... (A-363), XVII ს.

641. ნეტარ: მამაცი: სხვა: რაა: არ: გასძლოს: რაცა: ჭირია: ჭირსა: გადრეკა: რად: უნდა: რა: სასაუბრო: პირია: ნუ: გეშის: ღ~თი: უხვია: თუცა: სოფელი: ძვირია: რაცა: მიწურთიხარ: იწვართე: გკადრო: უწურთველი: ვირია:

642. თუ: რა: გესმის: გაიგონე: ესე: კმარის: სწავლა: სწავლად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: თქუენს: წინაშე: წამოსავლად: მოვაჴსენე: რადგან: ჩემი: შეუქმნია: გული: ავლად: არას: ვარგებ: არ: დავდგები: სხუა: ვიუბნო: რაღა: მრავლად:

643. მან: მიბრძანა: მადლიერ: ვარ: კარგად: ხარ: და: მამაცურად: მაგა: შენსა: გავლენასა: მე: დავიჩენ: სამსახურად: მისის: კითხვით: წამოსრულვარ: არ: მთრუალურად: არ: მახმურად: მივბრუნდე: და: რა: უამბო: რად: მოვეო: ჯაბან: ჴრდლურად:

644. მაგ: საუბარსა: ესე: სჯობს: ისმინე: ჩემი: თხრობილი: მქნელი: საქმისა: ძნელისა: კაციმცა: იყოს: ცნობილი: ვერას: ვერ: იქს: ნაყოფსა: ვარდი: უმზეოდ: ჭკნობილი: შენ: ვერას: ირგებ: მე: მარგებ: ძმა: ძმისა: უნდა: ძმობილი:

645. სადაცა: გწადდეს: მუნ: იყავ: მითვე: წესითა: მაგითა: გწადდეს: გულითა: ბრძენითა: გწადდეს: ცნობითა: შმაგითა: მაგა: ქცევითა: ტურფითა: ანაგებითა: ნაგითა: ოდენ: გამაგრდი: არ: მოჰკვდე: არ: დასდნე: ცეცხლთა: დაგითა:

646. ამის: მეტსა: არას: გნუკევ: წელიწადსა: ერთსა: მსგეფსა: აქა: ქუაბსა: მომნახვიდე: მე: ამბავთა: ყოვლგნით: მკრეფსა: ამა: ჟამსა: ნიშნად: მოგცემ: დროსა: ამას: ვარდ: იეფსა: ვარდთა: ნახვა: გაგაკრთობდეს: მართ: ვითამცა: ძაღლი: ყეფსა:

647. ვირ: ვარდი: იყოს: და: მზეს: ჯდეს: კირჩხიბსა: და: საროტანსა: აქა: ქუაბსვე: მომნახევდი: მოარებდი: ლომო: ტანსა: ვერას: ვპოვებ: ეგრე: მოვალ: თუ: რას: ვჰპოვებ: მოსატანსა: უაქაოდ: არ: დავსდგები: ერანს: ვარ: თუ: ზაულისტანსა:

648. ამა: დროსა: გარდავსცილდე: აქა: ქუაბსა: არ: მოვიდე: ცან: ცოცხალი: არ: თურე: ვარ: უღონიოდ: მოვკუე: კიდე: ეს: ამისად: ნიშნად: კმარის: შენ: თუ: ჩემთვის: ცრემლსა: ღვრიდე: მაშინ: გწადდეს: იხარებდი: გწადდეს: ჭმუნვა: გაადკიდე:

649. აწ: რაცა: გკადრე: ამისთვის: ნუთუ: შენ: იყო: მჭმუნავი: მოგშორდები: და: არ: ვიცი: თუ: ცხენი: დამცემს: თუ: ნავი: არ: უთქმელობა: არ: ვარგა: არ: პირუტყუი: ვარ: მჭმუნავი: არ: ვიცი: ღ~თი: რას: მიზამს: ანუ: ცა: მიწყივ: მბუნავი:

650. მან: უბრძანა: აღარ: გაწყენ: არცა: სიტყუა: გამეტადდეს: არ: მომისმენ: რაზომ: გინდა: საუბარი: მიდიადდეს: თუ: არ: მოგყუეს: საყუარელი: შენ: მას: მიჰყევ: რაცა: სწადდეს: ბოლოდ: ყოვლი: დამალული: საქმე: ყველაი: გამოცხადდეს:

651. არ: დაიჯერო: მაშინ: სცნა: ჩემთა: საქმეთა: ძნელობა: ჩემთვის: ყუელაი: სწორია: გაჭრა: და: გაუჭრელობა: უშენოდ: მომხუდეს: რაღა: ვჰქნა: არ: დია: დღეთა: გრძელობა: შენ: რაცა: გითქუამს: მაგას: ვიქ: მრჯის: რაზომ: გინდა: ხელობა:

652. საუბარი: გარდასწყვიტეს: დააპირეს: ესე: პირი: ცხენსა: შესხდეს: მოიარეს: თვითო: მოკლეს: ველს: ნადირი: შემოიქცეს: აატირეს: გული: კულაცა: ანატირი: ხუალ: გაყრისა: გონებამან: სხუა: მიმატა: ჭირსა: ჭირი:

653. ლექსთა: მკითხველო: თქვენიმცა: თუალნი: ცრემლისა: მღურელია: გულმან: გლახ: რა: ქნას: უგულოდ: თუ: გული: გულსა: ელია: მოშორვება: და: მოყურისა: გაყრა: კაცისა: მკულელია: ვინცა: არ: იცის: არ: ესმის: ესე: დღე: როგორ: ძნელია:

654. დილა: გათენდა: შესხდეს: და: მას: ქალსა: გაესალამნეს: ტარიელ: ასმათ: ავთანდილ: თუალთაგან: ცრემლნი: დალამნეს: სამთავე: ღაწუთა: ალამნი: არღვნის: ფერად: ალამნეს: მათ: ლომთა: მიწყივ: მჴეც: ქმნილთა: თავნი: მჴეცთანა: ალამნეს:

655. ქუაბი: ჩავლეს: და: წავიდეს: ზახილით: ცრემლთა: მდენანი: ასმათ: ტირს: მოთქვამს: ჰე: ლომნო: ვისნი: ვით: მოგთქმენ: ენანი: მზემან: დაგწუნა: და: დაგდაგნა: ცისა: მნათობნი: ზენანი: ვაი: ჩემნი: ჭირნი: ეზომნი: ვაი: სიცოცხლისა: თმენანი:

656. მათ: ყმათა: მუნით: წასრულთა: იგი: დღე: ერთგან: იარეს: ზღუის: პირს: მივიდეს: მუნ: დადგეს: არ: ჴმელთა: არე: იარეს: არ: გაიყარნეს: მას: ღამეს: კულა: ცეცხლი: გაიზიარეს: ერთმანერთისა: შორს: ყოფნა: იტირეს: იმგლოვიარეს:

657. ტარიელ: ეტყუის: ავთანდილს: რუ: გაჴმა: ცრემლთა: დენისა: რად: მოიშორე: შენ: ფრიდონ: მომცემი: მაგა: ცხენისა: მუნით: იცნობის: ამბავი: ღონე: მის: მზისა: ლხენისა: აწ: მე: მუნ: მივალ: მასწავლე: გზა: ძმად: ფიცისა: შენისა:

658. ტარიელ: სიტყუით: ასწავლის: მჴარსა: ფრიდონის: გზისასა: მართ: გააგონა: რაც: ოდენ: შეეძლო: ძალსა: თქუმისასა: აღმოსავლითკენ: წადიო: პირსა: იარე: ზღვისასა: თუ: ნახე: ჩემი: უამბე: გკითხავს: ამბავსა: ძმისასა:

659. თხა: მოკლეს: და: მიითრიეს: ცეცხლი: შექნეს: ზღვისა: პირსა: სვეს: და: ჭამეს: რაცა: ჭამა: შეჰფეროდა: მათსა: ჭირსა: მას: ღამესა: ერთად: იყუნეს: ერთგან: მიწუეს: ხეთა: ძირსა: ვჰგმობ: მუხთალსა: საწუთროსა: ზოგჯერ: უხუსა: ზოგჯერ: ძვირსა:

660. ცისკრად: ადგეს: გასაყრელად: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: მაშინ: მათგან: ნაუბარნი: დადნეს: ვინცა: მოისმინეს: თუალთა: ვითა: წყაროს: თუალნი: ცრემლი: ველთა: მოადინეს: დიდხანს: დგანან: შეჭედილნი: მკერდი: მკერდსა: შეარკინეს: