... (A-363), XVII ს.

797. მის: ამბისა: ცნობისათვის: ცრემლით: ღ~თსა: ადიდებდა: ფატმან: ეჭუდა: თავისათვის: ამად: ცეცხლსა: კულა: იდებდა: ყმა: ნამუსსა: ინახვიდა: სიყუარულსა: იფერებდა: ფატმან: ყელსა: ეხუეოდა: პირსა: მზესა: აკოცებდა:

798. მას: ღამით: ფატმან: იამა: ავთანდილ: თანა: წოლითა: ყმა: უნდოგუარად: ეხუევის: ყელსა: ყელითა: ბროლითა: ჰკლავს: თინათინის: გონება: ძრწის: იდუმლითა: ძრწოლითა: გული: ხელ: ქმნილი: გასჭრია: მჴეცთავე: თანა: რბოლითა:

799. ავთანდილ: მალვით: ცრემლსა: სწუავს: დენად: სისხლ: ნართავისად: შიგან: მელნისა: მორევსა: ცურავს: გიშრისა: ნავი: სად: იტყუის: თუ: მნახეთ: მიჯნურნო: იგი: ვინ: ვარდი: ა: ვისად: უმისოდ: ნეხვთა: ზედა: ვზი: ბულბული: მსგავსად: ყუავისად:

800. მუნ: ცრემლნი: მისგან: ნადენნი: ქუათაცა: დასალბონია: გიშრისა: ტეური: აგუბებს: ვარდისა: ველსა: ფონია: ფატმან: მას: ზედა: იხარებს: მართ: ვითა: იადონია: თუ: ყუავი: ვარდთა: იშოვნის: თავი: ბულბული: ჰგონია:

801. გათენდა: ბანად: წავიდა: მზე: სოფელს: შუქ: ნაკიდები: დიაცმან: უძღვნა: მრავალი: კაბა: ყაბაჩა: რიდები: მრავალი: ფერი: სულნელი: ტურფა: პერანგი: წმიდები: რაცა: გწადდესო: ჩაიცუი: მე: ნურას: ნუ: მერიდები:

802. ავთანდილ: თქვა: საქმე: ჩემი: გავაცხადო: ამა: დღესა: სამოსისა: ვაჭრულისა: ცუმა: აქამდის: დაეწესა: მას: დღე: ყოვლი: საჭაბუკო: შეიმოსა: ტანსა: მჴნესა: მოემატა: დაშვენება: დაემსგავსა: ლომი: მზესა:

803. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწუეველად: ყმა: შევიდა: მოკაზმული: მხიარულად: არ: პირ: ბნელად: ფატმან: ნახა: გაუკუირდა: ვაჭრულისა: უმოსელად: შემოსცინნა: აგრე: სჯობსო: შენთვის: ხელთა: სასურველად:

804. ფატმან: მისსა: შვენებასა: მეტის: მეტად: ჰკუირდებოდა: მან: პასუხი: არა: გასცა: თავის: წინა: ღიმდებოდა: შეეტყუების: არ: მიცნობსო: როგორ: ისრე: რეგუნად: ჰჴმობდა: თუცა: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: გავიდოდა:

805. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა: ღვინო: სმული: მხიარული: დაწუა: ამოდ: დაიძინა: საღამოჟამს: გაიღვიძნა: შუქი: ველთა: მოაფინა: ფატმან: უჴმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავის: წინა:

806. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მომკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მოხისა: გუერდსა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

807. ავთანდილ: ბრძანა: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაჰკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გულნაკბენია: მაგრა: აქამდის: მართალი: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მომკულელნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ხენია:

808. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგუანისა: მაქუს: პატრონობა: მრავლისა: საჭურჭლე: მსგავსი: ხანისა:

809. შენ: გიცი: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი: იგია: ჩემი: დამწუელი: და: ჩემი: დამადნობელი:

810. შენ: რომე: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქუეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერნამკრთალი: სად: გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად:

811. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისგან: შემოსვა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: უნახავისა: ღონე: წამწმისა: ჴშირისა: ყორნის: ფრთებ: ნაფუშავისა:

812. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: სცნობს: კაცი: ყუელაი: ჩუენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კულა: მიხვდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

813. მომგუარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყუელაი: ამბავი: ჩუენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღმერთმან: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგუესმას: ჩუენგან: ძლეული:

814. ფატმან: ღმერთსა: დიდება: საქმენი: მომხუდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავი: უკუდავებისა: სწორანი: მოგუარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი: უბრძანა: ქაჯეთს: გაგგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი:

815. აწ: გამოჩნდების: საჴრმობა: ჩემთვის: შენისა: გრძნებისა: ფიცხლად: დამივსე: საჴუმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა: მას: მზესა: ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხუალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე