... (A-363), XVII ს.

621. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღ~თსა: ჰგმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქვამს: ვაებს: უშობს: ლხინსა: არას: არ: იახლებს: ჰკრთების: კუშტობს: ვახშობს: უშობს:

622. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: გაგონებით: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

623. სამი: არის: მოყურისაგან: მოყურობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

624. მან: გამისრულა: ყოველი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: გმართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შიგები: თუ: ვერა: ვარგო: მისთანა: მეცა: წასადმე: ვეგები: ხარ: რაზომ: ფერი: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

625. რადღა: ვაგრძელებ: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ხლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

626. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ერთობ: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქანამდის: კულა: გავლენა: გააკულადე:

627. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კუდების: შემოვიქცე: შენი: ჩემგან: ვალი: კარგად: გარდიჴდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წახდების:

628. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თუალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოებით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვქმნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიყვანე: სამსახურად: მოგეჴმარო: რაცა: გინდი:

629. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ან: ვის: ესმა: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღურიდი:

630. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოჰჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდე: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერად: ვერა:

631. ვარდი: ამას: ვით: იაზრებს: მზე: მომშორდეს: არ: დავძრეო: ანუ: ჩუენ: გლახ: რა: გუერგების: რა: ჩასვენდეს: გორსა: მზეო: გულო: გიჯობს: გაუმაგრდე: თავი: სრულად: გაიკლდეო: ნუთუ: მოგხუდეს: ნახვა: მისი: სულთა: სრულად: ნუ: დალეო:

632. სული: დაიღეს: დადუმდეს: ორთავე: ცეცხლი: სდებოდა: ასმათი: შეჰყუა: შევიდა: ცეცხლი: მათებრვე: გზებოდა: დაუგო: ტყავი: ვეფხისა: რომელ: კულავ: მიწყივ: ჰგებოდა: ორნივე: დასხდეს: იუბნეს: რაცა: მათ: იამებოდა:

633. მწუადი: შეიწუეს: შეიქმნა: პურობა: მსგავსი: ჟამისა: მუნ: უპურობა: პურობა: არ: სიდიადე: ჯამისა: მას: შეეხვეწნეს: ჭამეო: ძალი: არ: ჰქონდა: ჭამისა: დაცოხნის: ლუკმა: გატყორცის: წონა: ძლივ: ჩანთქის: დრამისა:

634. ამოა: რომე: კაცი: კაცს: ამოსა: ეუბნებოდეს: მან: გაუგონოს: რაცა: თქუას: არ: ცუდად: წაუჴდებოდეს: ცოტად: ეგრეცა: დაუვსებს: ცეცხლი: რაზომცა: სდებოდეს: დიდი: ლხინია: ჭირთა: თქუმა: თუ: კაცსა: მოუჴდებოდეს:

635. მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: იგი: ლომნი: იგი: გმირნი: იუბნეს: და: გააცხადნეს: თავის: თავის: მათნი: ჭირნი: რა: გათენდა: კულა: საუბარნი: სიტყუა: ჴშირნი: ერთმანეთსა: გაუგონნეს: ფიცნი: პირველ: დანაპირნი:

636. ტარიელ: ეტყუის: რად: უნდა: სიტყუისა: თქმა: მრავალისა: რაცა: შენ: ჩემთვის: გიქნია: ღ~თი: მზღველია: ვალისა: კმა: ზენაარი: ზენარად: არ: ნაქმარია: მთრვალისა: არ: დავიწყება: მოყურობა: მოყურისა: წარმავალისა:

637. აწ: შემიხუეწე: ნუ: დამწვავ: კულა: წუითა: უცხელესითა: მე: რომე: ცეცხლი: მედების: არ: ნაგზებია: კუესითა: ვერ: დაშრეტ: შენცა: დაიწვი: სოფლისა: ქნისა: წესითა: წადი: დაბრუნდი: შეიქეც: მუნითვე: შენი: მზე: სითა:

638. ვინ: დამბადა: განკურნება: ჩემი: უჩანს: მასცა: ძნელად: ვისცა: გესმის: გაიგონეთ: მით: გაჭრილვარ: ხელი: ველად: რაცა: მართებს: გონიერთა: ერთხელ: ვიყავ: მეცა: მქნელად: აწ: ნობათი: ხელობისა: მამხვდომია: მით: ვარ: ხელად:

639. ავთანდილ: ეტყუის: რა: გითხრა: პასუხი: მაგა: თქმულისა: შენვე: სთქვი: ეგეა: სიტყუა: კაცისა: ბრძნად: სწავლულისა: ღ~თსამცა: ვით: არ: შეეძლო: კვლა: განკურნება: წყლულისა: იგია: მზრდელი: ყოვლისა: დანერგულ: დათესულისა:

640. ღ~თსამცა: ესე: რად: ექნა: ეგეთნი: დაებადენით: აღარ: შეგყარნა: გაგყარნა: თუალნი: ცრემლთა: დადენით: სდევს: ფათერაკი: მიჯნურსა: გასჭურიტეთ: გაიცადენით: თქუენ: ერთმანერთი: არ: მოგხვდეთ: მე: სულნი: ამომხადენით: