... (A-363), XVII ს.

563. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყუნეს: სრულნი:

564. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭუირს: ბროლლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ჴსენება: არვისგან: იკადრებოდა:

565. ყმამან: რაცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გამოჰპირდა: მართალა: თუ: საუბარსა: აძვირებდეს: ძვირად: ღირდა: ვეღარ: გასძლო: გულ: მისი: აუჩუქდა: აუტირდა: სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცასჭირდა:

566. თქვა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: ღაწუთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მომლოდე: გულიმცა: მისთუის: კვდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთუარე: გაეყრებოდა:

567. ყმა: მივიდა: გულ: მოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: სიყუარული: უარებდის: თუალთა: წინა: ზოგჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწვის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: რაცა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუსმინა:

568. წევს: იტყუის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახუასა: არ: ვღირს: ვარ: ნეტარმცა: სიზმრად: გნახეო:

569. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღუაროთა: კულა: გულსა: ეტყუის: დათმობა: ჰგუანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავსთმოთ: რა: ვქმნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გუინდა: ღმრთისაგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა:

570. კულა: იტყვის: გულო: რასდენცა: გაქუს: სიკვდილისა: წადება: სჯობს: სიცოცხლისა: გაძლება: მისთვის: თავისა: დადება: მაგრა: დამალე: არ: გიჩნდეს: შენი: ცეცხლისა: კულად: დება: ავად: შეჰფერობს: მიჯნურსა: მიჯნურობისა: ცხადება:

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი:

571. რა: გათენდა: შეეკაზმა: ყმა: გავიდა: ადრე: გარე: იტყუის: ნეტარ: მიჯნურობა: არ: დამაჩნდა: დაცავფარე: დათმობასა: ეაჯების: გულსა: შენ: რა: მოუგვარე: ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: ვაზირისა: სახლსა: მთვარე:

572. ვაზირმან: ცნა: გაეგება: ჩემსა: მზეო: ამოსრული: ამას: თურე: მახარებდა: დღეს: ნიშანი: სიხარული: მიეგება: თაყუანისსცა: ჰკადრა: სრულსა: ქება: სრული: ჴამს: სტუმარი: სასურველი: მასპინძელი: მხიარული:

573. ყრმა: გარდასვა: მასპინძელმან: არ: ღაფალმან: ავმან: უქმან: ფერჴთა: ქუეშე: ხატაურსა: უფენენ: და: მიწად: უქმან: ყმამან: სახლი: გაანათლნა: ვით: სამყარო: მზისა: შუქმან: თქუეს: სურნელი: სული: ვარდთა: დღეს: მოგუბერა: ქუენა: ბუქმან:

574. დაჯდა: მისთა: შემხედველთა: გული: მათი: მართლად: ხელეს: მისთა: მჭურეტთა: მისთუის: ბნედა: თავის: თავის: ისახელეს: სულთქუმა: ბევრი: აათასეს: აღარა: თუ: აერთხელეს: გაყრა: ბრძანეს: გაიყარნეს: ჯალაბობა: გაათხელეს:

575. რა: ჯალაბი: გაიყარა: ყმა: ვაზირსა: ეუბნების: ეტყუის: შენი: დამალული: დარბაზს: არა: არ: იქნების: რაცა: გწადდეს: საურავი: მეფე: იქს: და: შენ: გეთნების: გაიგონე: ჭირი: ჩემი: მკურნე: რაცა: მეკურნების:

576. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: წვა: მჭირს: მისისა: მწველისა: მკლავს: სურვილი: და: ვერნახუა: ჩემისა: სასურველისა: მას: ჩემთუის: სულნი: არ: შურდეს: შეზღვა: ჴამს: შეუზღველისა: ჴამს: სიყუარული: მოყურისა: უხვისა: უშურველისა:

577. მისი: ნახვა: გულსა: ჩემსა: ვითა: ბადე: დაებადა: მუნვე: დარჩა: დათმობაცა: მასთანავე: დაებადა: რადგან: დასწუავს: მოახლეთა: ღ~თსა: მზედცა: დაებადა: მერმე: ასმათ: ჩემთუის: დისა: მართ: დად: უფრო: დაებადა:

578. ოდეს: წამოვე: შევჰფიცე: ფიცითა: საშინელითა: კულა: მოვალ: გნახავ: პირითა: არ: მტერთა: საწუნელითა: შენსა: მე: ვეძებ: ნათელსა: შენ: ხარ: გულითა: ბნელითა: ჟამია: ჩემგან: წასულისა: მით: მწვაუს: ცეცხლითა: ნელითა:

579. ყოველსავე: მართლად: გითხრობ: არ: სიტყუასა: საკუეხელსა: მიმელის: და: ვერ: მივსულვარ: ესე: მიდებს: ცეცხლსა: ცხელსა: ვერ: გაუტეხ: ზენაარსა: ვერ: გავსწირავ: ხელი: ხელსა: რამცა: სადა: გაუმარჯუდა: კაცთა: ფიცთა: გამტეხელსა:

580. რაცა: გითხრა: ჩემაგიერ: როსტანს: ჰკადრე: მიედ: სრასა: თავმან: მისმან: ფიცით: გეტყუი: შენ: ვაზირსა: ოსტასრასა: არ: შემიპყრობს: არ: დავდგები: თუ: შემიპყრობს: მაქნევს: რასა: მიშველე: რა: გული: ცეცხლმან: არ: დამიჭრას: არცა: სრასა:

581. ჰკადრე: ვინ: გაქოს: ყოველმან: პირმან: არ: მეუმზრახემან: ვითა: ვიშიშვი: გაცნობოს: ღ~თნ: თქვენმანვე: სახემან: მაგრა: მან: ყმამან: ცეცხლითა: დამწუა: ალვისა: სახემან: გული: წამსავე: წამიღო: ვერათ: ვერ: შევინახე: მან: