... (A-363), XVII ს.

582. აწ: მეფეო: უმისობა: ჩემგან: ყოლა: არ: ეგების: გული: მას: აქვს: უგულოსა: აქა: ჴელი: რა: მეჴდების: თუ: რას: ვარგებ: პირველ: ხუალემ: თვით: სახელი: თქუენ: მოგხუდების: ვერას: ვარგებ: გულსა: დავდებ: ჩემი: ფიცი: არ: გატყდების:

583. წასლვა: ჩემი: გულსა: თქუენსა: არ: ეწყინოს: არ: დაჭმუნდეს: თავსა: ჩემსა: გაგებული: იქნას: რაცა: ღ~თსა: უნდეს: მანვე: ქნას: და: გაგიმარჯუდეს: თქუენი: თქუენკე: დავებრუნდეს: არ: მოვბრუნდე: თქვენმცა: სუფევთ: მტერი: თქუენნი: დაძაბუნდეს:

584. კულა: პირმზე: ეტყუის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო: წა: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინ: ვიდოდეს: ვირეო: მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო: ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო:

585. ვაზირმან: უთხრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია: შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია: მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქუენგან: მსმენია: ვიცი: უცილოდ: ამავსებს: შოება: არ: საწყენია:

586. თავმან: მისმან: მუნვე: მამკლავს: ვეჭუ: წამიცა: არ: წამაროს: შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს: მომკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეჴმაროს: არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყუი: რა: გინდა: ვინ: მისგან: აროს:

587. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო: ამიკლებს: და: ანუ: მომკლავს: ეგე: სიტყუა: ვითა: სთქვიო: რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო: სჯობს: სიკუდილი: აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწურთიო:

588. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თვით: ლაშქარნი: რად: მოღორდენ: რად: გაგიშვან: რად: დაღორდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ: შენ: წახვიდე: მტერნი: ჩუენნი: დაგუთამამდენ: გაგვისწორდენ: ეგე: ასრე: არ: იქნების: ვითა: ჩიტნი: არ: გაქორდენ:

589. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ჴამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი: ჰე: ვაზირო: შეგეტყობის: სიყუარული: არ: თურ: იცი: ანუ: სხუაცა: არ: გინახავს: მოყურობა: და: არცა: ფიცი: თუ: გინახავს: უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვით: ამტკიცი:

590. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს: აწ: უშველოთ: გვიჯობს: იგი: ნაცვლად: დღესა: დაგვითბუნვებს: ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს: ცუდთა: კაცთა: საუბარი: კაცსა: მეტად: დააჭმუნვებს:

591. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ჴელსა: რასა: მჴდიან: აწ: ვითამცა: გაუწყვეტლად: უცნობოსა: ცრემლნი: მდიან: სჯობს: წავიდე: არ: გავტეხნე: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან: ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმე: გარდუჴდიან:

592. აწ: ვაზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს: რკინა: ჩემი: მონაცვალე: ჴამს: გაცვილდეს: არ: გატინდეს: ვერ: გარდვიჴდი: ცრემლთა: მისთა: ჯეიონიცა: თვალთა: მდინდეს: მომეჴმარე: ნუთუ: ჩემგან: მოჴმარება: ჩემგანც: გინდეს:

593. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათგან: შეუგებლად: ვითა: მნუკევს: ეგრე: დავრთო: გული: ცეცხლსა: მოსადებლად: ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად: თქუი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად:

594. ვაზირმან: თქუა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მომედების: ვეღარ: უჭურეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების: ზოგჯერ: თქმა: სჯობს: არა: თქმასა: ზოგჯერ: თქმითა: დაშავდების: ვიტყუი: მოვჰკვდე: არა: გამა: ჩემი: მზეცა: თქუენ: მოგჴუდების:

595. რა: ვაზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა: მეფე: დახუდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა: შეუშინდა: საწყენლისა: მოხსენება: ვერ: შემართა: დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა:

596. მეფემან: ნახა: ვაზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხუელ: შეჭირვებული: მან: ჰკადრა: არა: ვიციო: მართ: ვარ: თავისა: ვებული: მართალ: ხართ: მომკლათ: რა: გესმათ: ამბავი: გაკვირვებული:

597. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტს: და: არცა: დიდობს: მეშინიან: თუცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს: აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს: უმის: ყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს:

598. რაცა: იცოდა: ყუელაი: ჰკადრა: მოშიშრად: ენითა: კულა: მოახსენა: რამცა: სცნა: სიტყუითა: ესოდენითა: თუ: რაგუარ: მყოფი: მინახავს: თუ: რაგვარ: ცრემლთა: დენითა: მართალ: ხართ: თუმცა: რისხუანი: ჩემთვის: იანაზდენითა:

599. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაავცნობდა: ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა: შეუზახნა: რასთვის: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა: ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა:

600. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მომკლას: მუხთლად: ღადრად: შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: აწ: მაგისად: ჩემად: კადრად: აგრე: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხუად: რად:

601. ჴამსა: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს: ოდენ: სიტყუა: უმეცრული: უალაგოდ: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემმან: ქედმან: მიიქედნეს: