... (A-363), XVII ს.

718. მე: აქა: ჩემსა: ამოდ: ვჯე: მუნამდის: არ: მიკვნესია: შემოდგა: კარსა: მეფისა: მონათა: უხუცესია: თანა: ჰყუა: მონა: სამოცი: ვით: ჴელმწიფეთა: წესია: მოვიდეს: მეტად: გავჰკვირდი: ვთქვი: საქმე: ზესია:

719. მისალამეს: ფატმან: მითხრეს: ბრძანებაა: ღ~თისა: სწორთა: დღეს: რომელი: უსენ: შესძღუნა: ქალი: მსგავსი: მზეთა: ორთა: აწ: მოგუგუარე: წავიყუანოთ: ვლა: არ: გვინდა: გზათა: შორთა: ესე: მესმა: დამტყდეს: ცანი: რისხუა: ღ~თისა: ეცა: გორთა:

720. მე: გაკუირვებით: მათ: ვკითხე: რა: ქალი: გინდა: რომელი კულა: მითხრეს: უსენ: შემოსძღვნა: პირი: ელვათა: მკრთომელი არას: მარგებდა: დაესკვენა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი: ავთრთოლდი: ავდეგ: ვეღარა: ვერცა: ქვე: ვიყავ: მჯდომელი:

721. შეველ: ვნახე: იგი: ტურფა: მტირალად: და: ცრემლ: დასხმულად: ვჰკადრე: მზეო: ბედმან: შავმან: ვით: მიმუხთლა: ხედავ: რულად: ცა: მობრუნდა: რისხვით: ჩემთვის: იავარმყო: ამფხურა: სრულად: შემასმინეს: მეფე: გითხოვს: ამისთვის: ვარ: გულ: მოკლულად:

722. მან: მითხრა: დაო: ნუ: გიკუირს: ეგე: რაზომცა: ძნელია: ბედი: უბედო: ჩემზედა: მიწყივ: ავისა: მქნელია: კარგი: რამ: მჭირდეს: გიკვირდეს: ავი: რა: საკუირველია: სხუა: და: სხუა: ჭირი: ჩემზედა: არ: ახალია: ძველია:

723. შევე: საჭურჭლეს: რომელსა: ფასი: არ: დაედებოდა: თუალ: მარგალიტი: ავიღე: რაც: ოდენ: ამეღებოდა: თვითო: და: თვითო: თვითოსა: ქალაქსა: ეფასებოდა: მიველ: მას: წელთა: შევარტყი: შავგული: მისთვის: კუდებოდა:

724. ვარქვი: ჩემო: განღა: სადმე: გეჴმარების: ესე: გუარი: მათ: მონათა: ჴელთა: მივეც: იგი: პირი: მზისა: დასადარი: ცნა: მეფემან: მოეგება: ჰკრა: ტაბლაკსა: გაჴდა: ზარი: იგი: მივა: თავ: მოდრეკით: წყნარი: არის: მოუბარი:

725. ზედა: მოატყდა: მჭურეტელი: გაჴდა: ზათქი: და: ზარები: ვერ: იჭირვებდეს: სრაანგნი: მუნ: იყო: არ: სიწყნარები: იგი: რა: ნახა: მეფემან: საროსა: მსგავსი: ნარები: გაჰკრთა: მით: უთხრა: ჰე: მზეო: აქა: ვით: მოიგვარები:

726. ვით: მზემან: მისნი: მჭურეტელნი: შექნნა: თვალისა: მფახველად: მეფემან: ბრძანა: გამჴადა: ნახული: მე: უნახველად: ღ~თისაგან: კიდე: ვინ: იყო: კაცი: ამისად: მსახველად: მართებს: ამისთა: მიჯნურთა: ხელნი: თუ: რბოდეს: ახ: ველად:

727. გვერდსა: დაისვა: ეუბნა: ტკბილითა: საუბარითა: მითხარო: ვინ: ხარ: ვისი: ხარ: მოსრული: ვისთა: გუარითა მან: არა: გასცა: პასუხი: პირითა: მზისა: დარითა: თავ: მოდრეკილი: დაღრეჯით: ქუე: ზის: ცნობითა: წყნარითა:

728. არ: ისმენდა: მეფისასა: რასა: გინდა: უბრძანებდა: სხვაგან: იყო: გული: მისი: სხვასა: რასმე: იგონებდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აღებდა: მჭურეტნი: მისნი: გააკუირვნა: რასამცა: ვინ: იაზრებდა:

729. მეფე: ბრძანებს: რა: შევიგნათ: გული: ჩვენი: რათ: იჴსნების: ამა: ორთა: კიდეგანთა: აზრი: არა: არ: იქნების: ან: ვისიმე: მიჯნურია: სიყუარული: ეგონების: მისგან: კიდე: არვისად: სცალს: ვეღარცა: ვის: ეუბნების:

730. ანუ: არის: ბრძენი: ვინმე: მაღალი: და: მაღლად: მხედი: არცა: ლხინი: ლხინად: უჩანს: არცა: ჭირი: ზედა: ზედი: ვით: ზღაპარი: ასრე: ესმის: უბედობა: თუნდა: ბედი: სხუაგან: არის: სხუაგან: ფრინავს: გონება: უც: ვითა: ტრედი:

731. ღმერთმან: ქნას: შინა: მოვიდეს: ძე: ჩემი: გამარჯვებული: მე: დავახუედრო: ისი: მზე: და: მისთვის: დამზადებული: მან: ათქმევინოს: ნუთუ: რა: ჩუენცა: ვცნათ: გაცხადებული: მუნამდის: მთვარე: შუქ: კრთომით: ჯდეს: მზისა: მოშორვებული:

732. ჴელმწიფისა: შვილსა: გითხრობ: კარგსა: ყმასა: გულოვანსა: უებროსა: ზნე: და: თუალად: შვენიერსა: პირსა: ტანსა: მაშინ: ლაშქარს: წასრულ: იყო: მუნ: დაჰყოფდა: დიდსა: ხანსა: მამა: მისთვის: ამზადებდა: მას: მნათობთა: დასაგვანსა:

733. მოიღეს: ტანსა: ჩააცვეს: შესამოსელი: ქალისა: მას: ზედა: შუქი: მრავალი: ჩნდა: მნათობისა: თუალისა: დაადგეს: თავსა: გვირგვინი: ერთობილისა: ლალისა: მუნ: ვარდსა: ფერი: აშვენებს: გამჭვირვალისა: ლალისა:

734. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: საწოლი: უფლისწულისა: დაუდგეს: ტახტი: ოქროსა: წითლისა: მაღრიბულისა: ადგა: თვით: დიდი: ჴელმწიფე: პატრონი: სრისა: სრულისა: მას: ზედა: დასუა: იგი: მზე: ლხინი: მჭურეტელთა: გულისა:

735. უბრძანა: ცხრათა: ხადუმთა: დადგომლად: მცველად: კარისად: ჴელმწიფე: დაჯდა: ნადიმად: მსგავსად: მათისა: გუარისად: უბოძა: უსენს: უზომო: მუქფად: მის: მზის: დარისად: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: მოსამატებლად: ზარისად:

736. გააგრძელეს: ნადიმობა: სმა: შეიქნა: მეტად: გრძელი: ქალი: პირმზე: ბედსა: ეტყუის: რა: ბედი: მიც: ჩემი: მკულელი: სადაური: სად: მოსულ: ვარ: ვის: მივხვდები: ვისთვის: ხელი: რა: ვქნა: რა: ვყო: რა: მერგების: სიცოცხლე: მჭირს: მეტად: ძნელი:

737. კულავცა: იტყუის: ნუ: დავაჭკნობ: შვენებასა: ვარდთა: ფერსა: ვეცადო: რას: ნუთუ: ღმერთმან: მომარიოს: ჩემსა: მტერსა: სიკუდილამდის: ვის: მოუკლავს: თავი: კაცსა: მეცნიერსა: რა: მისჭირდეს: მაშინ: უნდან: გონებანი: გონიერსა: