... (A-363), XVII ს.

602. კულა: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: თავსა: მოგკუეთ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: სიტყვა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: მისგან: ქნილი:

603. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შეალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთუის: აალმასა: არ: აძეწნა: ვით: მიანბე: წასულა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხე: წნა: ვაზირისა: ცრემლმან: ცხელმან: ღაწუნი: თეთრნი: აახეწნა:

604. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინებს: გამოძრწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკინებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს: მტერი: კაცსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს:

605. თქუა: ცოდვათა: ჩემთა: მსგავსი: ღმერთმან: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: სხუა: რა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რაძი: ვითა: გაისუენოს:

606. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: აწ: თქუენგან: გავხასდი: მე: მაშა: ვითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავჰკარგე: დავაშავითა:

607. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს: მიკვირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოურავსა: მოიმდურვებს თქმულა: ქრთამი: საურავსა: ჯოჯოხეთსცა: დაიურვებს:

608. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სიავე: რა: სირეგუნე: რა: შლუობა: რა: შმაგობა: მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკუირს: რად: არ: მამკლა: მისცა: თურე: ღ~თნ: თმობა:

609. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვჰქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქნილსა: რისხუასა: ვერავინ: დარიდებია: შენთუის: სიკუდილი: ლხინად: მჩანს: ჭირი: არ: გამცუდებია:

610. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: განადიმდა: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინნა: გაცაღიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთვის: ვინმცა: გააქიმდა:

611. მოაჴსენა: კულა: ვეზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: აგრე: გამინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მოთხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაადიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

612. ყმამან: უთხრა: აღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებოს: ცუარი: წყლისა: მისთუის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოვოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დაიწყნაროს:

613. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათ: თანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

614. მოვახსენებ: ერთხელ: კულაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდიფხვრების:

615. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა: სმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღვენი: უძღვნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: მყოლნი: ავეავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წუერნი:

616. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: სამასი: თავი: სტავრა: ატლასი: უხვმან: ნიადაგ: მიუმცდარომან: სამოცი: თვალი: ლალ: იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: საუარომან: კაცი: გაგზავნა: ვეზირისასა: ესე: ყუელაი: მისთვის: არო: მან:

617. შესთუალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდსაჴდელად: რა: ნაცუალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვკუდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცალო: შეგიწონო:

618. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყუისი: ასრე: უნდა: მოჴმარება: გავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

შერმადინის: საუბარი: ავთანდილთანა: ოდეს: გაიპარა:

619. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მაქებრად: ამბვისა: მათისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

620. იტყვის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყუა: მომისმინა: მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისომცა: ნუ: ცოცხალ: ვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღმერთმან: ვისმცა: შეარჩინა: