... (A-363), XVII ს.

777. არცარა: ცხადი: ამბავი: არცარა: დასამალავი: არა: არ: გვითხრა: ვინ: იყო: ან: ვისგან: ნამუხთალავი: ქუშ: ქუშად: გუეუბნებოდა: კუშტი: თავისა: მკრძალავი: ვითა: ასპიტი: მჭურეტელთა: მისთა: თუალითა: მლალავი:

778. როშაქ: უბრძანა: ნუ: ჰკითხავთ: აწ: თურე: არ: სათქმელია: ამისა: საქმე: უცხოა: საამბობლადცა: ძნელია: ბედი: მეფისა: ჩვენისა: არსთაგან: სანატრელია: მით: რომე: ღ~თი: მას: მისცემს: რაც: უფრო: საკუირველია:

779. ესე: ღმერთსა: მისაგურელად: მისად: ჩუენთვის: მოუცდია: მიუტანოთ: არმაღანად: დაგვიმადლებს: მეტად: დია: ნუ: დავმალავთ: გავმჟღავნდებით: მეფე: ჩუენი: ამაყია: პირველ: მათი: შეცოდება: მერმე: დიდი: აუგია:

780. მივამოწმენით: თათბირნი: არ: კიდე: გავაკიდენით: დავბრუნდით: ქაჯეთს: მივმართეთ: მას: წინა: მოვეკიდენით: არცა: რა: ვჰკადრეთ: ჴელდაჴელ: არცა: თუ: წავეკიდენით: იგი: ტირს: ღაწვსა: გულ: მდუღრად: ჩარცხის: ცრემლისა: კი: დენით:

781. მე: როშაქს: ვჰკადრე: გამიშვი: კულა: ადრე: თქუენი: მხლებელი: აწ: გულანშაროს: ქალაქსა: ვარ: საქმის: რასმე: მწდებელი: მან: გამომიშვა: აქ: სადმე: ლარი: მიც: წასაღებელი: თანა: წავიტან: წაცავალ: მე: მათი: ზედა: მსწრებელი:

782. მათ: კაცთა: დიდად: იამა: ესე: ამბავი: მონისა: მე: გავიგონე: შერემშრა: ნაკადი: ცრემლთა: ფონისა: მენიშნა: ყოვლი: ნიშანი: ვიცან: ჩემისა: ღონისა: ცოტაი: ლხინი: მომეცა: მსგავსი: დრამისა: წონისა:

783. მოვიყვანე: იგი: მონა: ახლოს: დავსვი: ჩემსა: წინა: ვჰკითხე: მითხარ: რას: იტყოდი: გაგონება: მეცა: მინა: მან: იგივე: კულა: მიამბო: რაცა: მუნით: მომესმინა: ამ: ამბავმან: გამაცოცხლა: სულ: მობრძავი: დამარჩინა:

784. მე: ორნი: შავნი: მონანი: მყუანან: სავსენი: გრძნებითა: უჩინოდ: მივლენ: წამოვლენ: მათითა: ჴელოვნებითა: მოვასხნენ: ქაჯეთს: გავგზავნენ: ვარქვი: თუ: ნუ: დასდგებითა: მაცნობეთ: მისი: ამბავი: თქუენითა: მოქმედებითა:

785. სამ: დღე: მოვიდეს: მიამბეს: ფიცხლა: ებიჯა: გზისადა: მიუგურიაო: მეფისა: ზღუათ: იქით: წამავლისადა: ვერვის: შეუდგმან: საჭურეტად: თუალნი: მართ: ვითა: მზისადა: ქუე: დაუწინდავს: საცოლედ: როსან: ცოტასა: ყმისადა:

786. როსანს: შევრთოთო: დულარდუხტს: მეფესა: უბრძანებია: ჯერ: ქორწილობად: არა: მცალს: აწ: გული: ცეცხლნადებია: შემოვიქცევი: შევისძლობ: ვინ: ცისა: მზედ: ნაქებია: ციხეს: დაუსუამს: ხადუმი: ერთაი: უახლებია:

787. ყოვლი: მცოდნელი: გრძნებისა: მას: თანა: წაუტანია: მით: რომე: გზაა: საჭირო: მტერნი: საომრად: მზანია: ქუე: დაუყრია: მოყმები: ვინც: უფრო: გულოვანია: დაეყოვნების: წარსრულა: ჯერთო: ცოტაი: ხანია:

788. ქაჯთა: ქალაქი: აქანმდის: მტერთაგან: უბრძოლველია: ქალაქსა: შიგან: მაგარი: კლდე: მაღალი: და: გრძელია: მას: კლდესა: შუა: გუირაბი: ასაძრომელი: ჴურელია: მუნ: არის: მარტო: მნათობი: მისთა: შემყრელთა: მწუელია:

789. გვირაბის: კარსა: ნიადაგ: მოყმე: სცავს: არ: პირ: ნასები: ათი: ათასი: ჭაბუკი: დგას: ყუელაკაი: ხასები: ქალაქის: კართა: სამთავე: სამათას: სამათასები: გულო: გაგსაჯა: სოფელმან: არ: ვიცი: და: გლახ: რას: ები:

790. ესე: ამბავი: ავთანდილ: პირ: მზემან: მაგრა: ვადამან: რა: მოისმინა: იამა: სხუად: არა: გაუცხადა: მან: შესწირა: ღ~თსა: მადლობა: ტურფამან: დანაბადამან: ამბავი: ჩემი: სალხინო: მითხარო: ვისმანღა: დამან:

791. ფატმანს: უთხრა: საყუარელო: კმა: ხარ: ჩემდა: სასურველად: მე: ამბავი: სანატრელი: მომასმინე: არ: პირ: ბნელად: მაგრა: საქმე: ქაჯეთისა: გამაგონე: უფრო: მრთელად: ქაჯნი: ყუელა: უჴორცოა: რამცა: შექმნა: ჴორციელად:

792. მის: ქალისა: სიბრალული: ამანთებს: და: მიდებს: ალსა: მაგრა: ქაჯნი: უჴორცონი: რას: აქნევენ: მიკუირს: ქალსა: ფატმან: უთხრა: მომისმინე: მართლად: ეტყვი: მანდა: მკრთალსა: არ: ქაჯნია: კაცნიაო: მინდობიან: კლდესა: სალსა:

793. ქაჯნი: სახელად: მით: ქუიან: არიან: ერთად: კრებულნი: კაცნი: გრძნებისა: მცოდნელნი: ზედა: გაჴელოვნებულნი: ყოველთა: კაცთა: მავნებნი: იგი: ვერვისგან: ვნებულნი: მათნი: შემბმელნი: წამოვლენ: დამბრმალნი: დაწბილებულნი:

794. იქმენ: რასმე: საკუირველსა: მტერსა: თუალთა: დაუბრმობენ: ქართა: აღსძვრენ: საშინელთა: ნავსა: ზღვა: ზღვა: დაამჴობენ: ვითა: ჴმელსა: გაირბენენ: წყალსა: წმიდად: დააშრობენ: სწადდეს: დღესა: ბნელად: იქმენ: სწადდეს: ბნელსა: ანათობენ:

795. ამისთუის: ქაჯად: უხმობენ: გარეშემონი: ყველანი: თვარა: იგიცა: კაცნია: ჩვენებრვე: ჴორციელანი: ავთანდილ: მადლი: უბრძანა: ცეცხლნი: დამივსე: ცხელანი: დიდად: მიამნეს: ამბავნი: სიტყუანი: აწინდელანი:

796. გულითა: ღ~თსა: ადიდებს: ავთანდილ: ცრემლთა: მდენელი: თქუა: ღმერთო: გმადლობ: რომელი: ხარ: ჭირთა: მომალხენელი: ყოფილი: მყოფი: უთქმელი: ყურთაგან: მოუსმენელი: წყალობა: შენი: იჩქითად: არს: ჩვენი: გარდმომფენელი: