... (A-363), XVII ს.

758. იგივე: მითხარ: მას: აქათ: ქალი: გაგზავნე: შენ: ოდეს: რაცაღა: გეცნას: ამბავი: ანუ: რა: მისი: გსმენოდეს: კულა: იტყუის: ფატმან: ტირილით: კულა: თუალთა: ცრემლი: სდენოდეს: წაჴდესო: შუქნი: რომელნი: მზისაებრ: ველთა: ჰკრთებოდეს:

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა:

759. ვაი: საწუთროო: სიცრუვით: თავი: სატანას: ადარე: შენი: ვერავინ: ვერა: ცნას: შენი: სიმუხთლე: სად: არე: პირი: მზისაებრ: საჩინო: სად: უჩინო: ჰყავ: სად: არე: მით: ვხედავ: ბოლოდ: სოფელსა: ოჴრად: ჩანს: ყოვლი: სად: არე:

760. ფატმან: იტყუის: მომეშორა: მზე: მნათობი: სრულად: ჴმელთა: სიცოცხლე: და: სულდგმულობა: მონაგები: ჩემთა: ჴელთა: მას: უკანით: გაუწყვეტლად: დება: მჭირდის: ცეცხლთა: ცხელთა: ვერ: გავაჴმი: წყარო: ცრემლთა: თუალთათ: ჩემთა: გადამღურელთა:

761. სახლი: და: შვილი: მომძულდეს: ვჯდი: უგულოთა: გულითა: მას: ვიგონებდი: მღვიძარე: რა: მიმეძინის: ლულითა: უსენ: გამტეხი: ფიცისა: მიჩს: უსჯულოთა: სჯულითა: ვერ: მიმიახლოს: საახლოდ: კრულმან: პირითა: კრულითა:

762. დღესა: ერთსა: საღამო: ჟამ: ჩასლუა: იყო: ოდენ: მზისა წავდეგ: წინა: დარიჯაგთა: კარი: მიჩნდა: ხანაგისა: ვიგონებდი: სევდა: მკულიდა: მისისავე: გონებისა: ვჰთქუი: კრულია: ზენაარი: ყოვლისამცა: მამაცისა:

763. მოვიდა: სითმე: ღარიბი: მონა: მოყუსითა: სამითა: მონა: მონურად: მოსილი: სხუანი: მგზავრულად: ხამითა: სასმელ: საჭმელი: მოიღეს: ქალაქს: ნასყიდი: დრამითა: სმიდეს: ჭამდეს: და: უბნობდეს: სხდეს: მხიარულნი: ამითა:

764. მე: უყურებდი: უჭვრეტდი: თქუეს: ამოდ: გავიხარენით: მაგრა: ჩვენ: აქა: მოყვასნი: უცხონი: შევიყარენით: არც: არა: ვიცით: ვინ: ვინ: ვართ: ანუ: სით: მოვიარენით: ჴამს: ერთმანერთსა: ამბავი: ჩვენიცა: უთხრათ: ბარ: ენით:

765. მათ: სხუათა: მათი: ამბავი: თქუეს: ვითა: მგზავრთა: წესია: მონამან: უთხრა: ჰე: ძმანო: განგება: რამე: ზესია: მე: მარგალიტსა: მოგიმკი: თქუენ: ქურიმი: დაგითესია: ჩემი: ამბავი: ამბავთა: მაგათაგან: უკეთესია:

766. მე: ვარო: მონა: მეფისა: მაღლისა: ქაჯთა: მფლობლისა: მათ: მიხუდა: ცემა: სენისა: მათისა: დამამხობლისა: მოგუიკვდა: შემწე: ქურივისა: შემწყნარებელი: ობლისა აწ: შვილთა: მისთა: და: მისი: ზრდის: უკეთესი: მშობლისა:

767. დულარდუხტ: არის: დიაცი: მაგრა: კლდე: ვითა: ლოდია: ვისცა: არ: დაჰკოდს: ჴმა: მისი: ვერავის: დაუკოდია: მას: უსხენ: წურილნი: ძმისწულნი: როსან: და: ერთი: როდია: აწ: იგი: ქაჯეთს: ჴელმწიფედ: ქუე: ზის: მორჭმული: წოდია:

768. გუესმა: ამბავი: ზღუათ: იქით: სიკუდილი: დისა: მათისა: შეიჭირვებდეს: ვეზირნი: დაშალეს: ქნა: ხალვათისა: ვითა: ვჰკადროთო: დავსება: პირისა: თემთა: მნათისა: როშაქ: მონაა: თავადი: მონისა: ბევრ: ათასისა:

769. როშაქ: ბრძანა: მოცა: ვინმკლავს: მე: ტირილსა: არ: დავხვდები: მინდორს: წავალ: ვიმეკობრებ: ალაფითა: ავივსები: შინა: მოვალ: შოვებული: ადრე: ზედა: მოვესწრები: მეფე: დისა: დატირებად: წავიდოდეს: წაცავჰყვები:

770. გვითხრა: მისთა: ჴელისათა: წავალ: თანა: წამომყევით: წაგვიტანა: მონა: ასი: ყუელაკაი: მისგან: რჩევით: დღისით: მზისით: ვმეკობრობდით: ღამეთაცა: ვიყუნით: თევით: დია: ვლეწეთ: ქარავანი: ლარი: ჩუენკე: გარდმოვსდევით:

771. მინდორ: მინდორ: მოვდიოდით: ჩვენ: ღამესა: დია: ბნელსა: დიდნი: რამე: სინათლენი: გამოგვიჩნდა: შუა: ველსა: ვთქუით: თუ: მზეა: ნუთუ: ზეცით: ჩამოჭრილა: ზედა: ჴმელსა: დაბნეულნი: მივეცენით: გონებასა: ჩვენსა: მსჯელსა:

772. ზოგთა: ვთქუით: არის: ცისკარი: ზოგთა: ვთქუთ: არის: მთუარეო: მას: დარაზმულთა: მივმართეთ: ახლოსმცა: ვნახეთ: ბარეო: შორს: მოუარეთ: მივედით: შემოვადეგით: გარეო: მის: ნათლიდამე: გამოჴდა: ჴმა: ჩუენი: მოუბარეო:

773. გვითხრა: ვინ: ხართ: ცხენოსანნო: თქუენ: სახელნი: თქუენი: თქვენით: გულანშაროთ: მოციქული: ქაჯეთს: მივალ: მერიდენით: ესე: გვესმა: მოვადეგით: ალყად: გარე: მოვერტყენით: პირმზე: რამე: ცხენოსანი: გავიცადეთ: თუალით: ჩვენით:

774. უჭურიტეთ: პირსა: მნათობსა: ელვითა: მაელვარებსა: მისი: ციმციმი: მზისაებრ: ეფინებოდა: არებსა: ძვირ: ძვირად: გვეუბნებოდა: სიტყუასა: რასმე: წყნარებსა: კბილთაგან: შუქ: შეადგა: ზედან: გიშრისა: სარებსა:

775. კულავ: ვეუბენით: მას: მზესა: ტკბილ: მოუბრითა: ენითა: არ: მონა: იყო: ტყუოდა: ჩვენ: ესე: შევიგენითა: როშაქ: შეატყო: ქალობა: გუერცა: წაუდგა: ცხენითა: აღარ: გავუშვით: დაჭირვა: ვჰკადრეთ: ჴელითა: ჩუენითა:

776. კულა: ვკითხეთ: გუითხარ: მართალი: საქმე: შენ: მზებრ: ნათელისა: ვისი: ხარ: ვინ: ხარ: სით: მოხუალ: მანათობელი: ბნელისა: მან: არა: გვითხრა: გაუშვა: წყარო: ცრემლისა: ცხელისა: რა: საბრალოა: გავსილი: მთვარე: ჩანთქმული: გუელისა: