... (A-363), XVII ს.

699. მე: გლახ: მარტომან: რა: უყო: მიმატებს: ცეცხლთა: დებასა: მო: და: გავანდო: ნუ: შევალთ: უსენის: შეცოდებასა: არ: გაამჟღავნოს: ვაფიცო: თუ: მომცემს: იმედებასა: სულსა: ვერ: წასწყმედს: ვერა: იქს: ფიცისა: გაცუდებასა:

700. მივე: მარტო: ქმარსა: ჩემსა: ველაღობე: ველაციცე: მერმე: უთხარ: გითხრობ: რასმე: მაგრა: პირველ: შემომფიცე: არვის: უთხრა: სულიერსა: საფიცარი: მომეც: მტკიცე: ფიცი: ფიცა: საკურველი: თავიცაო: კლდეთა: ვიცე:

701. რაცა: მითხრა: სიკუდილამდის: არვის: უთხრა: სულიერსა: არა: ბერსა: არა: ყმასა: მოყუარესა: არცა: მტერსა: მერე: უთხარ: ყუელაკაი: უსენს: კაცსა: მლმობიერსა: მოდი: მომყევ: აქა: სამე: მე: გიჩვენებ: მზისა: ფერსა:

702. ადგა: ამყუა: და: წავედით: შევლენით: კარნი: სრისანი: უსენ: გაჰკუირდა: გაცაჰკრთა: რა: შუქნი: ნახნა: მზისანი: თქვა: რა: მიჩუენე: რა: ვნახე: რანია: ნეტარ: რისანი: [...........................................................................................]

703. ვთქუი: თუ: არცა: რა: მე: ვიცი: ამისი: ჴორციელობა: რაცა: არ: გითხარ: მისმეტი: არა: მაქუს: მეცნიერობა: მე: და: შენ: ვჰკითხოთ: ვინ: არის: ვისგან: სჭირს: ისი: ხელობა: ნუთუ: რა: გვითხრას: ვეაჯნეთ: ქნას: დიდი: ლმობიერობა:

704. მივედით: გუქონდა: ორთავე: კრძალვა: მისისა: კრძალისა: ვჰკადრეთ: თუ: მზეო: საჴმილი: გვედების: შენგან: ალისა: გუითხარ: რა: არის: წამალი: მთვარისა: შუქ: ნამკრთალისა: რას: შეუქნიხარ: ზაფრანად: შენ: ფერად: მსგავსი: ლალისა:

705. რაცა: ვჰკითხეთ: არა: ვიცი: ესმა: ანუ: არ: ისმენდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა: გველნი: მოშლით: მოეკეცნეს: ბაღი: შეღმა: შერაშენდა: მზე: ვეშაპსა: დაებნელა: ზედა: რადმცა: გაგვითენდა:

706. ვერა: დავჰყარეთ: პასუხი: ჩვენ: საუბრითა: ჩვენითა: ვეფხი: ავაზა: პირქუშად: ზის: წყრომა: ვერ: უგრძენითა: კულაცა: ვაწყინეთ: ატირდა: მჩქეფრად: ცრემლისა: დენითა: არა: ვიციო: მიმიშვი: ეს: ოდენ: მითხრა: ენითა:

707. დავსხედით: და: მას: თანავე: ვიტირეთ: და: ცრემლი: ვლამეთ: რაცა: გუეთქვა: შევინანეთ: სხვამცა: რაღა: შევიწამეთ: ძლივ: ვიაჯეთ: დადუმება: დავადუმეთ: დავაამეთ: ჩვენ: მივართუით: ხილი: რამე: მაგრა: ვერა: ვერ: ვაჭამეთ:

708. უსენ: იტყუის: ბევრ: ათასნი: ჭირნი: ამან: ამიჴოცნეს: ესე: ღაწვნი: მზისად: ჴმანან: კაცთაგანმცა: ვით: იკოცნნეს: უმართლეა: ვერ: მჭვრეტელმან: თუ: პატიჟნი: იასოცნეს: მე: თუ: შვილნი: მირჩევნიან: ღმერთმან: იგი: დამიხოცნეს:

709. მას: უჭვრიტეთ: დიდი: ხანი: წამოვედით: სულთქმით: ახით: შეყრა: გვიჩნდის: სიხარულად: გაყრა: დიდად: ვივაგლახით: ვაჭრობისა: საქმისაგან: მოვიცალით: იგი: ვნახით: გული: ჩვენი: გაუშვებლად: დაეტყვევნეს: მისით: მახით:

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა:

710. რა: გარდაჴდა: ხანი: რამე: გამოვიდეს: ღამე: დღენი: უსენ: მითხრა: არ: მინახავს: ძოღანითგან: მეფე: ჩუენი: უვაზირებ: წავალ: ვნახავ: უდარბაზო: უძღვნა: ძღვენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანებაა: ეგე: თქვენი:

711. უსენ: ტაბაკსა: დააწყო: მარგალიტი: და: თუალები: დავვედრე: დარბაზს: დაგხუდების: დარბაზის: ერი: მთურალები: ამა: ქალისა: ამბავსა: მომკალ: თუ: არ: ეკრძალები კულა: შემომფიცა: არ: ვიტყუი: თავსაცა: მეცეს: ჴრმალები

712. უსენ: მოვიდა: ჴელმწიფე: დახუდა: ნადიმად: მჯდომელი: წინა: მიისუა: შეიძღუნა: ძღვენი: მიართუა: რომელი: უსენ: არიფი: მეფისა: მეფეა: მისი: მდომელი: აწ: ვნახოთ: მთვრალი: ვაჭარი: ცქაფი: უწრფელი: რომელი:

713. რა: მეფემან: უსენს: წინა: სვა: მრავალი: დოსტაქანი: კულა: შესუეს: და: კვლა: აავსნეს: სხვა: ფარჩნი: და: სხვა: ჭიქანი: დაავიწყდეს: იგი: ფიცი: რა: მუსაფნი: რა: მაქანი: მართლად: თქმულა: არა: ჰმართებს: ყუავსა: ვარდი: ვირსა: რქანი:

714. უთხრა: დიდმან: ჴელმწიფემან: უჭკუოსა: უსენ: მთვრალსა: დია: მიკუირს: საძღვნოდ: ჩვენად: სით: მოიღებ: ამა: თვალსა: მარგალიტსა: დიდროანსა: უმსგავსოსა: ჰპოვებ: თვალსა: ვერ: გარდვიჴდი: თავმან: ჩემმან: ძღვენთა: შენთა: ნაათალსა:

715. თაყუანისცა: უსენ: ჰკადრა: ჰე: მაღალო: ჴელმწიფეო: ზეცით: შუქთა: მომფენელო: მარჩენელო: არსთა: მზეო: რაცა: სხუა: მაქუს: ვისი: არის: ოქრო: თუნდა: საჭურჭლეო: დედის: მუცლით: რა: გამომყუა: მბოძებია: თქუენგან: მეო:

716. ამას: გკადრებ: თავმან: თქუენმან: არა: გმართებს: მადლი: ძღვნისა: სხვა: რამე: მითქს: სასძლო: თქვენი: შესართავი: თქვენის: ძისა: მას: უცილოდ: დამიმადლებთ: ოდეს: ნახოთ: მსგავსი: მზისა: მაშინ: მეტად: გაამრავლოთ: თქვენ: ბრძანება: ნეტარძისა

717. რას: ვაგრძელებდე: გატეხა: ფიცი: სიმტკიცე: სჯულისა: უამბო: პოვნა: ქალისა: მჭურეტთაგან: მზედ: სახულისა: მეფეს: მეტად: ეამა: მიეცა: ლხინი: გულისა: უბრძანა: დარბაზს: მოყუანა: სრულქმნა: უსენის: თქმულისა: