ანუ: მჴეცად: სხუას: ვამსგავსე: მემცა: რასა:

676. მოშორვიდა: ვერად: ვიცან: მომეახლა: იყო: ნავი: ორთა: კაცთა: ტანად: შავთა: თვით: პირიცა: ედგა: შავი: იქით: აქათ: მოსდგომოდეს: ახლოს: უჩნდა: ოდენ: თავი: გამოიღეს: გამიკუირდა: იგი: უცხო: სანახავი:

677. გამოზიდნეს: იგი: ნავი: გამოიღეს: ბაღსა: წინა: მიიხედეს: მოიხედეს: ვინ: გვიჭვრეტსო: სადა: ვინა: ვერა: ნახეს: სულიერი: ვერცა: რამან: შეაშინა: მე: იდუმალ: ვიხედვიდი: სულღებული: ვიყავ: შინა:

678. მით: ნავიდაღმან: მათ: რომე: გარდმოსვეს: კიდობანითა: თავსა: რიდითა: შავითა: ქვეშეთ: მოსილი: მწუანითა: მზესა: სიტურფედ: ეყოფის: იყოს: მისითა: გუანითა: აჰჴადეს: ქალი: გარდმოსვეს: უცხოთა: რამე: ტანითა: