... (A-363), XVII ს.

679. რა: მობრუნდა: ქალი: ჩემკე: შემოადგეს: სხივნი: კლდესა: ღაწუთა: მისთა: ელვარება: ელვარებდა: ჴმელთა: ზესა: დავიწუხენ: თვალნი: ყოლა: ვერ: შევადგენ: ვითა: მზესა: უკმოვიჴარჩევ: კარი: ჩემკენ: მათი: ჭურეტა: ვერა: ცნესა:

680. მოვიჴმენ: ოთხნი: მონანი: ჩემსა: წინაშე: მდგომელნი: უჩუენე: ხედავთ: ჰინდოთა: ტყვედ: ჰყუანან: შუქნი: რომელნი: ჩაეპარენით: ჩაედით: წყნარად: ნუ: ჩქარად: მხლტომელნი: მოგყიდონ: ფასი: მიეცით: რისაცა: იყუნენ: მდომელნი:

681. არ: მოგყიდონ: ნუღა: მისცემთ: წაგუარეთ: და: დაჴოცენით: მოიყუანეთ: ისი: მთვარე: ქენით: კარგად: ეცადენით: ჩემნი: ყმანი: ზედადაღმან: ჩაეპარნეს: ვითა: ფრენით: დაევაჭრნეს: არ: მოჰყიდეს: შავნი: ვნახენ: მეტად: წყენით:

682. მე: სარკმელთა: გარდავადეგ: რა: შევიგენ: არ: მოჰყიდეს: შევუზახენ: დაჴოცენით: დაიპყრნეს: და: თავსა: სჭრიდეს: იგი: ზღუასა: შეასრივნეს: შემოადგეს: ქალსა: სცვიდეს: ჩავეგებე: გამოვგუარე: ზღუის: პირს: ხანსა: არ: დაზმიდეს:

683. რა: გიამბო: ქება: მისი: რა: სიტურფე: რა: ნაზობა: ვფიცავ: რომე: იგი: მზეა: არა: მართებს: მზესა: მზობა: ვინ: გაიცდის: შუქთა: მისთა: ვინმცა: ვით: ქნა: ნახაზობა: მე: თუ: დამწუავს: აჰა: მზა: ვარ: არღა: უნდა: ამას: მზობა:

684. ესე: სიტყვა: დაასრულა: ფატმან: იკრნა: პირსა: ჴელნი: ავთანდილსცა: აეტირნეს: გარდმოყარნა: ცრემლნი: ცხელნი: ერთმანერთი: დაავიწყდა: მისთვის: გაჴდეს: ვითა: ხელნი: მათმა: ღუარმან: მონადენილმან: გააწყალნა: ფიფქნი: თხელნი:

685. მოიტირეს: ყმამან: უთხრა: ნუღარ: გასწყვედ: გაასრულე: ფატმან: იტყუის: მივეგებე: გული: მისთვის: ვაერთგულე: გარდავჰკოვნე: ყოვლი: ასო: თავი: მისთვის: მოვაძულე: ზედან: დავსვი: ტახტსა: ჩემსა: შევეკვეთე: გავესულე:

686. ვჰკადრე: მითხარ: ვინ: ხარ: მზეო: ანუ: შვილი: ვისთა: ტომთა: ამა: ზანგთა: სით: მოჰყუანდი: შენ: პატრონი: ცისა: ჴომთა: მან: პასუხი: არა: მითხრა: მე: სიტყუათა: ესე: ზომთა: ას: ნაკეცი: წყარო: ვნახე: ცრემლთა: მისთა: მონაწთომთა:

687. რა: მივაჭირვე: კითხვითა: მეტითა: საუბარითა: გულამოჴრჩუინით: ატირდა: მით: რამე: ჴმითა: წყნარითა: ბროლ: ლალსა: ღუარი: ნარგისთა: მოსდის: გიშრისა: ღარითა: მისი: მჭურეტელი: დავიწვი: გაჰვჴე: გულითა: მკუდარითა:

688. მითხრა: შენ: ჩემთვის: დედაო: ხარ: უმჯობესი: დედისა: რას: აქნევ: ჩემსა: ამბავსა: ზღაპარი: არის: ყბედისა: ღარიბი: ვინმე: შემსწრობი: ვარ: უბედოსა: ბედისა: თუ: რაცა: მკითხო: ძალიმცა: გიგმია: არსთა: მხედისა:

689. ვთქუი: უჟამოდ: არ: წესია: მოყვანა: და: მზისა: ხმობა: მომყუანელი: გაშმაგდების: და: წაუვა: ერთობ: ცნობა: ჴმობა: უნდა: ჟამიერად: სააჯოსა: ყოვლსა: თხრობა: რად: არ: ვიცი: ამა: მზისა: საუბრისა: უჟამობა:

690. ავიყუანე: იგი: პირმზე: ნაქები: და: ვერ: ვთქუი: უქი: სურვილმან: და: მზემან: მისმან: ძლივ: დავმალე: მისი: შუქი: ჩამოვბურე: მრავალკეცი: სტავრა: მძიმე: არ: სუბუქი: ცრემლსა: სეტყუს: და: ვარდსა: აზრობს: წამწამთაგან: მოქრის: ბუქი:

691. მოვიყვანე: შინა: ჩემსა: იგი: პირმზე: ტანით: ალვით: მოუკაზმე: სახლი: ერთი: შიგან: დავსვი: მეტად: მალვით: არვის: უთხარ: სულიერსა: შევინახე: ფარვით: კრძალვით: ერთი: ზანგი: ვამსახურე: მე: შევიდი: ვნახი: ხალვით:

692. ვით: გიანბო: საკუირველი: მე: გლახ: მისი: ყოფა: ქცევა: დღე: და: ღამე: გაუწყვედლად: ტირილი: და: ცრემლთა: ფრქვევა: შევეხუეწი: დადუმდიო: წამერთ: ქონდის: ჩემი: თნევა: აწ: უმისოდ: ვით: ცოცხალ: ვარ: ჰაი: ჰაი: ჩემთვის: ვაგლახ: მე: ვა:

693. შინა: შევიდი: მას: წინა: ედგის: ცრემლისა: გუბები: შიგან: სისხლისა: მორევსა: ეყრდნის: გიშრის: შუბები: მელნისა: ტბათა: იღურების: სავსე: სათისა: რუბები: შუა: ძოწსა: და: აყიყსა: ჭვირს: მარგალიტი: ტყუბები:

694. ჟამი: ვერ: ვპოვე: კითხუისა: ნიადაგ: ცრემლთა: ღურისაგან: თუმცა: მეკითხა: ვინა: ხარ: და: ეგრე: გასრული: რისაგან: მჩქეფრად: სისხლისა: ნაკადი: მოსდის: ალვისა: ხისაგან: მას: ჴორციელი: არ: გასძლებს: სხუა: კიდეგანი: ქვისაგან:

695. არად: უნდის: საბურავი: არცა: წოლა: საგებლითა: მიწყივ: იყუის: რიდითა: და: მით: ერთითა: ყაბაჩითა: მკლავი: მისი: სასთაულად: მიიდვის: და: მიწვის: მითა: ძლივ: ვაჭამი: ცოტა: რამე: ათასითა: შეხვეწითა:

696. სხუა: გიამბო: საკვირველი: რიდისა: და: ყაბაჩისა: ვარ: მნახავი: ყოვლისავე: უცხოსა: და: ძვირფასისა: მაგრა: მისი: არა: ვიცი: ქნილი: იყო: რაგუარ: რისა: სილბო: ჰქონდა: ნაქსოვისა: და: სიმტკიცე: ნაჭედისა:

697. მან: ტურფამან: სახლსა: ჩემსა: ეგრე: დაყო: ხანი: დიდი: ვერ: გავანდევ: ქმარსა: ჩემსა: შესმენისა: მქონდა: რიდი: ვთქვი: თუ: უთხრობ: ვიცი: დარბაზს: გაამჟღავნებს: ისი: ფლიდი: ესე: მეყო: საგონებლად: კულა: შევიდი: კულა: გავიდი:

698. ვთქუი: თუ: არ: ვუთხრა: რა: უყო: ჩემგან: რა: მოეგუარების: არცა: რა: ვიცი: რა: უნდა: რა: ვისგან: მოეჴმარების: ქმარი: რა: მიგრძნობს: მოცამკლავს: ვერღარა: მომეფარების: ვითა: დავმალო: ნათელი: ვინ: მზესა: დაედარების: